„ბაიერნის” მწვრთნელი იულიან ნაიგელსმანი მსუბუქად რომ ვთქვათ გაოცებულია. მას ვერ გაუგია, როგორ მოახერხა „ბარსელონამ” ანუ კლუბმა რომელსაც 1 მილიარდ ევროზე მეტი ვალი აქვს, რობერტ ლევანდოვსკის გადაბირება.
„ეს არის ერთადერთი კლუბი დედამიწაზე, რომელსაც ფული არ აქვს, მაგრამ ყიდულობს ყველა ფეხბურთელს, რომლის ყიდვაც მოესურვება. წარმოდგენა არ მაქვს როგორ აკეთებენ ისინი ამას. ეს ცოტა არ იყოს უცნაურია. რაღაც სიგიჟეა,” — უპასუხა მწვრთნელმა როდესაც პოლონელის ტრანსფერის შესახებ ჰკითხეს.
„ბარსელონას” ცუდი ფინანსური მდგომარეობა აღიარებული ფაქტია. სულ ახლახან კატალონიური კლუბი ფრანკ კისესა და ანდრეას კრისტენსენის რეგისტრაციასაც კი ვერ ახერხებდა, რადგან ფული არ ჰქონდა. არადა, ორივე ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი იყო და კლუბს მათ სანაცვლოდ „მილანისა” და „ჩელსისთვის” ცენტიც არ გადაუხდია.
ლა ლიგის რეგულაციათა თანახმად კლუბებს შეუძლიათ მოთამაშის გაყიდვით მიღებული ყოველი 4 მილიონიდან დახარჯონ მხოლოდ 1 მილიონი. შესაბამისად, ყველას ეგონა, რომ ახალი ფეხბურთელის შესაძენად „ბლაუგრანას” ჯერ ძველები უნდა გაეყიდა. ამიტომაც არ ცხრებოდა ლაპარაკი ფრენკი დე იონგისა და ოსმან დემბელეს ტრანსფერების შესახებ, მითუფრო, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს” დიდი ხანია დე იონგის ყიდვა უნდა. ჰოლანდიელის შეძენით სხვა კლუბებიც იყვნენ დაინტერესებულები, მაგრამ საბოლოოდ მან თქვა, რომ „კამპ ნოუზე” რჩება.
„ბაიერნის” გაღიზიანება ცოტათი დააცხრო მეორე ჰოლანდიელის, მატეის დე ლიხტის ტრანსფერმა. გერმანიის რეკორდმაისტერმა მცველის სანაცვლოდ „იუვენტუსს” 67 მილიონი ევრო გადაუხადა, თუმცა წარმატების შემთხვევაში ეს თანხა შეიძლება 77 მილიონამდე გაიზარდოს. დე ლიხტმა „ბაიერნთან” კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. ბავარიელებს მისი გადაბირება 2019 წლიდან უნდოდათ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 09:15დუეს არ ათამაშებენ და ახალ კონტრაქტს სთავაზობენ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 08:28პსჟ-ს ყოფილი დირექტორი პსჟ-ს წინააღმდეგ
სიახლეები18/09/2026 | 07:10პაპემ ჟორჟს პენალტი არ დაარტყმევინა
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
