ვინ იცის მერამდენედ გამოამჟღავნა „რეალმა” უნიკალური ხასიათი — მადრიდის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში, უპირატესობის მიუხედავად, „ბაიერნს” ჩამორჩა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს ორი გოლი გაიტანა და ფინალის საგზური მოიგო. ანგარიში 68-ე წუთზე სტუმართა კანადელმა მცველმა ალფონსო დევისმა გახსნა, 88-ე და 90+1 წუთებზე კი ხოსელუმ ორი გოლი შეაგდო. ბედის საბედისწერო ტრიალში დიდი როლი ბავარიელთა ამთავითვე ლეგენდად...
ჭდე: მატეის დე ლიხტი
ბარსელონას ფოკუსები
„ბაიერნის” მწვრთნელი იულიან ნაიგელსმანი მსუბუქად რომ ვთქვათ გაოცებულია. მას ვერ გაუგია, როგორ მოახერხა „ბარსელონამ” ანუ კლუბმა რომელსაც 1 მილიარდ ევროზე მეტი ვალი აქვს, რობერტ ლევანდოვსკის გადაბირება. „ეს არის ერთადერთი კლუბი დედამიწაზე, რომელსაც ფული არ აქვს, მაგრამ ყიდულობს ყველა ფეხბურთელს, რომლის ყიდვაც მოესურვება. წარმოდგენა არ მაქვს როგორ აკეთებენ ისინი ამას. ეს ცოტა არ იყოს უცნაურია. რაღაც...
ის ბაიერნში ითამაშებს
მატეის დე ლიხტი მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი იქნება. კონტრაქტი საათების ამბავია, ტრანსფერის დასრულებას „იუვენტუსის“ მწვრთნელი მაქსი ალეგრიც კი ადასტურებს და ნიდერლანდელ მცველს ახალ კლუბში წარმატებებს უსურვებს. 22 წლის დე ლიხტის სანაცვლოდ გერმანელები 70 მილიონ ევროს გადაიხდიან, პერიოდულად, უფრო სწორად ტიტულების მოგების შესაბამისად კი „იუვენტუსი“ „ბაირნისგან“ 10 მილიონ ევროს მიიღებს საჩუქრის სახით. დე ლიხტი, ვინც დიდი კარიერა...
რონალდუ უნდათ თუ არ უნდათ?
როგორც ირკვევა, „ჩელსიში” ერთ აზრზე არ არიან. კლუბის ახალ მეპატრონეს ტოდ ბოელის ძალიან უნდა „მანჩესტერ იუნაიტედიდან” პორტუგალიელი ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს ყიდვა, მაგრამ ამისათვის ის მწვრთნელს თომას ტუხელსაც უნდა სჭირდებოდეს. ბოელი ბიზნესმენია, მან „ჩელსი” ივნისში 4,2 მილიარდ გირვანქად იყიდა და ახლა სატრანსფერო ბაზარზე სჭირდება ეფექტური სვლის გაკეთება, 37 წლის რონალდუ კი საამისოდ ჩინებული კანდიდატურაა. რონალდუს „მანჩესტერ...
წეწვა-ღლეტა ლონდონში
„არსენალს” ეგონა თავი ქუდში ჰქონდა — „ლიდს იუნაიტედიდან” რაფინიას ყიდულობდა და შუა მოლაპარაკებებში გახლდათ გართული, როდესაც „ჩელსიმ” ჯიბეზე ხელი გაიკრა და 60 მილიონი გირვანქა გამოაჩინა. „მეთოფეთა” წინადადება კი 30 მილიონის ფარგლებში ტრიალებდა. ბრაზილიელის აგენტმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა დეკუმაც მომენტი ხელიდან არ გაუშვა და ახლა გარემარბი უკვე „სტემფორდ ბრიჯის” კარზე აკაკუნებს. დასავლეთ ლონდონელებს შეტევის ხაზის გადახალისება...
ჩვენთან რა გინდა, მაინც არ გათამაშებენ…
Diario Sport-მა ასეთი ამბავი გაახმაურა: თურმე მატეის დე ლიხტი 2019 წელს „აიაქსიდან“ „ბარსელონაში“ რომ აპირებდა გადასვლას და ყველაფერი გადაწყვეტილი რომ ჩანდა, ჟერარ პიკეს ერთ წინადადებას ცუდად უმოქმედია და ჩაუშლია… დე ლიხტი და პიკე იმ ზაფხულს კარიბებზე ერთად ისვენებდნენ. „ბარსას“ გამოცდილ მცველს უთქვამს, ჩვენთან მაინც არ გათამაშებენ და წინასწარ იცოდეო. დე ლიხტიც „იუვენტუსში“ წავიდა. რამდენად სიმართლეა,...
ვის უნდა მათხოვრული 140 ათასი კვირაში
ანტონიო რუდიგერი ზაფხულში შეიძლება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდხელფასიანი მცველი გახდეს. ევროპულ კლუბთა ელიტა მას ამჟამინდელი ხელფასის გაოთხმაგებას(!) ჰპირდება. გერმანელი „ჩელსიში“ თომას ტუხელის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, მაგრამ არავინ იცის გაგრძელდება თუ არა მისი თანამშრომლობა დასავლეთ ლონდონელებთან. კლუბსა და ფეხბურთელს შორის დღეს არსებულ ხელშეკრულებას ვადა ნახევარ წელიწადში გაუდის. შედეგად, ზაფხულში რუდიგერი თავისუფალი აგენტი გახდება და მის სანაცვლოდ...
რა ბედი შეიძლება ეწიოს კრიშტიანუს?
ესპანური გაზეთის „მარკას” ინგლისური ვერსიის რედაქტორმა, ჯეფ ჯილინგემმა კრიშტიანუ რონალდუს მომავლის შესახებ თავისი მოსაზრება გამოთქვა, რომელიც საინტერესოდ მივიჩნიეთ და მის შინაარსს ქვემოთ გაგაცნობთ. ჯილინგემი წერს, რომ ბოლო დროს ბევრი იწერება ლეო მესის კარიერის გაგრძელების შესაძლო ვარიანტების შესახებ. წერენ, მაგალითად, რომ ვინაიდან 2021 წლის 30 ივნისს მას „ბარსელონასთან” კონტრაქტის ვადა ეწურება, „ბლაუგრანას” ყოფილმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ...
მანჩესტერ იუნაიტედი გამოსავალს ეძებს
ვინაიდან კორონავირუსით გამოწვეული უფულობის გამო ახლანდელი შემადგენლობის შენარჩუნება და პლუს გუნდის გაძლიერება არ ხერხდება, „მანჩესტერ იუნაიტედს” მავანთა გაყიდვა და ახლების შეძენა ნავაჭრი ფულით მოუწევს. როგორც ჩანს, ერთ-ერთი პირველი, ვისაც ხეირიანი შემოთავაზების შემთხვევაში გაყიდვა არ ასცდება, ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი პოლ პოგბაა. მანჩესტერელთა ვიცე-თავმჯდომარემ ედ ვუდვორდმა ორიოდ დღის წინ თქვა, რომ პანდემიამ ფეხბურთის კლუბებს, მათ შორის „იუნაიტედსაც”, სატრანსფერო...
პენალზე აწიე, ქალო!
სანამ მხიარულ ამბავს გეტყოდეთ, საქმიანად დავიწყოთ: „მანჩესტერ იუნაიტედს” კვლავ მოუნდა ჰოლანდიელი მატეის დე ლიხტის ყიდვა. გასულ ზაფხულს, როდესაც გაირკვა, რომ ცენტრალური მცველი „აიაქსიდან” წასვლას აპირებდა, „იუნაიტედი” აქტიურად ჩაერთო ვაჭრობაში, მაგრამ „იუვენტუსს” ვერ აჯობა. დე ლიხტი ტურინს ვერ მოერგო. გარდა ამისა, ცნობილია, რომ „იუვენტუსსა” და „მანჩესტერ იუნაიტედს” შორის კარგი საქმიანი ურთიერთობაა და დე ლიხტის „ოლდ ტრეფორდზე” გადასვლამ...








