საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე შეემატა – 25 წლის ჯოვინო ფილო ფლამარიონი!
„ბათუმის“ ფორვარდს ქართული პასპორტი უკვე ხელთ აქვს და შიგ ჩარტყმული პირველი სასაზღვრო შტამპიც – ჯოვინო გუნდთან ერთად პოლონეთში, პოზნანის „ლეხთან“ კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო მატჩისთვის გაემგზავრა.
ჯოვინო ბრაზილიაშია დაბადებული. საქართველოში კი 2017 წელს ჩამოვიდა და ქომაგის სიმპათიაც მალევე დაიმსახურა. ერთი პერიოდი რუსეთში, ვოლგოგრადის „როტორში“ კი იყო გადაბარგებული, მაგრამ რამდენიმე თვეში უკანვე დაბრუნდა… დაბრუნდა და დაბრუნდა… გაქართველდა!
ჯოვინოს „ბათუმის“ სასარგებლოდ 39 გოლი აქვს გატანილი და 17 საგოლე პასი გაკეთებული.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
