„ბათუმის“ აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, ბრაზილიელი ჯოვინო ფლამარიონი კარიერას საფრანგეთის მეორე ლიგაში გააგრძელებს – „ვალენსიენმა“ იგი ოფიციალურად წარადგინა. ახალ კლუბში ჯოვინო 96-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ეროვნული ლიგის დასრულებულ სეზონში ფლამარიონმა „ბათუმთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა, ბრაზილიელმა სეზონში 17 გოლი გაიტანა და ზურაბ მუსელიანთან („გაგრა“) და ზორან მარუშიჩთან („დინამო“) ერთად საუკეთესო ბომბარიდირი გახდა, ამას გარდა ის სეზონის...
ჭდე: ჯოვინო ფლამარიონი
დასრულდა, ოღონდ გასარკვევია…
35-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატიც ისტორიის კუთვნილება გახდა. ახლა ფლეი აუტის და ერთი ევროსაგზურის ამბები დარჩა გასარკვევი. ფლეი აუტში „თელავი“ – „სპაერს,“ „სამტრედია“ კი „გარეჯს“ დაუპირისპირდება. ჩემპიონი „ბათუმი“ გახდა და გაისად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ღირსებას სწორედ ის დაიცავს. „დინამო“ და „ტორპედო“ კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ. მესამე გუნდის ვინაობა კი ქვეყნის თასის ფინალის შემდეგ გაირკვევა. თუ...
კარგად ვარ, არ ინერვიულოთ…
„თელავმა“ „კავკასიონ არენაზე“ სენსაცია შემოგვთავაზა, ლიდერი „ბათუმი“ დაამარცხა (2:1), 24 ქულა მოაგროვა და 5 პუნქტით დაშორდა ფლეი აუტის ზონას. „ბათუმმა“ სულაც პირველად წააგო გასვლითი შეხვედრა მომდინარე სეზონში. ასევე ახალ გუნდთან ერთად პირველად დამარცხდა ზღვისპირელთა მწვრთნელი, ანდრი დემჩენკო. თამაში კარგი საცქერი გამოდგა. ეგ არის, უკვე დამატებულ წუთებზე ბათუმელთა შემტევ ჯოვინო ფლამარიონს მეტოქის საჯარიმოში კარიდან გამოსული თელაველთა...
ბათუმი გეგუჩაძის გარეშე
22-ე ტურის მთავარი ამბავი ის იყო, რომ გია გეგუჩაძემ „ბათუმი“ დატოვა. ის ადრეც აპირებდა წასლას, „შავი ზღვის მეკობრეების“ ულტიმატუის შემდეგ, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ გააჩერა, სეზონს ჩავამთავრებთ და მერე ვნახოთო. მაგრამ გეგუჩაძე მაინც წავიდა, თავისი ნებით. ალბათ ბოლო წვეთი ერთ-ერთ აუტსაიდერ „სამტრედიასთან“ ნათამაშები ფრე იყო. ბათუმელები იმერლებთან აგებდნენ და ლიგის საუკთესო მეგოლემ, ჯოვინო ფლამარიონმა...
ჯერ მეოცე, შემდეგ მეცხრამეტე
უცნაურია, მაგრამ ამ კვირის დასაწყისში ეროვნული ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩები გაიმართა, მეცხრამეტესი კი, 5 აგვისტოს ჩატარდება… სწორედ ამდენი ხნით გამოცხადდა შესვენება ელიგაში. „საბურთალოს“ 11-მატჩიანი წაუგებელი სერია ბათუმში დასრულდა, თუმცა სტუმარმა თბილისელებმა გადამწყვეტი გოლი ცოტა კურიოზულად გაუშვეს. 84-ე წუთზე გიორგი ჯგერენაიამ საჯარიმოს სიახლოვეს ცუდად მიუგორა ბურთი ექს-ბათუმელ მეკარე ლაზარე კუპატაძეს, ამით იქვე მყოფმა თორნიკე კაპანაძემ ისარგებლა,...
სარეკორდო – 22
„სამგურალმა“ ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ მე-8 მატჩი მოიგო. წინა ტურში წყალტუბოელები ნახევარი საათით გალიდერდნენ, ვიდრე „ბათუმი“ თავის მატჩს გამართავდა. ახლა, მე-14 ტურში, ამბავი გამეორდა, იმ განსხვავებით, რომ გიორგი ჭელიძის შეგირდები მთელი ხუთი საათის განმავლობაში გახდნენ ერთპიროვნული ლიდერები. „ბათუმმა“ შემდეგ მოიგო და ისევ პირველ ადგილზე დაბრუნდა. „სამგურალზე“ გვინდა ვთქვათ. რამდენიმესაათიანი გალიდერება, ცხადია, ნახევრად ხუმრობითაა ნათქვამი, მაგრამ ფაქტია,...
ღუდუშაურის 100 და თანაბარი ლიდერები
„დინამო“ და „ბათუმი“ ისევ ფეხშეწყობილად ლიდერობენ და მათი თანაბრობა უშუალო მატჩმაც დაადასტურა. ფრე – 2:2. მასპინძელი ბათუმელები 24-ე წუთისთვის უკვე 2:0 იგებდნენ. ანგარიში პაატა ღუდუშაურმა გახსნა. ეს მიმდინარე ჩემპიონატში გატანილი მე-100 გოლი გახლდათ. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ჯოვინო ფლამარიონმა კი მეორე შეაგდო – ძალიან ლამაზი გამოუვიდა. შეხვედრის საკვანძო მომენტი პირველი ტაიმის ბოლოს ბათუმელი სანდრო ალთუნაშვილის გაძევება...
წყვილად!
ეროვნული ჩემპიონატის მე-5 ტურმა „დინამო“ და „ბათუმი“ ისევ ერთმანეთს გაუთანაბრა. ზღვისპირელებმა სტუმრად „გაგრა“ 4:1 დაამარცხეს, „დინამომ“ კი „თელავთან“ ფრედ ითამაშა (2:2) და სეზონში პირველი ქულები დაკარგა. ახლა ტიტულის მთავარ პრეტენდენტებს 13-13 ქულა მოუგროვდათ და თბილისელები ბურთების უკეთესი სხვაობის გამო ლიდერობენ. ტურის გმირი ბათუმელი ჯოვინო ფლამარიონი გახდა. გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა „გაგრას“ სამი ბურთი გაუტანა და...
საბურთალო უევროპოდ
ლიდერების მატჩებს თუ არ ჩავთვლით, 33-ე ტურის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა. ერთმანეთს გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდები ხვდებოდნენ. „გაგრამ“ „სიონს“ უმასპინძლა და 2:1 მოუგო. გუნდებმა მატჩი კაცნაკლულებმა დაასრულეს. მსაჯმა ჯერ გაგრელი ნოდარ ლომინაძე გააძევა, შემდეგ კი სტუმარი დავით ზურაბიანი. „სიონი“ ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა და ერთობ გაირთულა სატურნირო მდგომარეობა. წააგო ცხრილის სახიფათო ნაწილში მყოფმა „თელავმაც.“ კახელებმა...
ისევ 2 ქულა
ეროვნული ლიგის 32-ე ტურს სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვილებები არ შეუტანია. ტიტულის მთავარმა მაძიებლებმა ისევ გაიმარჯვეს და მათ შორის სხვაობა ისევ 2 ქულაა. „დინამომ“ თანაქალაქელ „საბურთალოს“ მოუგო შინ 3:1 და სტუმრებს ევროსაგზურისთვის ბრძოლა გაურთულა. დუბლი მიითვალა მასპინძელთა გვინეელმა უსმანე კამარამ. განსაკუთრებით ლამაზი მეორე გოლი გახლდათ, როცა საჯარიმოს გარედან პირდაპირ ცხრიაში ჩაჭედა ბურთი. ერთიც გიორგი მოისწრაფიშვილმა შეაგდო....









