
ეროვნული ჩემპიონატის მე-5 ტურმა „დინამო“ და „ბათუმი“ ისევ ერთმანეთს გაუთანაბრა. ზღვისპირელებმა სტუმრად „გაგრა“ 4:1 დაამარცხეს, „დინამომ“ კი „თელავთან“ ფრედ ითამაშა (2:2) და სეზონში პირველი ქულები დაკარგა. ახლა ტიტულის მთავარ პრეტენდენტებს 13-13 ქულა მოუგროვდათ და თბილისელები ბურთების უკეთესი სხვაობის გამო ლიდერობენ.
ტურის გმირი ბათუმელი ჯოვინო ფლამარიონი გახდა. გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა „გაგრას“ სამი ბურთი გაუტანა და ერთიც საგოლე გადაცემა შეასრულა. ეს პირველი ჰეთ-თრიქი გახლდათ მიმდინარე სეზონში.
ამ მატჩში კიდევ ერთი გამოსარჩევი ამბავი მოხდა. თორნიკე ოქრიაშვილმა 12 წლის შემდეგ პირველად ითამაშა ეროვნულ ჩემპიონატში. გაგრელთა შემადგენლობაში მან 46-ე წუთზე ერეკლე სულთანიშვილი შეცვალა.

„დინამომ“ „თელავს“ ვერ აჯობა, თუმცა ერთი საყურადღებო რამ აქაც მოხდა. თბილისელთა 17 წლის ნახევარმცველმა, გაბრიელ სიგუამ, მეხუთე მატჩში მესამე ბურთი გაიტანა, ხოლო ვილი სანიოლმა ის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.
სეზონში პირველად მოიგო „დილამ.“ გორელებმა „შუქურა“ სენეგალელი ონორე გომისისა და ბარბადოსელი ტიერი გეილის გოლებით დაამარცხეს – 2:0.
„სამტრედიამ“ და „საბურთალომ“ ერთმანეთს3-3 გოლი გაუტანეს და თითო ქულა ირგუნეს – 3:3. იმერული დერბი კი, „სამგურალსა’ და „ტორპედოს“ შორის, უგოლოდ დასრულდა – 0:0.
მე-5 ტური ჯერჯერობით ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა მიმდინარე სეზონში. მეტოქეებმა ერთმანეთს 17-ჯერ გაუტანეს.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 20:32ბათუმი ისევ პირველია
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
