ჭდე: თორნიკე ოქრიაშვილი

Home თორნიკე ოქრიაშვილი
დაბრუნდა იქ, სადაც დაიწყო…
ჩანაწერი

დაბრუნდა იქ, სადაც დაიწყო…

ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე საფეხურთო კლუბმა „გაგრამ“ რამდენი ახალი ფეხბურთეელი მიიწვია, მათ შორის ერთი გამორჩეული – გაგრელთა რიგებში ახალი სეზონიდან თორნიკე ოქრიაშვილი ითამაშებს. ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. ოქრიაშვილი დაბრუნდა კლუბში, საიდანაც დაიწყო მისი საფეხბურთო კარიერა – 2009 წელს  გულშემატკივარმა ოქრი სწორედ „გაგრადან“ გაიცნო. მას შემდეგ ოქრიაშვილმა არაერთ კლუბში ითამაშა და საქართველოს ნაკრების ლიდერი გახდა,...

ოქრი საამიროში
ჩანაწერი

ოქრი საამიროში

ქართველი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას დუბაიში გააგრძელებს. 32 წლის შემტევის მენეჯერის, დემნა ოზაშვილის ინფორმაციით, „ოქრი“ tfa elite-ში ითამაშებს და კლუბის ამბასადორიც იქნება. კონტაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა. ოქრიაშვილს საქართველოს ნაკრებში 50 მატჩი აქვს ნათამაშები და 13 გოლი გატანილი. ეროვნული გუნდის მაისური ბოლოს 2021 წელს მოირგო. ნაკრების გარდა უთამაშია: გაგრა; შახტარი, ილიჩევეცი, ჩერნომორეცი (ყველა უკრაინა), გენკი, ბელგია),...

ოთხი პენალტი
ჩანაწერი

ოთხი პენალტი

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი წრე დასრულდა. 22 ქულით ლიდერი „იბერია 1999“-ია. ამდენივე ქულა აქვს  „ბათუმს,“ მაგრამ ყოფილი საბურთალოელები ზღვისპირელებს ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით ჯობნიან. სამეულს „დილა“ ასრულებს, რომელმაც ამათზე ორი ქულით ნაკლები მოაგროვა. მე-9 ტურში „იბერიამ“ „სამგურალს“ სტუმრად მოუგო დრამატულ მატჩში (2:3). ანგარიში იბერიელთა 29 წლის ნახევარმცველმა, ბაქარ ქარდავამ გახსნა მე-6 წუთზე. ეს მე-100 გატანილი...

ოქრი დინამოში
ჩანაწერი

ოქრი დინამოში

თორნიკე ოქრიაშვილი „დინამოს“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. „დინამოსა“ და თორნიკე ოქრიაშვილს შორის შეთანხმება შედგა. საქართველოს ნაკრების ყოფილი შემტევი კარიერას დედაქალაქურ კლუბში გააგრძელებს. მხარეებს შორის ერთიწლიანი კონტრაქტი გაფორმდა“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში. თორნიკე ოქრიაშვილი საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ აღზრდილია. სხვადასხვა დროს „მარიუპოლის“, „ჩერნომორეცის“, „გენკის“, „ესკიშეჰირსფორის“, „კრასნოდარის“, „ანორთოსისისა“ და აპოელ-ის ღირსება იცავდა. ბოლოს კი მშობლიურ „გაგრაში“ თამაშობდა (2023 წელს)....

 გაწითლებული ოქრი
ჩანაწერი

 გაწითლებული ოქრი

ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ლიდერი შეიცვალა. „დინამომ“ და „ბათუმმა“ თავიანთი მატჩები მოიგეს და ისევ თანაბარი ქულები (19-19) მოუგროვდათ, თუმც ზღისპირელები ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით პირველ ადგილზე დადგნენ. გია გეგუჩაძის გუნდი მიმდინარე სეზონში პირველად გალიდერდა. ბათუმელები თელავს ესტუმრნენ და უპრობლემოდ დაამარცხეს. კახელებმა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს მრისხანე მეტოქეს წინააღმდეგობა. იგებდნენ კიდეც ელდარ პარკინაშვილის გოლით, მაგრამ მალევე...

წყვილად!
ჩანაწერი

წყვილად!

ეროვნული ჩემპიონატის მე-5 ტურმა „დინამო“ და „ბათუმი“ ისევ ერთმანეთს გაუთანაბრა. ზღვისპირელებმა სტუმრად „გაგრა“ 4:1 დაამარცხეს, „დინამომ“ კი „თელავთან“ ფრედ ითამაშა (2:2) და სეზონში პირველი ქულები დაკარგა. ახლა ტიტულის მთავარ პრეტენდენტებს 13-13 ქულა მოუგროვდათ და თბილისელები ბურთების უკეთესი სხვაობის გამო ლიდერობენ. ტურის გმირი ბათუმელი ჯოვინო ფლამარიონი გახდა. გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა „გაგრას“ სამი ბურთი გაუტანა და...

ოქრიაშვილი კორეაში წავიდა
ჩანაწერი

ოქრიაშვილი კორეაში წავიდა

საქართველოს ნაკრების შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას სამხრეთ კორეის „ჩონბუკ ჰიუნდაიში“ გააგრძელებს. „მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ტრანსფერი შედგა. ახლა მინდა რაც შეიძლება მალე შევუერთდე გუნდს და დავეხმარო წარმატების მიღწევაში“, – თქვა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა. „ჩონბუკი“ კორეის ჩემპიონატში 21 ტურის შემდეგ 39 ქულით მეორე ადგილზეა და 5 ქულით ჩამორჩება ჩემპიონატის ლიდერ „ულსანს“, სადაც საქართველოს...

თუ ვერ აკეთებთ, გააფუჭეთ!
ჩანაწერი

თუ ვერ აკეთებთ, გააფუჭეთ!

დღეს, საქართველოს ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დასკვნით მატჩს შვედეთის ეროვნულ გუნდთან ბათუმში ითამაშებს. ჩვენებისთვის ამ მატჩს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მონდიალზე გასვლის შანსი კარგა ხნის წინ დავკარგეთ. დაკარგულია მესამე ადგილიც, რომელიც საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შესარჩევი ეტაპის წინ დაუგეგმა. მისია შეუსრულებელია, თუმც ჩვენს გუნდს მხოლოდ კარის...

მოგვნატრებია
ჩანაწერი

მოგვნატრებია

9 წელი და 23 მატჩი ველოდით, როდის მოიგებდა საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. კოსოვოში მოიგო – 2:1. რაც შეეძლო ითამაშა. იყო მომენტები, სადაც 3 ქულა არ ჩანდა, მაგრამ ბოლოსკენ გუნდი თითქოს უფრო დალაგდა და ზურიკო დავითაშვილმა ზედიზედ მეორედ გაიტანა შეცვლაზე. თუ ბულგარეთთან ამხანაგურში გოლი არაფრისმომცემი იყო, ამჯერად – სამქულიანი გამოდგა მანამდე მაგრად გაგვიმართლა –...

აპოელი ჩემპიონობას ქართველებით აპირებს
ჩანაწერი

აპოელი ჩემპიონობას ქართველებით აპირებს

ჩეპიონები უნდა გავხდეთ – წერენ კვიპროსული „აპოელის“ ქომაგები. მიზეზი კი, ქართველი ფეხბურთელები არიან – გიორგი ქვილითაია და თორნიკე ოქრიაშვილი „ანორთოსისიდან“ სწორედ „აპოელში“ გავიდნენ. არის საუბარი, რომ თემურ ქეცბაიას გუნდიდან, მათ შეიძლება მურთაზ დაუშვილიც შეუერთდეს. ქვილითაია ბელგიური „გენტის” საკუთრება და იყო კვიპროსზე იჯარის წესით იმყოფებოდა. მერე „გენტმა” ქართველს ფეხბურთელს ფასი დაადო, „ანორთოსისმა“ კი, მისი გამოსყიდვა ვერ...