საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გუნდი ჯერ არ შეკრებილა, რომ იძულებითი ცვლილება უკვე გაკეთდა. ვილი სანიოლმა თორნიკე ოქრიაშვილის ნაცვლად პოლონური „ლეგიას“ ნახევარმცველ ვაკო გვილიას უხმო. ოქრიაშვილმა ტრავმა კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში მიიღო. ნაკრები დღეს საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე შეკრებაზე შევა და სანიოლის ხელში პირველ ვარჯიშს გამართავს. შეგახსენებთ, ეროვნული გუნდი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის...
ჭდე: თორნიკე ოქრიაშვილი
მამას არ ეღალატება
ხომ არის, თეთრი შურით რომ შეგვშურდება ხოლმე? ეგ დამემართა. როცა მამამ იცის, მთელი ქვეყნის ერთბაშად გაბედნიერება სხვებთან ერთად მისი შვილის ხელშიცაა. თან ძალიან უყვარს. თან ძალიან ამაყობს. თან ძალიან ავალდებულებს… ეჭვიც არ მეპარება, მარცხის შემთხვევაშიც ნებისმიერ ვაისზე მეტად გამოუწერს… მადლობა, მაგარი კაცის გამზრდელო მაგარო კაცო. დღეს შენი შვილის შენთან ერთად გვეიმედება. ოქრი მაგარია! ოქრი გაიტანს!
ზეიმი პირველი
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა შეძლო: არა შეუძლებელი, მაგრამ ძნელი. უეფას ერთა ლიგის D-ჯგუფის პლეი-ოფის ნახევარფინალში არ ყოფილა ეპიზოდები, რომლებიც ისტორიას გასწვდება, მაგრამ ესთეტიკას და სილამაზეს დღეს ბელარუსთან დღეის თამაშში ბოლო ადგილი ეჭირა. ნერვული 96 წუთის შემდეგ შედეგი დადგა, რომელმაც საქართველო დასკვნით რაუნდში გაიყვანა. ეს იყო ძნელი 1:0, მოპოვებული დიდი გარჯით და პრაგმატული მიდგომით. სწრაფად გატანილი...
ვლადიმერ ვაისი: ჩვენ უკეთესი გუნდი და უკეთესი ფეხბურთელები გვყავს.
მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას 26 წელიაწადია ველით. აქამდე ყველაზე წარმატებული „მცდელობა“ ჯგუფში მე-3 ადგილი იყო – ეს ორჯერ მოხდა, თუმცა რეალური შანსი არც მაშინ გვქონდა. ახლა კი… ასე ახლოს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან საქართველო არასდროს ყოფილა. საამისოდ, 8 ოქტომბერს, „დინამო არენაზე“ ბელარუსის ნაკრები უნდა დავამარცხოთ, ხოლო 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის უმჯობესსაც...
ქეცბაიას ბიჭები ხასიათზე მოდიან
მშვენიერ ხასიათზე მოდის ბელარუსთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ ეროვნულ გუნდში „ანართოზისის“ შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა გოლი. საქართველოს ნაკრების შემტევს, უგოლოდ მხოლოდ საწყისი ორი ტური გაუცდა. გაუცდა ევროპალიგის მატჩიც, შვეიცარიულ „ბაზელთან.“ შვეიცარიელებთან თავი წითელი ბარათით „დაგვამახსოვრა,“ თუმც ეგეც, თავდადებულად რომ იბრძოდა, იმიტომ. ოქრიაშვილმა ამჯერად ნიქოზიის „ოლიმპიაკოსს“ გაუტანა – პენალტით. „ოქრი“ კვიპროსის...
ბელარუსთან, 2 ივნისს…
მაშ ასე, ჯერ ადრე კია, მაგრამ შეგვიძლია გავემზადოთ: გადაწყდა, რომ საქართველო – ბელარუსის ფლეი ოფი 2 ივნისს შედგება. მატჩი 21 საათზე დაიწყება და ის ბილეთები იქნება ვარგისი, რომელიც ქომაგობას აქამდე ჰქონდა შეძენილი. 2 ივნისვე შედგება ერთა ლიგის D ჯფუფის მაკედონია – კოსოვოს მეორე ფლეი ოფი. შეგახსენებთ, ფინალში ამ ორ წყვილს შორის უკეთესი შეხვდება და...
იმედის მატჩამდე შვეიცარია და ხორვატია
საქართველოს ნაკრები დღეს შვეიცარიაში შეიკრიბა და ადგილობრივ ნაკრებთან ბოლო შესარჩევი და ხორვატიასთან ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. არაფერი ახალი. როგორც ყოველთვის, იმედიანი მოლოდინი, ქულების წინასწარ თვლა და საბოლოო შედეგად კვლავ კარგად გაწნული სილა, ღრუბლებიდან მიწაზე დაშვება. ქართველმა ქომაგებმა ვინ მოთვლის მერამდენედ იხილეს კარგად ნაცნობი ფილმი, რომელსაც დასაწყისიც, გაგრძელებაც და ბოლოც ერთი აქვს – იმედგაცრუება. საქართველოს ნაკრებმა...
თემური და მისი ქართველები
6 წელია „ანორთსისს“ ევროსაებიელზე არ უთამაშია (2013 წელს „დილასთან“ დამარცხდა), ბოლო ტიტული კი მაშინ მოიგო, გუნდის თილისმად ქცეული თემურ ქეცბაია მოთამაშე-მწვრთნელი გახლდათ. საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და თავკაცმა ფამაგუსტურ კლუბში სამჯერ ჩემპიონობა, ორჯერ თასი და ერთხელ სუპერთასიც მოიგო. 51 წლის სპეცლიატი წინა ზაფხულს კვიპროსულ კლუბს დაუბრუნდა და გუნდი ნანატრი ტიტულებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს, თანაც 4 ქართველი...
შეცდომების ვერ-გასწორება…
არ იყო ცუდი იდეა: ფედერაციის ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით და მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ერთის მხრივ, ქართული ფეხბურთით დაინტერესებული მედია მეორე მხრივ. ორი საათის განმავლობაში სათქმელი შეძლებისდაგვარად ალალად ითქვა. სადღაც საერთო აზრი მოინახა, სადღაც კი ყველა საკუთარ აზრზე დარჩა. თუ ორ სიტყვაში ვეცდებით ჩატევას, უპრიანია, შეხვედრას “შეცდომების გასწორება” დავარქვათ: რა ვერ ბრძანა მთავარმა მწვრთნელმა ისე როგორც...
ერთიც ვნახოთ – სავაისო ქუთაისი
საქართველო-ბელარუსის ხსენებაზე, უცებ „სარბიელის“ დღევანდელი რესპონდენტი გამახსენდა. თორნიკე ოქრიაშვილმა ხუთი წლის წინ რომ ატორღიალა მცველები, სამნი ერთი მოძრაობით რომ დააწვინა და საქართველოს გოლი-შედევრით მოაგებინა. იმ შესარჩევში შინ 1:0 მოვუგეთ, სტუმრად 0:2 წავაგეთ. მაშინ თემურ ქეცბაია წვრთნიდა ნაკრებს. ახლა არც თბილისშია თამაში და არც მინსკში. ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი დღეს უმასპინძლებს ამხანაგურს. ქუთაისში საქართველოს ადრეც...









