ქეცბაიას ბიჭები ხასიათზე მოდიან

Home კატეგორიის გარეშე ქეცბაიას ბიჭები ხასიათზე მოდიან
ქეცბაიას ბიჭები ხასიათზე მოდიან

Τα στατιστικά του Τορνίκε Οκριασβίλι – Balla.com.cyმშვენიერ ხასიათზე მოდის ბელარუსთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ ეროვნულ გუნდში „ანართოზისის“ შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა გოლი. საქართველოს ნაკრების შემტევს, უგოლოდ მხოლოდ საწყისი ორი ტური გაუცდა.

გაუცდა ევროპალიგის მატჩიც, შვეიცარიულ „ბაზელთან.“ შვეიცარიელებთან თავი წითელი ბარათით „დაგვამახსოვრა,“ თუმც ეგეც, თავდადებულად რომ იბრძოდა, იმიტომ.

ოქრიაშვილმა ამჯერად ნიქოზიის „ოლიმპიაკოსს“ გაუტანა – პენალტით. „ოქრი“ კვიპროსის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში პირველ-მეორე ადგილს ჩრდილოეთ მაკედონიელ ივან ტრიკოვსკისთან ერთად იყოფს.

თემურ ქეცბაიას გუნდმა კი 2:0 იმარჯვა და გაიტანა გიორგი ქვილითაიამაც. სხვათა შორის მან „ბაზელსაც“ გაუტანა და ოქრიაშვილის გატანილი პენალტიც თავად აიკიდა. მოკლედ, ნაკრების შემტევები კარგ ხასიათზე არიან.

არც გიორგი ლორია უნდა იყოს უკმაყოფილო – კარი მშრალად შეინახა, თუმცა დიდი სამუშაოც არ ჰქონია.

ითამაშა ბუბა დაუშვილმაც, მაგრამ ვლადიმირ ვაისი მას ძირითადი შემადგენლობისთვის ნაკლებად განიხილავს.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.