ჭდე: ანართოზისი

Home ანართოზისი
ლორიას და ებრალიძეს ჩისკო გაწვრთნის
ჩანაწერი

ლორიას და ებრალიძეს ჩისკო გაწვრთნის

ფამაგუსტას “ანორთოზისი”, სადაც გიორგი ლორია და ავთო ებრალიძე თამაშობენ, ქართველების ძველმა ნაცნობმა, ესპანელმა ჩისკო მუნიოსმა ჩაიბარა. კვიპროსულ კლუბსა და ესპანელ სპეციალისტს შორის კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა. “ანორთოზისამდე” ჩისკო ესპანურ “უესკას” წვრთნიდა, მანამდე კი ინგლისურ “უოტფორდს” ხელმძღვანელობდა. ქართველ ქომაგს ჩისკო ყველაზე კარგად თბილისის “დინამოდან” ახსოვს, სადაც 2011-15 წლებში გიორგი ლორიასთან ერთად თამაშობდა (129 მატჩი ჩაატარა და...

ქეცბაია კვიპროსზე დაამტკიცეს
ჩანაწერი

ქეცბაია კვიპროსზე დაამტკიცეს

თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრები ჩაიბარა. ჩვენებური კონტრაქტით მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლომდე იმუშავებს, თუმც წარმატების შემთხვევაში საქმეს გააგრძელებს. საინტერესოა, რომ აქვე გეტყვით, რომ თემურს კვიპროსელების გაწვრთნა-მომზადებაში სოსო ჭედია და ფიზიოთერეპევტი როლანდ ხვადაგიანი დაეხმარებიან. ქეცბაიას დებიუტი 24 სექტემბერს ექნება, როცა კვიპროსელები ერთა ლიგის ეგიდით ბერძნებს უმასპინძლებენ და თუ დაამარცხებენ საჩვენო საქმეს გააკეთებენ. საბერძნეთი ხომ...

გაგრამ სიონი შეავიწროვა
ჩანაწერი

გაგრამ სიონი შეავიწროვა

მეორე წრე ლიგა 2-შიც მიილია. ამჯერად, ჩემპიონობის ორ მთავარ კანდიდატზე ვისაუბრებთ. ლიდერი „გაგრაა“, რომელსაც მალე ევროთასებზე, კერძოდ, კონფერენციის ლიგაში გამოსვლა მოუწევს, როგორც ქვეყნის თასის მფლობელს. მეტოქე ჩერნოგორიული „სუტიესკა“ არის. გაგრელებს ადრეც უთამაშიათ ევროპაში. 2011-12 წლების სეზონში ისინი ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულ „ანორთოსისს“ შეხვდნენ და ორი მატჩის ჯამში (2:0, 0:3) დამარცხდნენ. გაგა კირკიტაძის შეგირდებმა,...

ქეცბაიასთან კორონაა
ჩანაწერი

ქეცბაიასთან კორონაა

საქართველოს ნაკრებს 12 ნოემბერს უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს გასამართი ჩრდილოეთ მაკედონიასთან. გუნდები ევროპის ჩემპიონატის ფინალური სტადიის საგზურს გაითამაშებენ. ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს ჯერ შემადგენლობა არ დაუსახელებია, მაგრამ, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას. საქმე ის არის, რომ კვიპროსულ „ანორთოსისში“, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის და საქართველოს ნაკრების 4 ფეხბურთელი თამაშობს, კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებიათ ვინ...

ქეცბაიას ბიჭები ხასიათზე მოდიან
ჩანაწერი

ქეცბაიას ბიჭები ხასიათზე მოდიან

მშვენიერ ხასიათზე მოდის ბელარუსთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ ეროვნულ გუნდში „ანართოზისის“ შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა გოლი. საქართველოს ნაკრების შემტევს, უგოლოდ მხოლოდ საწყისი ორი ტური გაუცდა. გაუცდა ევროპალიგის მატჩიც, შვეიცარიულ „ბაზელთან.“ შვეიცარიელებთან თავი წითელი ბარათით „დაგვამახსოვრა,“ თუმც ეგეც, თავდადებულად რომ იბრძოდა, იმიტომ. ოქრიაშვილმა ამჯერად ნიქოზიის „ოლიმპიაკოსს“ გაუტანა – პენალტით. „ოქრი“ კვიპროსის...

ანანიძე ბარსას კადრია
ჩანაწერი

ანანიძე ბარსას კადრია

მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილმა ფეხბურთელმა არას ოზბილისმა ჯანო ანანიძის შესახებ ძალიან ხმამაღალი განცხადება გააკეთა. მისი აზრით, ჩვენებური თავისუფლად ითამაშებდა „ბარსელონაში“. „ისეთ ხარისხიან ფეხბურთელს, როგორიც ანანიძეა, საკუთარი თავის ბოლომდე რეალიზებისთვის სჭირდება გარკვეული პირობები და ფაქტორები. ჯანო რომ „ბარსელონაში“ ჩაგეგდო, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა. ამასთან, „ბარსა“ სათამაშო სტილითა და ფილოსოფიით ზუსტად ერგება ჯანოს მსგავს ნახევარმცველებს. მისი ტექნიკის...

უჯანოოდ
ჩანაწერი

უჯანოოდ

ჯანო ანანიძე კვიპროსზე, ანორთოზისში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მოსკოვის სპარტაკიდან გადაბარგდა. თემურ ქეცბაიას გუნდის რიგებში მან სულ შვიდჯერ ითამაშა და… დაშავდა… თან რა დროს… ჯანომ ვარჯიშზე მუხლის ჯვარედინი იოგები დაიზიანა და თვენახევარი მოუწევს დასვენება, რაც ნიშნავს, რომ ის საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის ნახევარფინალში, 26 მარტს ბელარუსთან ვერ ითამაშებს სიტყვამ მოიტანა და, საქართველო – ბელარუსის მატჩი შესაძლოა...

ჯანო კუნძულზე
ჩანაწერი

ჯანო კუნძულზე

11 წლის შემდეგ მოსკოვის „სპარტაკიდან“ აბარგებულმა ჯანო ანანიძემ კვიპროსს მიაშურა და კარიერას „ანართოზისში“ გააგრძელებს.  საქართველოს ნაკრების 27 წლის ნახევარმცველმა თემურ ქეცბაიას გუნდთან კონტრაქტი უკვე გააფორმა, თუმც პირობები ჯერ არ გახმაურებულა. ჯანო „ანართოზისში“ თავს უცხოდ არ იგრძნობს, რადგანაც მწვრთნელის გარდა მას კუნძულზე ეროვნულ გუნდში პარტნიორები – გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა დახვდებიან. შეგახსენებთ, ჯანო...