გაგრამ სიონი შეავიწროვა

Home დავთარი გაგრამ სიონი შეავიწროვა
გაგრამ სიონი შეავიწროვა

მეორე წრე ლიგა 2-შიც მიილია. ამჯერად, ჩემპიონობის ორ მთავარ კანდიდატზე ვისაუბრებთ.

ლიდერი „გაგრაა“, რომელსაც მალე ევროთასებზე, კერძოდ, კონფერენციის ლიგაში გამოსვლა მოუწევს, როგორც ქვეყნის თასის მფლობელს. მეტოქე ჩერნოგორიული „სუტიესკა“ არის.

See the source image
ვარლამ კილასონია

გაგრელებს ადრეც უთამაშიათ ევროპაში. 2011-12 წლების სეზონში ისინი ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულ „ანორთოსისს“ შეხვდნენ და ორი მატჩის ჯამში (2:0, 0:3) დამარცხდნენ.

გაგა კირკიტაძის შეგირდებმა, ბოლოსკენ ზედიზედ ხუთი მატჩი მოიგეს, მათ შორის, უშუალო კონკურენტ – „სიონთან“ სტუმრად 1:0.

See the source image
გაგა კირკიტაძე

ახლახან მათ ორი ნახევარმცველი დაიმატეს იჯარის წესით: 23 წლის  გაგა გაზდელიანი „სამგურალიდან“ და 17 წლის გიორგი გვიშიანი, „დინამო 2“-დან. ორივემ „გარეჯთან“ მე-18 ტურის მატჩში ითამაშა (3:0), ჭაბუკმა გვიშიანმა გოლითაც აღნიშნა დებიუტი.

მათმა კონკურენტმა, „სიონმა“ კი, რომელმაც სეზონი ზედიზედ შვიდი მოგებით დაიწყო, პოზიციები დათმო, რასაც მთავრი მწვრთნელის ვარლამ კილასონიას გუნდიდან წასვლა მოჰყვა. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი წერს, რომ  „წასვლის გადაწყვეტილება მწვრთნელმა თავად მიიღო. სპეციალისტთან შრომითი ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.“ არადა, კილასონია პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

See the source image
გიორგი კილასონია

გუნდი დატოვეს კაპიტანმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, სანდრო კობახიძემ და ასაკობრივი ნაკრებების ყოფილმა წევრმა, ავთო ენდელაძემ. ის კარიერას „სამტრედიაში” გააგრძელებს. „კობახას“ მომავალი კლუბი კი ჯერჯერობით უცნობია.

მე-18 ტურში, თბილისის „მერანთან“ უხვგოლიან მატჩში (3:5), ბოლნისელებს არმაზ ჯელაძე ხელმძღვანელობდა. თამაშს ტრიბუნიდან უცქერდა გიორგი დარასელია, რომელიც გუშინ ოფიციალურად დაინიშნა „სიონის“ მთავარ მწვრთნელად.

დარასელიამ აღნიშნა რომ მთავარი მიზნისთვის – ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება. თამაშის საშუალება კი ყველას მიეცემაო. ამასთან, ახალი ტრანსფერებიც დააანონსა.

ჰყავთ ახალწვეულებიც – გიორგი კახელიშვილი, ნიკა ღამბარაშვილი, გიორგი ჩელებაძე და ბექა გაბისკირია. ასევე საბურთალოელი თომა ტაბატაძე, რომელმაც  „მერანთან“ სადებიუტო მატჩში გოლიც გაიტანა. ტაბატაძე ბოლნისურ კლუბში იჯარის წესით ითამაშებს.

მორიგი, მე-19 ტურის შეხვედრები კი 27-30 ივნისს გაიმართება.

[table id=36 /]

მეგოლეები: შეიკნე სილა (მარტვილი) – 11, თამაზ მაქაცარია (გაგრა), დათა სიჭინავა (სიონი) – 10, ბექა გვარაძე (შევარდენი) – 8

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.