„დინამო“ და „ბათუმი“ ისევ ფეხშეწყობილად ლიდერობენ და მათი თანაბრობა უშუალო მატჩმაც დაადასტურა. ფრე – 2:2.
მასპინძელი ბათუმელები 24-ე წუთისთვის უკვე 2:0 იგებდნენ. ანგარიში პაატა ღუდუშაურმა გახსნა. ეს მიმდინარე ჩემპიონატში გატანილი მე-100 გოლი გახლდათ. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ჯოვინო ფლამარიონმა კი მეორე შეაგდო – ძალიან ლამაზი გამოუვიდა.
შეხვედრის საკვანძო მომენტი პირველი ტაიმის ბოლოს ბათუმელი სანდრო ალთუნაშვილის გაძევება გამოდგა. მეორე ნახევარში სტუმარმა თბილისელებმა ორჯერ დაამწუხრეს მასპინძლები (ულად-ომარ იმრანი, დავით სხირტლაძე) და თამაშიც ფრედ დასრულდა. ბურთების უკეთესი სხვაობით კი ლიდერად ისევ „ბათუმი“ დარჩა.
„ტორპედომ“ ბათუმის ანგისაზე „შუქურას“ 2:0 სძლია და ლიდერებს 5 ქულამდე მიუახლოვდა. საინტერესო იქნება მომავალი ტურის შემდეგ სატუნირო ცხრილის ნახვა, როცა „ტორპედო“ სამტრედიაში „ბათუმს“ უმასპინძლებს.
წარუმატებელი გამოდგა სომეხი სპეციალისტის, ვარდან მინასიანის დებიუტი „თელავში.“ მისი ხელმძღვანელობით კახელებმა მიჯრით სამივე მატჩი წააგეს (მათგან ორი დიდი ანგარიშით – 1:4, 0:3), ამჯერად „საბურთალოსთან“ და გასავარდნ ზონასთან ძალიან ახლოს არიან.
რახან აუტსაიდერები ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, რომ „გაგრამ“ მნიშვნელოვანი შეხვედრა მოუგო სტუმრად უშუალო კონკურენტ „სამტრედიას“ – 2:1.
„დილა“ კი მოულოდნელად 0:3 დამარცხდა „სამგურალთან.“
შუქურა 0:2 ტორპედო
0:1 ნადარაია (40), 0:2 ბუღრიძე (90+1)
ბათუმი 2:2 დინამო
1:0 ღუდუშაური (16), 2:0 ფლამარიონი (24), 2:1 იმრანი (41), 2:2 სხირტლაძე (75)
გაძევება: ალთუნაშვილი (45+1)
სამტრედია 1:2 გაგრა
0:1 კაკაშვილი (31), 1:1 კილასონია (60 პენ), 1:2 ნოზაძე (90+5)
საბურთალო 3:0 თელავი
1:0 ჯგერენაია (4), 2:0 სილაგაძე (14), ოთარ მამაგეიშვილი (64)
დილა 0:3 სამგურალი
0:1 ჯერალდო (18 პენ). 0:2 ნიქაბაძე (49), 0:3 ჩიხრაძე (76)
| გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
|---|---|---|---|---|---|---|
| ბათუმი | 36 | 21 | 11 | 4 | 83:41 | 73 |
| დინამო | 36 | 21 | 8 | 7 | 93:49 | 68 |
| ტორპედო | 36 | 16 | 12 | 8 | 55:37 | 59 |
| დილა | 36 | 17 | 9 | 10 | 56:39 | 57 |
| სამგურალი | 36 | 16 | 9 | 11 | 53:51 | 54 |
| საბურთალო | 36 | 14 | 9 | 13 | 58:49 | 51 |
| გაგრა | 36 | 10 | 8 | 18 | 47:65 | 35 |
| თელავი | 36 | 10 | 7 | 19 | 34:62 | 37 |
| სამტრედია | 36 | 9 | 6 | 21 | 50:62 | 33 |
| შუქურა | 36 | 4 | 5 | 27 | 38:112 | 11 |
მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 6, უსმანე კამარა, ულად ომარ იმრანი (ორივე – დინამო) – 4
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
