ეროვნულ ლიგაში მესამე წრე დასრულდა. მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ ყველა მატჩი ერთ დღეს ჩატარდა. 27-ე ტურში ლიდერებს შორის სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა. „დილამ“ კაცნაკლულ „დინამოსთან“ 0:2 წააგო. ეს გორელების პირველი მარცხი გახლდათ ზედიზედ ხუთი მოგების შემდეგ. გორელების უახლოესმა მდევარმა „იბერიამ“ კი 3:1 მოუგო „გაგრას.“ ახლა გორელებს 59 ქულა მოუგროვდათ და გათამაშების ცხრილს კვლავ ერთპიროვნულად...
ჭდე: პაატა ღუდუშაური
არაფერი ახალი
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე-13 ტურში ლიდერთა ოთხეულმა ამჯერადაც ვერ გაიმარჯვა: „იბერიამ“ თბილისურ დერბიში „დინამოსთან“ წააგო, „დილამ“ და ტორპედომ“ ერთმანეთთან 1:1 ითამაშეს, „ბათუმი“ კი „თელავს“ დაუზავდა. სატურნირო განლაგებაც არ შეცვლილა. „ტორპედომ“ ზედიზედ მეხუთე ფრე ითამაშა. „თელავი“ 64-ე წუთამდე უგებდა „ბათუმს“ მაკსიმ მაიროვიჩის ადრეული გოლით, შემდეგ პაატა ღუდუშაურმა გაათანაბრა. თელაველთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ჰქონდა სომეხ სპეციალისტს,...
დარჩა 6
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ დასრულებამდე სამი ტური დარჩა. დაძაბულობა კი მატულობს. გამონაკლისი არც 33-ე ტური ყოფილა. „ბათუმმა“ უკვე დამატებულ წუთებზე წააგო სამტრედიაში „სამგურალთან“ (წყალტუბოელ ნიკა კალანდარიშვილს ლამაზი გამარჯვების გოლი გამოუვიდა). ბათუმელთაგან დუბლი მიითვალა პაატა ღუდუშაურმა და ბომბარდირთა მარაქაშიც გაერია. „დინამომ“ კი შინ „შუქურას“ 4:2 სძლია. თუმცა ანდრეს კარასკოს შეგირდებისთვის აუტსაიდერის ძლევა ადვილი არ ყიფილა. მეორე ნახევარში...
იგივე და იგივენი
„თელავი,“ რომელსაც სტუმრად მიჯრით სამჯერ გაემარჯვა, „დინამოს“ მასპინძლობდა და სულ ცოტა დააკლდა მორიგ სამ ქულამდე. 92-ე წუთი მიმდინარეობდა და ანგარიში 2:2 გახლდათ, როცა მსაჯმა, გიორგი ყრუაშვილმა სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, მაგრამ ჯეფერსონ ჯერალდოს დარტყმული დავით კერესელიძემ მოიგერია… ახლა კახელებს 21 ქულა მოუგროვდათ და უკვე სამი პუნქტით დაშორდნენ ფლეი-აუტის ზონას. „დინამო“ კი ისევ მესამეა. „დილამ“ დროებითი...
ღუდუშაურის 100 და თანაბარი ლიდერები
„დინამო“ და „ბათუმი“ ისევ ფეხშეწყობილად ლიდერობენ და მათი თანაბრობა უშუალო მატჩმაც დაადასტურა. ფრე – 2:2. მასპინძელი ბათუმელები 24-ე წუთისთვის უკვე 2:0 იგებდნენ. ანგარიში პაატა ღუდუშაურმა გახსნა. ეს მიმდინარე ჩემპიონატში გატანილი მე-100 გოლი გახლდათ. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ჯოვინო ფლამარიონმა კი მეორე შეაგდო – ძალიან ლამაზი გამოუვიდა. შეხვედრის საკვანძო მომენტი პირველი ტაიმის ბოლოს ბათუმელი სანდრო ალთუნაშვილის გაძევება...




