
„თელავი,“ რომელსაც სტუმრად მიჯრით სამჯერ გაემარჯვა, „დინამოს“ მასპინძლობდა და სულ ცოტა დააკლდა მორიგ სამ ქულამდე. 92-ე წუთი მიმდინარეობდა და ანგარიში 2:2 გახლდათ, როცა მსაჯმა, გიორგი ყრუაშვილმა სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, მაგრამ ჯეფერსონ ჯერალდოს დარტყმული დავით კერესელიძემ მოიგერია…
ახლა კახელებს 21 ქულა მოუგროვდათ და უკვე სამი პუნქტით დაშორდნენ ფლეი-აუტის ზონას. „დინამო“ კი ისევ მესამეა.
„დილამ“ დროებითი მწვრთნელის, ირაკლი მოდებაძის ხელმძღვანელობით, „შუქურა“ 5:1 გაანადგურა. დუბლი მიითვალა გორელთა შემტევმა, მიკოლა კოვტალიუკმა. ეს უკრაინელის მეორე ორგოლაა მიმდინარე სეზონში.
გორელებს კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი ჰქონდათ – ტრავმით გამოწვეული 2 თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, კაპიტანი ნიკა გაგნიძე დაუბრუნდათ.
შეგახსენებთ, ნიკამ დაზიანება საქართველოში გამართულ 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მიიღო და მას შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადიოდა. „დილა“ მეოთხე ადგილზეა, „შუქურა“ კი – ბოლოზე.

ასევე წარმატებული გამოდგა უკრაინელი სპეციალისტის, ანდრი დემჩენკოს ბათუმური დებიუტი, თუმცა, რეაბილიტირებულ, კოხტა „დავით პეტრიაშვილზე“ ზღვისპირელებს იოლი მატჩი არ ჰქონიათ. „გაგრა“ კერკეტი გამოდგა და სტუმრებმა გოლები მხოლოდ დამატებულ წუთებზე გაიტანეს. 91-ზე ცოტნე ფაცაიას მარჯვნიდან ჩაწოდებული ერეკლე სულთანიშვილმა ჩაჭრა საკუთარ კარში, ოთხ წუთშე კი პაატა ღუდუშაურმა გააორა.
„ბათუმი“ კვლავ ლიდერია და 7 ქულით უსწრებს უშუალო მდევარ „საბურთალოს,“ თანაც თამაშით ნაკლები აქვს. „გაგრა“ კი ფლეი-აუტის ზონაშია.
დემჩენკოს გორში 20 სექტემბერს უწევს ჩასვლა თავის ახალ გუნდთან ერთად, 21-ე ტურის გადადებული მატჩის სათამაშოდ. საინტერესოა, როგორ შეხვდებიან მას „დილას“ ქომაგები, რომლებიც მისი წასვლით სოციალურ ქსელებში უკმაყოფილებას არ მალავენ.
კიდევ ორი მატჩი – „სამტრედია“ – „საბურთალო“ და „სამგურალი“ – ტორპედო,“ უგოლოდ დასრულდა.
თელავი 2:2 დინამო
1:0 დეზირე (19), 1:1 ხარაიშვილი (29 პენ), 2:1 რუხაძე (58), 2:2 სანგარე (81)
92-ე წუთზე ჯერალდომ ვერ გაიტანა პენალტი
დილა 5:1 შუქურა
1:0 გაფრინდაშვილი (4), 2:0 ვიქტორი (9), 3:0 ლაშა კვარაცხელია (35 საკ. კარში), 4:0 კოვტალიუკი (63), 4:1 გოგოლაშვილი (80), 5:1 კოვტალიუკი (86)
სამტრედია 0:0 საბურთალო
მე-7 წუთზე ახვლედიანმა ვერ გაიტანა პენალტი – სამტრედია
სამგურალი 0:0 ტორპედო
გაგრა 0:2 ბათუმი
0:1 სულთანიშვილი (90+1 საკ. კარში), 0:2 ღუდუშაური (90+5)
[table id=42 /]
შუქურას დაკლებული აქვს 6 ქულა
მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 14, ულად-ომარ იმრანი (დინამო) – 13, შეიკნე სილა (საბურთალო) – 11, ტიერი გეილი (დილა), ზორან მარუშიჩი (დინამო) – 10
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
სიახლეები27/07/2026 | 14:06არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…
სიახლეები08/07/2026 | 17:45ხორვატიამ თავი დაკარგა
აქეთურ-იქითური30/06/2026 | 21:21კარლო მაგარია
