ჭდე: ანდრი დემჩენკო

Home ანდრი დემჩენკო
საოცარი გაგრა
ჩანაწერი

საოცარი გაგრა

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე-17 ტურში  გორის „დილამ“ ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა და ახლა უშუალო მდევარ „ტორპედოს“ 6 ქულით უსწრებს. გორელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ „ბათუმთან“ (2:0), თანაც სტუმრად. დუბლი მიითვალა „დილას“ ნიდერლანდელმა ტაირელ ვაუტერმა. ეს ტაირელის მეორე ორგოლაა მიმდინარე სეზონში. ამგვარად, „დილა“ არ დამარხებულა ზედიზედ 14 მატჩში. ბათუმელებს კი ერთგვარი კრიზისი აქვთ. ანდრი...

ეროვნულში ლიდერი შეიცვალა
ჩანაწერი

ეროვნულში ლიდერი შეიცვალა

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის„ მე-14 ტურში ლიდერი შეიცვალა, თანაც როგორ: გორის „დილამ“ თბილისში „იბერია“ 4:1 დაამარცხა და რიხით დადგა პირველ ადგილზე. ვინც გორელების თამაშებს  უცქერს დაგვეთანხმება, რომ პორტუგალიელი რუი მოტას შეგირდები მატჩიდან მატჩამდე უმატებენ. საქართველოს კვალობაზე საკმაოდ კარგი ლეგიონერები ჰყავთ (თუმცა ეს ყოველთვის ასე იყო), მაგალითად ნიდერლანდელი ტაირელ ვოუტერი, რომელმაც „იბერიასთან“ დუბლი მიითვალა, ჯამში კი სეზონში...

კარგად ვარ, არ ინერვიულოთ…
ჩანაწერი

კარგად ვარ, არ ინერვიულოთ…

„თელავმა“ „კავკასიონ არენაზე“ სენსაცია შემოგვთავაზა, ლიდერი „ბათუმი“ დაამარცხა (2:1), 24  ქულა მოაგროვა და 5  პუნქტით დაშორდა ფლეი აუტის ზონას. „ბათუმმა“ სულაც პირველად წააგო გასვლითი შეხვედრა მომდინარე სეზონში. ასევე ახალ გუნდთან ერთად პირველად დამარცხდა ზღვისპირელთა მწვრთნელი, ანდრი დემჩენკო. თამაში კარგი საცქერი გამოდგა. ეგ არის, უკვე დამატებულ წუთებზე ბათუმელთა შემტევ ჯოვინო ფლამარიონს მეტოქის საჯარიმოში კარიდან გამოსული თელაველთა...

ნეტავ, ვინ არის?..
ჩანაწერი

ნეტავ, ვინ არის?..

არ მოუხდა „დილას“ ანდრი დემჩენკოს ბათუმში წასვლა. გორელებმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგეს და ორივეში 3-3 გოლი გაუშვეს. ამჯერად „სამტრედიასთან“ – 1:3 დამარცხდნენ. სამტრედიელები გასავარდნ ზონაში არიან თუმცა უკვე მიჯრით მესამე მატჩია აღარ აგებენ. ამასთან, იმერულმა გუნდმა 28 მაისის მერე პირველად გაიმარჯვა. „საბურთალომ“ „გაგრა“ 5:0 გაანადგურა. ჰეთ-თრიქი შეასრულა ყოფილმა სამტრედიელმა,  საბუთალოელთა 25 წლის კამერუნელმა, სირილ ჩამბამ....

იგივე და იგივენი
ჩანაწერი

იგივე და იგივენი

„თელავი,“ რომელსაც სტუმრად მიჯრით სამჯერ გაემარჯვა, „დინამოს“ მასპინძლობდა და სულ ცოტა დააკლდა მორიგ სამ ქულამდე. 92-ე წუთი მიმდინარეობდა და ანგარიში 2:2 გახლდათ, როცა მსაჯმა, გიორგი ყრუაშვილმა სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, მაგრამ ჯეფერსონ ჯერალდოს დარტყმული დავით კერესელიძემ მოიგერია… ახლა კახელებს 21 ქულა მოუგროვდათ და უკვე სამი პუნქტით დაშორდნენ ფლეი-აუტის ზონას. „დინამო“ კი ისევ მესამეა. „დილამ“ დროებითი...

გორის მწვრთნელი ბათუმში
ჩანაწერი

გორის მწვრთნელი ბათუმში

გია გეგუჩაძის წასვლის შემდეგ ჩანს, „ბათუმმა“ ახალი მწვრთნელი გორში იპოვა – ბათუმელთა პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ დაადასტურა, რომ თითქმის გადაწყვეტილია მწვრთნელად უკრაინელი ანდრი დემჩენკოს დანიშვნა, ვინც დღემდე „დილას“ თავკაცი გახლავთ… ეს ამბავი გორელებისთვისაც დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა, ისინი გაკვირვებულნი არიან ცალკე ბათუმელთა პრეზიდენტის განცხადებით, ცალკე დემჩენკოს ქცევით. რა და როგორ არის, კლუბებსა და მწვრთნელს შორის დეტალურად რა...

ბათუმი გეგუჩაძის გარეშე
ჩანაწერი

ბათუმი გეგუჩაძის გარეშე

22-ე ტურის მთავარი ამბავი ის იყო, რომ გია გეგუჩაძემ „ბათუმი“ დატოვა. ის ადრეც აპირებდა წასლას, „შავი ზღვის მეკობრეების“ ულტიმატუის შემდეგ, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ გააჩერა, სეზონს ჩავამთავრებთ და მერე ვნახოთო. მაგრამ გეგუჩაძე მაინც წავიდა, თავისი ნებით. ალბათ ბოლო წვეთი ერთ-ერთ აუტსაიდერ „სამტრედიასთან“ ნათამაშები ფრე იყო. ბათუმელები იმერლებთან აგებდნენ და ლიგის საუკთესო მეგოლემ, ჯოვინო ფლამარიონმა...

ორთავჯანი წყალტუბოში
ჩანაწერი

ორთავჯანი წყალტუბოში

ეროვნული ლიგის მე-15 ტურში „სამგურალის“ 8-მატჩიანი გამარჯვებების სერია დამთავრდა, თუმცა მოწინააღმდეგეც ყოჩაღი ჰყავდა – „ბათუმი.“ თამაში თანაბარი გამოდგა და სამართლიანად დამთავრდა – 1:1. ახლა მათ 32-32 ქულა მოაგროვეს და ზღვისპირელები ისევ დამატებითი მაჩვენებლების წყალობით (ბურთების ბალანსი, ურთიერთშეხვედრები) ლიდერობენ. აი, „დინამო“ კი მეოთხე ადგილამდე დაეშვა. ბოლო ოთხ ტურში მათ მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვეს. ამჯერად ერთ-ერთ აუტსაიდერ „შუქურასთან“...

ბათუმი გაიქცა
ჩანაწერი

ბათუმი გაიქცა

გამოუცნობი დინამო ელიგის მე-20 ტური წუხანდელი ორი მატჩით დამთავრდა, თუმც ცენტრალური შეხვედრა ორი დღის წინ შედგა. რიხიანად ზედიზედ მოგებული ორი მატჩის შემდეგ, დინამოელთა ახალ მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჭიაბრიშვილს, ბათუმში პირველი სერიოზული გამოცდა ელოდა. უნდა გვენახა, რას დაუპირისპირებდა მოყოჩაღებული მდევარი ლიდერს. მაგრამ „ბათუმმა“ ყველა კომპონენტში აჯობა სტუმარ თბილისელებს, 4:1 დაამარცხა და 9 ქულით გაექცა. ახლა გია...

ბათუმმა წრე აღდგომას მოიგო
ჩანაწერი

ბათუმმა წრე აღდგომას მოიგო

სააღდგომოდ ეროვნულ ლიგაში პირველი წრე დასრულდა და ერთი ტენდენცია გამოიკვეთა. „ბათუმი“ მეტოქეებს ერთი თავით სჯობს და თვითონვე თუ რაღაც არ „მოიფიქრა,“ მათი გამჩერებელი არავინაა. ჯოვინო და ხვიჩა ლიდერმა „ბათუმმა“ მორიგი, ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. უკვე აშკარად იკვეთება ყველა მეტოქესთან კლასში სხვაობა. „ბათუმი“ ქართულ რეალობაში ნელ-ნელა უძლეველ გუნდად ყალიბდება. „ტორპედოსთან“ ისევ მიითვალა დუბლი ჯოვინო ფლამარიონმა. ერთიც...