ჭდე: მიკოლა კოვტალიუკი

Home მიკოლა კოვტალიუკი
იგივე და იგივენი
ჩანაწერი

იგივე და იგივენი

„თელავი,“ რომელსაც სტუმრად მიჯრით სამჯერ გაემარჯვა, „დინამოს“ მასპინძლობდა და სულ ცოტა დააკლდა მორიგ სამ ქულამდე. 92-ე წუთი მიმდინარეობდა და ანგარიში 2:2 გახლდათ, როცა მსაჯმა, გიორგი ყრუაშვილმა სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, მაგრამ ჯეფერსონ ჯერალდოს დარტყმული დავით კერესელიძემ მოიგერია… ახლა კახელებს 21 ქულა მოუგროვდათ და უკვე სამი პუნქტით დაშორდნენ ფლეი-აუტის ზონას. „დინამო“ კი ისევ მესამეა. „დილამ“ დროებითი...

დილა!
ჩანაწერი

დილა!

ქართულ ფეხბურთს სინდისი ამ ჯერზეც გორის „დილამ“ მოწმინდა… გორის სავსე სტადიონზე, კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩში, „დილამ“ პოლტავის „ვორსკლას“ 3:1 მოუგო (პირველი შეხვედრა – 1:2) და ქართული გუნდებიდან შემდგომ ეტაპზე ერთადერთი გავიდა. მატჩის გმირი ბარბადოსელი ტიერი გეილი გახდა, რომელმაც გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. პირველი ტაიმი დილას დიდი ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. თავად განსაჯეთ...

33
ჩანაწერი

33

საქართველოს ჩემპიონატის 33-ე სეზონი დაიწყო. მოგეხსენებათ, ბოლო წლებში ტურნირს კრისტალბეტ ეროვნული ლიგა ჰქვია. 11 თებერვალს სფფ-ის აღმასკომმა ჩემპიონატის ფორმატი დაამტკიცა. ეროვნულ ლიგასა და ლიგა 2-ში გასული სეზონების მსგავსად, შეჯიბრება ოთხ წრედ გაიმართება (შარშანდელისგან განსხვავებით, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ორ წრედ ჩატარდა). თითოეული გუნდი 36 მატჩს ჩაატარებს. გუნდებს სამის ნაცვლად ხუთი შეცვლის განხორციელება შეეძლებათ. უცვლელი დარჩა...

ერთი გადაიდო, მეორე – გადმოიდო…
ჩანაწერი

ერთი გადაიდო, მეორე – გადმოიდო…

რახან „ლოკომოტივი“ – „დინამო“ გადაიდო, ტურის მთავარი მატჩი „საბურთალო“ – „ბათუმი“ გამოდგა. ე-ლიგის ვებ-გვერდზე წერია: „18 ოქტომბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურში მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე, თბილისის „ლოკომოტივი“ და თბილისის „დინამო“ დაპირისპირება უნდა გამართულიყო. კოვიდ ინფიცირებულთან მატჩის მონაწილე ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენლების კონტაქტის გამო, შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციების გათვალისწინებით და ვირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშული...

წრე დინამომ დაამრგვალა
ჩანაწერი

წრე დინამომ დაამრგვალა

ზაფხულის ჩემპიონი თბილისის „დინამო“ გახდა. ლიდერმა „დილამ“ პირველად წააგო და მესამე ადგილზე დაქვეითდა. ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი „ბათუმია,“ რომელიც მეორე პოზიციაზე დამკვიდრდა. ერთადერთი მოუგებელი კი ბოლოადგილოსანი „მერანია.“ პირველი წრე დამთავრდა, მაგრამ დღეს, 12 აგვისტოს, მეორე დაიწყება, „თელავი“ – „დინამოს“ უმასპინძლებს „კავკასიონი არენაზე“ და როგორც თელავური კლუბის პრესსამსახური იუწყება, ყველა, 800-ვე ბილეთი გაყიდულია. ამ მატჩსა და ტურის...

ხალხი სტადიონზე
ჩანაწერი

ხალხი სტადიონზე

გამორჩეული, გამოდგა ელიგის მე-8 ტური. ოთხი თვის მერე, 31 ივლისიდან სტადიონზე მაყურებელი დაუშვეს, თუმცა ტრიბუნებზე წინასწარ უნდა განისაზღვროს სტუმართა განთავსების ადგილები, ყოველი დაკავებული ადგილის შემდეგ ორი თავისუფალი ადგილი უნდა დარჩეს, იმგვარად, რომ ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა არ აღემატებოდეს ადგილების საერთო რაოდენობის 33%-ს. ამას გარდა, აუცილებელია თერმოსკრინინგის ჩატარება და სტადიონის ტერიტორიის სადეზინფექციო საშუალებებით უზრუნველყოფა. თბილისში ეს პრობლემას...

მზიანი დილა
ჩანაწერი

მზიანი დილა

ერთხელ კახა ცხადაძემ, როცა „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობდა, მისი გუნდი კი ჩემპიონშიფში გამოდიოდა, მითხრა – ქვედა ლიგაში თამაში უფრო რთულია, რადგან კლასი დაბალი აქვთ, ფიზიკურად კი პრემიერლიგელებს არ ჩამორჩებიან, ამიტომ სულ ფეხებში გირტყამენო. კვირას „დინამო“ – „დილას“ რომ ვუცქერდი, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის სიტყვები გამახსენდა. ძალიან უხეშობდნენ ფეხბურთელები. მეორე ტაიმში მსაჯმა კვირიკაშვილმა ცხრაჯერ...

ერთპიროვნული დილა
ჩანაწერი

ერთპიროვნული დილა

გია ნემსაძე წარმატებული ფეხბურთელი იყო, საქართველოს ნაკრების კაპიტანი. ახლა კი, ცდილობს დაამტკიცოს, რომ მწვრთნელობაც კარგად შეუძლია. ყოველ შემთხვევაში, მისი „დილა“ ერთპიროვნული ლიდერია და კერკეტ „მერანთან“ ოთხი გოლის გატანაც ხუმრობა არ არის. საინტერესოა, რომ ნემსაძის ოპონენტი ამჯერად გიორგი დარასელია გახლდათ, რომელთანაც შიდაქართლური კლუბის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდია დაკავშირებული. შესანიშნავ ფორმაშია გორელთა უკრაინელი მიკოლა კოვტალიუკი. 5 ტურში...