ჩემპიონთა ლიგაში, „მილანისა” და „ნაპოლის” პირველი მეოთხედფინალური შეხვედრის (1:0) მსაჯობამ გულშემატკივართა შორის ვნებათაღელვა გამოიწვია. იტალიურ მედიაში მრავლად გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც რუმინელ მსაჯს იშტვან კოვაჩს „ნაპოლის” საწინააღმდეგო შეცდომებში დასდეს ბრალი, თუმცა მრავლად იყვნენ ისეთებიც, ვინც კოვაჩის გადაწყვეტილებები სამართლიანად მიიჩნია.
კოვაჩს სამშობლოში გამოესარჩლნენ. რუმინულმა „გაზეტა სპორტურილორმა” გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ ნეაპოლელები მსაჯობის თემით იმდენად არიან შეპყრობილები, რომ თვით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში იმას ელოდნენ, რასაც სერია A-ს შეხვედრებში მიეჩვივნენ.
„მინდოდა დამენახა, სადამდე შეიძლება მივიდეს მსაჯის თემით გადარევა და როგორ შეიძლება ეგონოს მავანს, რომ თამაშის ბედს მსაჯი წყვეტს,” — წერს სტატიის ავტორი.
რუმინელის აზრით: „როდესაც შეხვედრის მსვლელობისას მხოლოდ მსაჯობა გაინტერესებს და საბოლოოდ მარტო იმას ჩივი, რომ არბიტრმა ლეაო არ გააფრთხილა (ეს იყო იშტვანის ერთადერთი შეცდომა), ესე იგი ავტომატურად ადასტურებ, რომ მსაჯი მოწოდების სიმაღლეზე იყო. სპალეტის პრობლემა მსაჯობა კი არა, სხვა რამ იყო. კოვაჩისთვის ყვირილით და თავში ხელების წაშენით დაკავებულმა ხელიდან გაუშვა მომენტი, როდესაც ორ ყვითელ ბარათს შორის ანგისა უნდა შეეცვალა. მან ეს თამაშის დამთავრების შემდეგ თავად აღიარა.
როგორ უნდა დახარჯო ამდენი ენერგია უმნიშვნელო საკითხების გამო კამათში, ყვირილში და ჩივილში? მათ ჩაატარეს თამაში არა „მილანის” არამედ კოვაჩის წინააღმდეგ. ნამდვილი სიგიჟე იყო”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 08:48საფრანგეთში ზიდანის ერა იწყება
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 07:40იამალი პსჟ-ს და მბაპეს წინააღმდეგ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 09:15დუეს არ ათამაშებენ და ახალ კონტრაქტს სთავაზობენ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 08:28პსჟ-ს ყოფილი დირექტორი პსჟ-ს წინააღმდეგ
