ეროვნული ლიგის მე-12 ტურის შემდეგ ორი გუნდი უმწვრთნელოდ დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის „ტორპედომ“ ბოლო ტურში „სამტრედია“ მინიმალური ანგარიშით (1:0) დაამარცხა, კლუბი ხელმძღვანელობამ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კახა ჩხეტიანი პოსტიდან გაათავისუფლა. „ტორპედო“ მადლობას უხდის კახა ჩხეტიანს გამორჩეული ღვაწლისთვის. ის დარჩება „ტორპედოს“ ღირსეული ისტორიის ნაწილი, რაც თავის მხრივ კლუბის მომავალი წარმატების საფუძველია“, – წერია სიტყვა-სიტყვით ქუთაისის „ტორპედოს“ პრეს...
ჭდე: ვარდან მინასიანი
ღუდუშაურის 100 და თანაბარი ლიდერები
„დინამო“ და „ბათუმი“ ისევ ფეხშეწყობილად ლიდერობენ და მათი თანაბრობა უშუალო მატჩმაც დაადასტურა. ფრე – 2:2. მასპინძელი ბათუმელები 24-ე წუთისთვის უკვე 2:0 იგებდნენ. ანგარიში პაატა ღუდუშაურმა გახსნა. ეს მიმდინარე ჩემპიონატში გატანილი მე-100 გოლი გახლდათ. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ჯოვინო ფლამარიონმა კი მეორე შეაგდო – ძალიან ლამაზი გამოუვიდა. შეხვედრის საკვანძო მომენტი პირველი ტაიმის ბოლოს ბათუმელი სანდრო ალთუნაშვილის გაძევება...
ბათუმი დინამოს არ სცილდება
ეროვნულ ლიგაში ორთავჯანი გრძელდება. „დინამომ“ და „ბათუმმა“ ისევ მოიგეს და 16-16 ქულით კვლავ ცხრილის თავში არიან. „ბათუმმა“ „სამგურალი“ 2:0 დაამარცხა პაატა ღუდუშაურისა და სანდრო ალთუნაშვილის ულამაზესი გოლებით. ეს ამბავი 24-ე წუთამდე მოხდა, ანუ ზღვისპირელრებმა პირველ ტაიმშივე გადაწყვიტეს მატჩის ბედი. აი, „დინამოს“ კი „შუქურასთან“ გაუჭირდა. თავიდან აგებდა კიდეც, მაგრამ შემდეგ დავით კობოურმა გაათანაბრა და გამარჯვებისა ჩემპიონებმა...
ბარევ, ვარდან…
ორი დღის წინ საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე თანამდებობიდან გაანთავისუფლა. თუმცა კახური კლუბი მწვრთნელის გარეშე დიდხანს არ დარჩენილა – კლუბის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, „თელავს” სომეხი ვარდან მინასიანი გაწვრთნის. 49 წლის მინასიანს სხვადასხვა დროს სომხურ და ყაზახურ კლუბებში უმუშავია და არაერთი ტიტული აქვს მოპოვებული. მის სამწვრთნელო კარიერაში გამორჩეული ადგილი უჭირავს სოხეთის ეროვნულ ნაკრებში მუშობის პერიოდს,...



