ეროვნულ ლიგაში ორთავჯანი გრძელდება. „დინამომ“ და „ბათუმმა“ ისევ მოიგეს და 16-16 ქულით კვლავ ცხრილის თავში არიან.
„ბათუმმა“ „სამგურალი“ 2:0 დაამარცხა პაატა ღუდუშაურისა და სანდრო ალთუნაშვილის ულამაზესი გოლებით. ეს ამბავი 24-ე წუთამდე მოხდა, ანუ ზღვისპირელრებმა პირველ ტაიმშივე გადაწყვიტეს მატჩის ბედი.
აი, „დინამოს“ კი „შუქურასთან“ გაუჭირდა. თავიდან აგებდა კიდეც, მაგრამ შემდეგ დავით კობოურმა გაათანაბრა და გამარჯვებისა ჩემპიონებმა მეხუთე დამატებულ, 95-ე წუთზე შეაგდეს. თავი სერბმა ზორან მარუშიჩმა გამოიჩინა, 17 წლის გაბრიელ სიგუას გამოზომილი პასით.
„ტორპედომ“ შინ „თელავი“ 2:1 დაამარცხა და ლიგაში ჯერჯერობით მესამე წაუგებელი გუნდია „დინამოსა“ და „ბათუმთან“ ერთად. თელაველთა რიგებში სომეხი სპეციალისტის, ვარდან მინასიანის დებიუტი შედგა. ის გუნდში 23 მარტიდან მუშაობს და ამ მოკლე დროში რაიმეს თქმა, ცხადია, ძნელია. ისე, ინტერვიუებიდან გამიმდინარე ამბიციური მწვრთნელი ჩანს. ვნახოთ.
„დილამ“ „სამტრედიას“ აჯობა (1:0), „საბურთალომ“ კი „გაგრას (3:0). აღსანიშნავია, რომ სტუმარმა გაგრელებმა, თითქმის მთელი შეხვედრა კაცნაკლულებმა ჩაატარეს. მე-2 წუთზევე მსაჯმა მათი მეკარე, ნიკა ქავთარაძე გააძევა, მეტოქე იური ტაბატაძესთან უხეშობისთვის.
ტორპედო 2:1 თელავი
1:0 ბუღრიძე (50), 1:1 ფაცაცია (66), 2:1 მონტეირო (88)
საბურთალო 3:0 გაგრა
1:0 ოთარ მამაგეიშვილი (33), 2:0 ტაბატაზე (42 პენ), 3:0 კოხრეიძე (63 პენ)
გაძევება: ქავთარაძე (2) – გაგრა
დილა 1:0 სამტრედია
1:0 მახარობლიძე (67)
შუქურა 1:2 დინამო
1:0 აფხაზავა (2), 1:1 კობოური (32), 1:2 მარუშიჩი (90+5)
ბათუმი 2:0 სამგურალი
1:0 ღუდუშაური (8), 2:0 ალთუნაშვილი (24)
[table id=42 /]
მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 5, უსმანე კამარა (დინამო) – 4, ზორან მარუშიჩი, გაბრიელ სიგუა (ორივე – დინამო), ირაკლი ბიძინაშვილი (ბათუმი), ნიკა კაჭარავა (ტორპედო), ზვიად ნაჭყებია (სამტრედია) – 3
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
აქეთურ-იქითური24/08/2026 | 22:05არაბიძის შედევრი
