ლევანდოვსკიმ ბაიერნში შეწყვიტა

Home აქეთურ-იქითური ლევანდოვსკიმ ბაიერნში შეწყვიტა
ლევანდოვსკიმ ბაიერნში შეწყვიტა
მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგის მორიგ ტურში „ფიურტს“ სტუმრად 3:1 მოუგო.
გუნდის უმთავრესმა მეგოლე რობერტ ლევანდოვსკიმ მოედანზე 90 წუთი კი გაატარა, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო.
აქამდე პოლონელ ფორვარდს ზედიზედ 19 შეხვედრაში ჰქონდა გატანილი, საიდანაც 15 ბუნდესლიგისა იყო.
ბოლოს ლევანდოვსკიმ მოედანი უგოლოდ ამა წლის 11 თებერვალს დატოვა.
ისე, ეს „ბაიერნის“ ზედიზედ მერვე გამარჯვება იყო და ამ მატჩებში გოლების მაჩვენებელი 40:5 აქვს.
See the source image

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".