ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან-პრის გამარჯვებულია. 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ჩვენებური ფინალში ბრაზილიელ გილერმე შმიდტს დაეჭიდა და თავიდანვე ვაზარით დაწინაურდა. მერე ორი გაფრთხილება კი მიიღო, მაგრამ საქმე მაინც მოგებამდე მიიყვანა.
გრიგალაშვილი პირველი წრიდან თავისუფალი იყო, ოქროსკენ მიმავალ გზას კი, მოლდოველი ნიკონ ზაბოროსკიუჩის დამარცხებით შეუყვა, რომელსაც ფრანგი ბაპტისტ პიერი მიაყოლა, ხოლო ნახევარფინალში ნიდერლანდელ ჯიმ ჰეიმანს სძლია.
დღესვე ჯუმბერ მელაძემ (73) პირველ რაუნდში ბრიტანელ დანიელ პაუელს აჯობა, ხოლო შემდეგ ესპანელ სალვადორ კასეს როკასთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. ზაურ დვალაშვილიც (81) ესპანელმა მეტოქემ გააგდო – ქართველი ძიუდოისტი პირველივე რაუნდში ხოსე მარია მენდიოლა ისკიეტასთან დამარცხდა.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები24/09/2026 | 17:17სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
