კრიშტიანუ რონალდუ – პირველი მიალრდერი ფეხბურთელი. ბლუმბერგის ცნობით, ზაფხულში, არაბულ „ალ ნასრთან“ გაგრძელებული 400 მილიონიანი კონტრაქტით პორტუგალიელი ვარსკვლავის ქონებამ 1.4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. კრიშტიანუმ, 2002 – 2023 წლებში, მხოლოდ კლუბებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით 550 მილიონი გამოიმუშავა. მას კი ემატება Nike – ის რეკლამირებისთვის წლიური 18 მილიონი, „არმანისთან“ და „კასტროლთან“ კონტრაქტებით მიღებული 175 მილიონი და „ალ ნასრთან“...
ჭდე: ლეო მესი
როცა ის ბურთს მიიღებს…
„ლივერპულის“ მცველმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა მაიამის „ინტერის“ თავდამსხმელ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. „მის წინააღმდეგ თამაშისას სრულიად განსხვავებულ გრძნობებს განვიცდი. ყოველთვის უნდა იყო საგანგებო მზადყოფნაში, როცა ის ბურთით თქვენს მახლობლად არის და ვფიქრობ, ძალიან იშვიათია, მოთამაშე რომელიც ოპონენტს ასე აფორიაქებდეს. ჩემი აზრით, ის საუკეთესოა თამაშის ბევრ ასპექტში, მას შეუძლია თითქმის ყველაფერი გააკეთოს ფეხბურთის მოედანზე და ამიტომაც ის...
გრიზმანის მაიამი
საფრანგეთის ნაკრების და მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი შესაძლოა დარჩეს ესპანეთის ჩემპიონატში და გააგრძელოს კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან. გრიზმანს „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი 2026 წელს ეწურება, თუმცა კლუბი უკვე ცდილობს ფრანგ ფორვარდთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფორვარდის მომსახურებით „პარი სენ-ჟერმენი“ და ამერიკული MLS-ის რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული. მისი გადაბირების მთავარი პრეტენდენტი მაიამის „ინტერია“, რომელშიც „ბარსელონას“ ყოფილი...
ტატა მესის ტრავმაზე
მაიამის „ინტერის“ მწვრთნელმა ხერარდო (ტატა) მარტინომ განმარტა, თუ რატომ გამოტოვა ლიონელ მესიმ ჰონგ კონგში ტესტ-მატჩი. სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მას ბარძაყის უკანა ნაწილი ჰქონდა დაზიანებული. „ბოლო დღეებია ეს მდგომარეობა შეიმჩნევა, ყველა ველოდებით მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენს კლუბს აქვს ვალდებულებები MLS-ის მიმართ, ამიტომ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ არ გავრისკოთ“, – თქვა მწვრთნელმა. მაიამის „ინტერმა“ გამანადგურებლად დაამარცხა ჰონგ კონგის...
მესი: დავინახეთ პოლიცია ხალხს როგორ სცემდა
არგენტინის ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ კომენტარი გააკეთა ბრაზილიისა და არგენტინის მატჩის წინ მომხდარ არეულობებზე, ასევე გუნდის გადაწყვეტილებაზე გასახდელში დაბრუნების შესახებ. „დავინახეთ, რომ პოლიცია ხალხს სცემდა. ჩვენი ოჯახები ტრიბუნებზე ისხდნენ. იგივე შემთხვევა მოხდა კოპა ლიბერტადორესის ფინალზეც. ფეხბურთელებს იმაზე მეტად აწუხებდათ, რაც ტრიბუნებზე ხდებოდა, ვიდრე თამაშის მსვლელობა. ჩვენ მაინც დავასრულეთ მატჩი, რომ სიტუაცია უფრო დამშვიდებულიყო“, –...
17 სექტემბერს: ლობჟანიძე VS მესი
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე კარიერას ამერიკულi MLS-ის კლუბ „ატლანტა იუნაიტედში“ გააგრძელებს, ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს, ქართველმა გარემარბმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. „ლობჟაიძეს სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისიდან ვესაუბრებით. ის მთელი ამ პროცესის განმავლობაში მზადყოფნას გამოხატავდა, რომ „ატლანტაში“ ეთამაშა. მას აქვს საერთაშორისო დონეზე და ევროპის უმაღლეს ლიგებში თამაშის გამოცდილება. ასევე, უთამაშია მსოფლიოსა და ევროპის...
გიუნდოგანის ორი კაცი
„ბარსელონას“ ახალწვეულმა ილკაი გიუნდოგანმა, ჟურნალისტებთან ივარაუდა, თუ ვინ შეიძლება მოიგოს „ოქროს ბურთი“ 2023 წელს. „პრიზი ლიონელ მესის ან ერლინგ ჰოლანდს უნდა ერგოს. მათ ახლოს ვერავის ვხედავ. თუმცა მიხარია, რომ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი,“ – ციტირებს გიუნდოგანს სიტყვებს Mundo Deportivo. 32 წლის გიუნდოგანმა ამ ზაფხულს კატალონიურ კლუბთან 2025 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების...
ბექემი: როცა მესის დავინახავ, ავტირდები…
მაიამის „ინტერის“ თანამფლობელი, დევიდ ბექემი ელის, რომ თავდამსხმელი ლიონელ მესი ახალ გუნდში პირველად 21 ივლისს ლიგის თასის მატჩში ითამაშებს მექსიკურ „კრუს ასულთან“. მან ასევე გაამხილა, რა ემოციებს განიცდის, როცა მოედანზე არგენტინელი თავდამსხმელს დაინახავს. „არ ვიცით, ლეო თამაშს თავიდანვე დაიწყებს თუ შცვლაზე გამოვა. რადგან ვფიქრობ, მზად უნდა იყოს სათამაშოდ. ის ხომ შვებულებიდან ახალი გამოსულია. ლეო უკვე...
მესი ხელფასის გაზრდას ითხოვს
პსჟ-ის არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ კლუბს ხელფასების გაზრდა სთხოვა, რადგან ის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მოლაპარაკების დასრულებამდე ჯერ შორს არის. მხარეებმა შარშან მიაღწიეს სიტყვიერ შეთანხმებას, მაგრამ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების გამარჯვების შემდეგ, თავდამსხმელმა ხელფასის გაზრდა მოითხოვა. პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა არ არის მზად მისი ანაზღაურების გადახედვისთვის, მაგრამ მაინც სურს, რომ 35 წლის ფეხბურთელი...
მესი მოვა თუ მესი არ მოვა, ბუსკეტსი…
„ბარსელონას“ მწვრთნელმა ჩავიმ ნახევარმცველ სერხიო ბუსკეტსის კონტრაქტთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, კლუბში პსჟ-ის თავდამსხმელის, ლიონელ მესის შესაძლო დაბრუნების კონტექსტში. „ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბუსკეტსი მშვიდია და სეზონის ბოლომდე დაგვეხმარება. არ ვფიქრობ, რომ მისი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, სად ითამაშებს მესი. თუ სერხიო კონტრაქტს გაახანგრძლივებს, ის კვლავაც მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება „ბარსელონასთვის“, – თქვა ჩავიმ. ესპანელს...









