არგენტინელმა დიდვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 100 გოლის ზღვარი გადალახა. არგენტინელმა კურასაოს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა. ახლა მას ალბისელესტეს მაისურით 102 გოლი მოუგროვდა. ამგვარად, მესი გახდა ისტორიაში მესამე მოთამაშე, რომელმაც მოახერხა თავისი ქვეყნის ნაკრებში 100-ზე მეტი გოლის გატანა მოახერხა. ამ მაჩვენებლით პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ლიდერობს 122 გოლით. ირანელმა ფეხბურთელმა ალი დაეიმ, კი...
ჭდე: ლეო მესი
ხვიჩა კიდევ ერთ სიმბოლურში, მესისთან ერთად…
თებერვალი ნამდვილად გამორჩეული თვე იყო საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელისთვის – ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე სერია A-ში ჩატარებულ 4 შეხვედრაში გატანილი 3 გოლი და 2 საგოლე პასია. სტატისტიკისა და ანალიზის ვებ გვერდმა SofaScore-მ ტოპ 5 ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომლებმაც თებერვალში საშუალოდ ყველაზე მაღალ შეფასებები დაიმსახურეს. სერია A-დან ევროპის რჩეულთა შორის ორი ფეხბურთლი...
მესის მამა ბარსელონაში ჩავიდა
პსჟ-ის დიდვარსკვლავის, ლიონელ მესის მამა, ხორხე, კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შემდეგ ბარსელონაში ჩაფრინდა. არგენტინელი ფეხბურთელის მამა კატალონიის დედაქალაქში 16 თებერვალს საღამოს გაფრინდა – პსჟ-ის უფროსებთან საუბრისთანავე. მანამდე ფრანგული მედია აღნიშნავდა, რომ ლიონელი ახლოს არის ფრანგულ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან. მამის მოლაპარაკებები კლუბთან წარმატებული ვერ გამოდგა. ახლა კარიერის გაგრძელების ერთ-ერთ ვარიანტი ამერიკული „ინტერ მაიამი“ გახლავთ. მესი „ბარსელონაში“...
ნეიმარის დიდი ოცნება
ბრაზილიის ნაკრების ლიდერმა, ნეიმარმა, უპასუხა კითხვას: შთააგონებს თუ არა მას ლიონელ მესის მსოფლიო ჩემპიონობა. „ლეო ყოველთვის შთამაგონებს – მსოფლიო ჩემპიონობით თუ მის გარეშე. „ბარსელონაში” ჩასვლისას ის ყოველთვის მხარში მედგა და ამას არასოდეს დავივიწყებ. როცა ვხედავ, 34-35 წლის ასაკში როგორ იგებს მონდიალს, მეც იგივე მინდება. ახლა, რაიმეს თქმა რთულია, მაგრამ ვიმედოვნებ, ყველაფერი გამოგვივა. ჩვენ წლიდან წლამდე უკეთესები...
ბაიერნთან არც მესი…
ლიონელ მესიმ, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაში მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ მერვედფინალური მატჩი გამოტოვოს. მიზეზი ტრავმაა, რის გამოც „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავი საფრანგეთის ჩემპიონატში „მონაკოსთან“ შაბათის მატჩს ნამდვილად გამოტოვებს და არის იმის ალბათობა, რომ მესიმ „ბაიერნთან“ მატჩამდეც ვერ მოასწროს გამოჯანმრთელება. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენელებთან შეხვედრას პარიზელთა კიდე ერთი ვარსკვლავი კილიან მბაპე გამოტოვებს. პსჟ – „ბაიერნის“...
1+1
„პარი სენ-ჟერმენის“ დიდვარსკვლავი ლიონელ მესი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა. ახალი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმდება, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. ლეოს ჯამაგირი წელიწადში 40 მილიონი ევრო იქნება. მის მოქმედ კონტრაქტს კი ვადა 2023 წლის ივნისში ეწურება. მიმდინარე სეზონში 35 წლის არგენტინელმა პსჟ-ის მაისურით ყველა ტურნირში 19 მატჩი ჩაატარა, 12 ბურთი გაიტანა და 14 საგოლე პასი...
კარიერა პარიზში…
„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობას სურს, რომ ლიონელ მესიმ ევროპული კარიერა პარიზში დაასრულოს. იდეის არსი ის არის, რომ მესი შეიძლება მომავალში სხვა კონტინენტის კლუბში გადავიდეს, მაგრამ ევროპული კარიერა პარიზში უნდა დაასრულოს. „ლიონელი კარიერას პარიზში ასრულებს“, – ასეთი ლოზუნგის გამოყენებას აპირებენ ფრანგები, რათა არგენტინელის სახელი ოდნავ მაინც დააშორონ ბარსელონას. კონტრაქტის გახანგრძლივებას წინ ოთხთვიანი მოლაპარაკებები უძღვოდა ფეხბურთელის მამას, ხორხეს,...
სკალონი მესის აღმერთებს
არგენტინის ნაკრების მწვრთნელი ლიონელ სკალონი, აღფრთოვანებულია თავისი შეგირდისა და სეხნიის, ლიონელ მესის თამაშით. „უბრალო გულშემატკივარი რომ ვიყო, მესის თამაშის სანახავად დიდ ფულს გადავიხდიდი და მის მაისურას მაინც ვიყიდდი, რომელი ქვეყნის ნაკრების წევრიც არ უნდა იყოს. არ ვიცი, დაიბადება კი ოდესმე მისი მსგავსი ფეხბურთელი. ამიტომ, ვიდრე მოედანზეა, უნდა დავტკბეთ მისი თამაშით. ხომ ხედავთ, ფედერერი წავიდა ჩოგბურთიდან,...
მესიმ ვერატის უკან ჩახედა…
ფრანგული ლიგა 1-ის მე-5 ტურის მატჩის წინ, პარი სენ-ჟერმენსა და ტულუზას შორის (3:0), გულშემატკივრები უჩვეულო ამბის მომსწრე გახდნენ. პსჟ-ის ფეხბურთელები მოედანზე გასასვლელ გვირაბში იდგნენ. ამ დროს ლეო მესიმ წინ მდგარ მარკო ვერატის შორტი გამოუწია და უკანალში ჩახედა… ცხადია, ყველა გაკვირვებული დარჩა ნანახით. მერე გაირკვა, რომ ვერატის რაღაც პრობლემა ჰქონია შორტზე და ლეოსთვის დახმარება უთხოვია. ცხადია,...
ყველაზე ცუდი ფორმა
„პარი სენ-ჟერმენმა“ ახალი 2022-2023 წლების სეზონის საშინაო ფორმა წარადგინა. ფორმის დიზაინი ტრადიციულ, ძველებურ ფერებშია შესრულებული, მუქი ლურჯი მაისურა თეთრ-წითელი ვერტიკალური ზოლებით. საკლუბო ლოგო კი ამჯერად შუაშია განთავსებული. ახალმა ფორმამ ქომაგებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ერთმა დაწერა ინსტაგრამში: „ყველაზე ცუდი ფორმა, რომელიც ოდესმე მინახავს,“ მეორე: „ნაგავია.“ თუმცა უმეტესობას მოეწონა. მთავარი კი ის არის, რომ ფოტოსესიაში ახალი ფორმით...









