„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობას სურს, რომ ლიონელ მესიმ ევროპული კარიერა პარიზში დაასრულოს.
იდეის არსი ის არის, რომ მესი შეიძლება მომავალში სხვა კონტინენტის კლუბში გადავიდეს, მაგრამ ევროპული კარიერა პარიზში უნდა დაასრულოს.
„ლიონელი კარიერას პარიზში ასრულებს“, – ასეთი ლოზუნგის გამოყენებას აპირებენ ფრანგები, რათა არგენტინელის სახელი ოდნავ მაინც დააშორონ ბარსელონას. კონტრაქტის გახანგრძლივებას წინ ოთხთვიანი მოლაპარაკებები უძღვოდა ფეხბურთელის მამას, ხორხეს, კლუბის სპორტულ დირექტორ ლუიშ კამპუშსა და კლუბის მფლობელ ნასერ ალ-ხელაიფის შორის.
მოკლედ, ფრანგებს სურთ, რომ ისტორიაში ჩაიწეროს: ევროპული კარიერა მესიმ პარიზში დაასრულა.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 20:32ბათუმი ისევ პირველია
