ფრანგული ლიგა 1-ის მე-5 ტურის მატჩის წინ, პარი სენ-ჟერმენსა და ტულუზას შორის (3:0), გულშემატკივრები უჩვეულო ამბის მომსწრე გახდნენ. პსჟ-ის ფეხბურთელები მოედანზე გასასვლელ გვირაბში იდგნენ. ამ დროს ლეო მესიმ წინ მდგარ მარკო ვერატის შორტი გამოუწია და უკანალში ჩახედა…
ცხადია, ყველა გაკვირვებული დარჩა ნანახით. მერე გაირკვა, რომ ვერატის რაღაც პრობლემა ჰქონია შორტზე და ლეოსთვის დახმარება უთხოვია.
ცხადია, სოციალურ ქსელებში კომენტარებმაც არ დააყოვნა.
„რატომ ამოწმებს მესი ვერატის უკანალს“, – წერს ერთი.
მეორე: „ლეომ ანტონელას უღალატა.“
და ასე შემდეგ…

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
