ჭდე: ლეო მესი

Home ლეო მესი
მესი: ბოდიში!
ჩანაწერი

მესი: ბოდიში!

ახლახან დასრულებულ კოპა ამერიკაზე, ბრაზილიის ნაკრებმა რომ შინაური კედლებიდან თასი არავის გაატანა, ფეხბურთის ქომაგს შეხსენება არ სჭირდება. ისიც კარგად გეხსომებათ, მასპინძლებმა ნახევარფინალში პრინციპულ მეტოქეს და საფეხბურთო კუთხით უმთავრეს მტერ არგენტინის ნაკრებს 2:0 რომ მოუგეს, ფინალში კი პერუ დაამარცხეს. არგენტინელებს არც ის უნდა დავიწყებოდათ, რომ ბრაზილიასთან მარცხის შემდეგ თანამედროვეობის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა ლეო მესიმ სამხრეთამერიკული ფეხბურთის კონფედერაცია...

სიახლე ფეხბურთის წესებში
ჩანაწერი

სიახლე ფეხბურთის წესებში

ფეხბურთის წესებში ახლახანს შესული ცვლილების თანახმად, როცა ლეო მესი საჯარიმოს ასრულებს, ცოცხალი კედლის უკან ვერგატანისთვის ლოცვა ნებადართულია. ფოტოზე აღბეჭდილი ბრაზილიელი დანი ალვეში ოსტატურად იყენებს ახალ წესს.

ვან დეიკი კანავაროს და კაიზერ ფრანცის შემდეგ …
ჩანაწერი

ვან დეიკი კანავაროს და კაიზერ ფრანცის შემდეგ …

იტალიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ფაბიო კანავარო დღემდე „ოქროს ბურთი“ მფლობელი ერთადერთი მცველია გერმანელ ფრანც ბეკენბაუერთან ერთად. 2006 – ში, მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ,  კანავაროს ეს საპატიო ჯილდო დამსახურებულად გადაეცა, ცხადია, როგორც კაიზერ ფრანცს 1972 და 1976 წლებში. წლეულს კი შესაძლოა ისე მოხდეს, რომ „ოქროს ბურთის“ მფლობელთა ნუსხაში მხოლოდ კანავარო და ბეკენბაუერი იმ ამპლუის ფეხბურთელთაგან, რომელთა...

იმღერა!
ჩანაწერი

იმღერა!

არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკის ნახევარფინალშია. ალბისელესტემ ვენესუელას 2:0 მოუგო და ფინალში გასასვლელად ბრაზილიას დაუპირისპირდება – გულშემატკივარი სუპერმატჩის მოლოდინშია. არგენტინისგან ვენესუელას დამარცხება დიდად არ უნდა გაგვკვირვებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ბოლო პერიოდში კრიზისია და ტურნირიც კოლუმბიასთან მარცხით დაიწყეს, წყვილის ფავორიტად უსათუოდ სკალონის გაწრთვნილები მიიჩნეოდნენ. მოკლედ, არგენტინამ მოიგო, მაგრამ ამ შემთხვევაში ყურადღება სხვა ფაქტზე გვინდა გავამახვილოთ. ლიონელ...

მესი მიდის?
ჩანაწერი

მესი მიდის?

ძალიან რთულია ასახსნელად, რა სჭირს არგენტინის ნაკრებს, რომელსაც ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და სრულიად ვარსკვლავური შემადგენლობა. ამჯერად მესი და კომპანია კოლუმბიელებისგან იძლია. როხერ მარტინესმა და დუვან საპატამ გაუტანეს არგენტინას, არადა ორივე შეცვლაზე იყო შესული. მესიმ საკუთარი გუნდის გამართლება სცადა, თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ იღბალი მეტოქის მხარეს იყოო. ამასობაში ტოტალიზატორები ფსონებს იღებენ, გააკეთებს  თუ არა მესი განცხადებას...

საზაფხულო მილიონები
ჩანაწერი

საზაფხულო მილიონები

ჟურნალ „ფორბსის“ სპეციალიზაცია ხომ სხვისი ფულების თვლაა და ამჯერდ იმ სპორტსმენთა სია გვაახლეს, ვინც გასული წლის 1 ივნისიდან წლევანდელ 1 ივნისამდე ყველაზე მეტი იშოვა. სიას სათავეში სამი ფეხბურთელი უდგას, ათეული კი ასე გამოიყურება: 1. ლიონელ მესი – 127 მილიონი დოლარი 2. კრიშტიანუ რონალდუ – 109 მილიონი დოლარი 3. ნეიმარი – 105 4. საულ ალვარესი –...

სიტიმ ახალ მესის დაუმიზნა
ჩანაწერი

სიტიმ ახალ მესის დაუმიზნა

„მანჩესტერ სიტი” 20 მილიონ გირვანქად არგენტინული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის ყიდვას აპირებს. ლაპარაკია ტიაგო ალმადაზე, რომელსაც ახალ მესის ეძახიან. ალმადა „ველეს სარსფილდში” თამაშობს, „სიტის” კი პრობლემა აქვს — ფიფამ შეიძლება სატრანსფერო ბაზრიდან დროებით მოკვეთოს. ასეთ შემთხვევაში მანკუნიანელები ალმადას ესპანეთში თავიანთ პარტნიორ კლუბს, „ჟირონას” აყიდინებენ. ალმადა ჯერ მხოლოდ 18 წლის არის, მაგრამ სკაუტებმა პეპ გვარდიოლას უთხრეს, რომ...

მესი და რონალდუ საფრანგეთში უხერხულად დახატეს
ჩანაწერი

მესი და რონალდუ საფრანგეთში უხერხულად დახატეს

„ფრანს ფუტბოლმა“ საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე მორიგი ნომრის გარეკანი დააანონსა. ვერ გეტყვით, რა მარკეტინგული მიგნებაა, მაგრამ გარეკანზე ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს ტუჩებში კოცნიან. ცნობილია, რომ ნომერი ორი უდიდესი ფეხბურთელის დაპირისპირებას ეძღვნება და მათ შესახებ აზრს გამოთქვამენ ხრისტო სტოიჩკოვი, ჟან-პიერ პაპენი, მარკო ტარდელი, არიენ რობენი, ჯეიმი კარაგერი და ფილიპ ლამი. დაველოდოთ გამოსვლას. არ უნდა იყოს...