მარიო ალფრედ სალას საიეგი 17–ჯერ გაძევებული მწვრთნელია. „კოლო კოლოს“ თავკაცი გასულ კვირას კარიერაში მეჩვიდმეტედ მიაბრძანეს სათადარიგოთა სკამიდან. „ბარნეჩეასთან“ სათასო მატჩის 33–ე წუთზე სალასმა მსაჯს არასწორი სიტყვა მიაძახა და სკამზე ერთი ადგილი გათავისუფლდა. სალასი მეცხრე წელია მწვრთნელობს. 2010 – ში „ბარნეჩეადან“ დაიწყო და 6 გუნდი გამოიცვალა, ამ სეზონში კი „კოლო კოლო“ ჩაიბარა. ყველაზე მეტჯერ – ათჯერ...
Author: ვაჟა ხუციშვილი (ვაჟა ხუციშვილი)
სიახლე ფეხბურთის წესებში
ფეხბურთის წესებში ახლახანს შესული ცვლილების თანახმად, როცა ლეო მესი საჯარიმოს ასრულებს, ცოცხალი კედლის უკან ვერგატანისთვის ლოცვა ნებადართულია. ფოტოზე აღბეჭდილი ბრაზილიელი დანი ალვეში ოსტატურად იყენებს ახალ წესს.
გამტანიდან მიმტანამდე
123 გოლის გამტანი ფეხპროთეზიანი ყოფილი ფეხბურთელი პიცერიაში მიმტანად მუშაობს. როგორ მოხვდა „მალაგას“ ექსმეგოლე ურუგვაელი დარიო სილვა მალაგას პიცერიაში? 2006 წლის 23 სექტემბერს მონტევიდეოში სილვა პიკაპით ბოძს შეასკდა და მარჯვენა ფეხი ისე დაეჟეჟა, რომ მუხლსქვემოთ მოსაჭრელი და პროთეზით შესაცვლელი გაუხდა. იმ დროისთვის კარიერა უკვე დასრულებული ჰქონდა – ბოლოს „პორტსმუთში“ (2005–06 ) თამაშობდა, თუმცა კარიერა თავისი ნებით...
გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !
დიახ, ცუდად მოიქცა უეფა, რომ „ჩელსის“ და „არსენალის“ ფანებს გაცილებით ცოტა ბილეთები არგუნა ევროპის ლიგის ფინალში, ვიდრე ნეიტრალურ მაყურებელს. დიახ, ცუდია რომ ნეიტრალურები ბილეთებს „ოთუზბირად“ მიჰყიდიან ინგლისელებს, მაგრამ უხერხულია იმაზე წუწუნი, რომ ბაქო შორია და იქ რა ჩავა. დაგუგლეთ და ნახეთ ინგლისის ყოფილი კოლონიები. ევროპის ლიგის ფინალები და თვითმფრინავები არ სჭირდებოდათ საიმისოდ, რომ დედამიწის რაგინდარა...
ტელეფონმა ბექემს გაუტანა
მობილურმა ტელეფონმა ისეთი ჯარიმა შეუსრულა დევიდ ბექემს, როგორსაც ჯეელობაში ბექემი თვითონ ასრულებდა. საჭესთან ტელეფონში ქექვის გამო, ნაკრების ყოფილ კაპიტანს, სასამართლომ ინგლისში მართვის უფლება 6 თვით ჩამოართვა. შარშან ნოემბერში, ლონდონში, მოწმეს გადაუღია ფოტო, რომელშიც ჩანს, რომ ბექემი ავტომობილის მართვისას გზას არ უყურებს და მუხლებზე რაღაჩას ჩასჩერებია. ბრალდებულმა თავი იმართლა, შარშანდელი ნოემბრისა რა მახსოვს, იმ დღეს მანქანაში...
ფქგ ლივერპული
რა უნდა ეთქვა აბა? ერთ სიტყვაში ჩაატია მატჩის მიმოხილვა: ჩემს გუნდს ფქგ მენტალიტეტი აქვსო. ვინ თქვა და იურგენ კლოპმა, ოღონდ არა შემოკლებით, სრულად თქვა და თან, BT Sports -ის პირდაპირ ეთერში. ინგლისელი არ ვარ და სხვა სიტყვებით ვერ გადმოვცემო. თუ გნებავთ დამაჯარიმეთო. „კამპ ნოუდან“ წამოღებულ 3:0-ს რომ მიაოთხითნოლებ, ფქგს გარდა სხვა სიტყვა არც მოგივა მწვრთნელს...
ზედმეტი ნეიმარი რადიოში აჩვენეს
ფრანგულმა რადიო RTL-მა გამოკითხვა მოაწყო ნეიმარის ფინტაობის გამო. გამოკითხვამ აჩვენა, რომ 84 პროცენტის აზრით, ბრაზილიელს ზოგჯერ ზედმეტი მოსდის და მერე რაც მოსდის თავისივე ბრალია. 23 იანვარს „სტრასბურგთან“ სათასო მატჩში, იჯამბაზა და ისე მოარტყეს ფეხში, რომ ტერფის ძვალი გაუტყდა და ორი თვით სამკურნალო გახდა. თუ ფინტაობისას ფეხებში მოგხვდება, ნუ იწუწუნებო, უთქვამს სტრასბურგელ ანტონი გონსალვეშს იმ მატჩში...
ჩავი ბაღდადურად ჩაუშვეს
იცით რას ასწავლიან კატალონიაში კატალონიელებს კატალონიურის გარდა ? აი, ბაღდად ბუნეჯამ კი იცის. იმიტომ იცის, რომ ცნობილ კატალონიელთან ერთად თამაშობს ყატარის „ალ სად“-ში. ბუნეჯა 27 წლის ალჟირელი ფორვარდია და ყოფილ ბარსელონელ ჩავისთან და ატლეტიკოელ გაბისთან ერთად ბურთს აგორებს უკვე სამი წელია. ამ ხნის განმავლობაში თანაგუნდელებს, ალბათ, ბევრჯერ უსაუბრიათ აქეთურ–იქეთურზე და ბუნეჯამ, რომელიც ალჟირის 2018 წლის...
კუკუტელი ტაქსისტი
კოლუმბიის ქალაქს კუკუტაში ასეთი ამბავი მოხდა: კუკუტას „დეპორტივოს“ მწვრთნელმა სებასტიან მენდესმა ფული დაკარგა. მენდესი არგენტინელია და გუნდი ახლახან ჩაიბარა. ქალაქში გასეირნების შემდეგ სასტუმროში დაბრუნებულმა კი აღმოაჩინა, რომ დაახლოებით 2 600 დოლარი ჯიბიდან გამქრალიყო. მენდესმა უკვე გამოიგლოვა დაკარგული ფული, როცა ნომერში დაურეკეს და ფოიეში ჩასვლა სთხოვეს. იქ მას ელოდებოდა ტაქსიტი, 72 წლის ორტენსიო მარტინესი, რომელმაც მწვრთნელი რამდენიმე...
რისკი ანტიყატარისტი
ფინელი ფეხბურთელი რიკუ რისკი პროტესტის ნიშნად ნაკრებს ყატარში შეკრებაზე არ გაჰყვა. „ნაკრებიდან მოწვევა მივიღე, მაგრამ შევხვდი მწვრთნელს და ავუხსენი, რომ ეთიკური მოსაზრებების და ჩემი ფასეულობების ერთგულების გამო ყატარში არ წავალ. მწვრთნელს და ნაკრების მენეჯერს სხვა აზრი ჰქონდათ, თუმცა მე ჩემსას ვერ გადავუხვევ,“ – თქვა რისკიმ. რატომ იუარა ფინელმა დოჰაში ჩასვლა? დოჰაში მსოფლიოს 2022 წლის მსოფლიო...

