Author: ვაჟა ხუციშვილი (ვაჟა ხუციშვილი)

Home ვაჟა ხუციშვილი
მაგიდაზე დაგტოვებდი, ნეიმარ !
ჩანაწერი

მაგიდაზე დაგტოვებდი, ნეიმარ !

ბრაზილიელი ნეიმარის და  ურუგვაელი კავანის კინკლაობა, ალბათ, გახსოვთ   – პენალტის დასარტყმელად  ბურთი რომ ვერ გაიყვეს. ეს ამბავი სექტემბერში „ლიონთან“ მატჩისას მოხდა… ცოტა ხნის წინ ესპანურ რადიო „მარკას“ სტუმრად ჰყავდა „მალაგას“ ( 1999-2003 ) ყოფილი მეგოლე დარიო სილვა, რომელსაც  2006 წელს მონტევიდეოში ავარიის შემდეგ მუხლს ქვემოთ ფეხი მოაჭრეს. რადიო – ინტერვიუში კი სილვას ნეიმარ-კავანის ამბავზე ჰკითხეს,...

მესის შვილმა კატალონიას უმღერა
ჩანაწერი

მესის შვილმა კატალონიას უმღერა

ლეო მესის კატალონიურად მომღერალმა შვილმა საბაბი მისცა ჟერარ პიკეს, რომ ავტონომიის დამოუკიდებლობაზე კიდევ ერთხელ ეთქვა რამე. ბავშვი პოპულარულ კატალონიურ სიმღერას ღიღინებს, პიკეს კი მიუწერია :„არ დავუშვებთ, რომ კატალონიაში ჩვენმა ბავშვებმა ეს სიმღერა ვერ ისწავლონ.“ ასე იმღერა მესის პატარამ VIDEO

სად იყო კონტე, ელტონ ჯონს რომ ცოლი ჰყავდა ?
ჩანაწერი

სად იყო კონტე, ელტონ ჯონს რომ ცოლი ჰყავდა ?

პრემიერლიგაში ზედიზედ ორწაგებული „ჩელსი“ დღეს „უოტფორდს“ უმასპინძლებს, რომელიც ჯერ სტუმრად დაუმარცხებელია. ბოლოს „უოტფორდმა“ „ჩელსის“ 1986 წელს მოუგო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ელტონ ჯონს (იმ დროს „უოტფორდის“ პრეზიდენტს) ცოლად დედაკაცი ჰყავდა, „ჩელსის“ ამჟამინდელი მწვრთენლი ანტონიო კონტე კი 17 წლის იყო და „ლეჩეში“ თამაშობდა.

ლიგის ფულის ფინალი: ლესტერმა რეალს მეტობა დაუსვა
ჩანაწერი

ლიგის ფულის ფინალი: ლესტერმა რეალს მეტობა დაუსვა

უეფამ წინა ევროტურნირების ფინანსური შედეგები შეაჯამა და რამდენიმე საინტერესო ფაქტიც დააფიქსირა. ჩემპიონთა ლიგა ( 2016-17 )„რეალმა“ მოიგო და უეფასგან 81 მილიონი ევროც მიითვალა, მაგრამ, 700 ათასით მეტი აუღია „ლესტერს“, რომელიც მეოთხედფინალში „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა. „ლესტერს“ მეტობა სატელევიზიო და სარეკლამო შემოსავლებში მოუგროვდა და ამით გადაასწრო „რეალს“. ფინალში წაგების მიუხედავად, 110 მილიონ 400 ათასი ევროთი პირველ ადგილზეა „იუვენტუსი“....

საქსესუალური ისტორია ისააკისა
ჩანაწერი

საქსესუალური ისტორია ისააკისა

„უოტფორდის“ მწვრთნელი მარკო სილვა ისააკ საქსესს აფრთხილებს – ნურც თავს შეირცხვენს და ნურც კლუბის შეარცხვენს. 21 წლის ნიგერიელი ისააკ საქსესი „უოტფორდის“ ფორვარდია, რომელიც ამჟამად ფეხმტკივანია და ამ სეზონში პრემიერლიგაში წუთიც არ უთამაშია. ბარსელონაში, ჰოსპიტალში წევს და კიდევ ორი თვე უქმობა მოუწევს. ამბავი, რომლის გამოც საქსესმა მწვრთნელისგან საყვედური მიიღო, ერთი თვის წინ მოხდა და ყოვლისმჩხრეკავმა ბრიტანულმა...

20 წლის შემდეგ   (მიჩელ სალგადოს მოგონებებიდან)
ჩანაწერი

20 წლის შემდეგ (მიჩელ სალგადოს მოგონებებიდან)

საქველმოქმედო მატჩი  მახსენდება,  თბილისში რომ ვითამაშეთ. ახლა კი მაგონდება ტკბილად, მაგრამ მაშინ კარიერა წავიხდინე. ანჯელო დი ლივიო და ფრანჩესკო ტოტი შემხვდნენ  რომის აეროპორტში, თბილისში მივდივართ, წამოდიო. არა მეთქი, მაგრამ დი ლივიომ ისეთი „პადკატი“ გამიკეთა,  უარი ვეღარ ვუთხარი. ტოტიმაც კვერი დაუკრა, წავიდეთ, ხინკალს ხელით ჭამენ და ჩანგალზე წამოსვლად არ ჩაგეთვლებაო. ჩავედით თუ არა, სასტუმროს რესტორანში ნიჭიერად...

ალექს, დედა, გამოდი კარიდან !
ჩანაწერი

ალექს, დედა, გამოდი კარიდან !

შეცვლების გამომცნობი მწვრთნელებიდან პირველი სკოლარი მახსენდება, მაგრამ ალექსანდრ ლაკაზეტის დედასთან სკოლარი რას მოვა – ქალბატონმა შვილის მომავალი გამოიცნო. ლაკაზეტის თურმე გული მეკარეობისკენ უწევდა და იდგა კიდეც კარში ბალღობაში, მაგრამ დედას უთქვამს, ეგ ადგილი ხიფათიანი მგონია, ბურთი არ მოგხვდეს, კარიდან გამოდი და შეტევაში წადიო. ან არადა, სულ დაანებე თავიო, ნერვიულობდა მშობელი. აი, რას ნიშნავს დამჯერი შვილი....

20 წლის შემდეგ (ნეიმარის მემუარებიდან)
ჩანაწერი

20 წლის შემდეგ (ნეიმარის მემუარებიდან)

  … რა ამბავი იყო ატეხილი მაშინ „ბარსელონადან“ პესეჟეში ჩემ გადასვლაზე, გახსოვთ ? 2000 წელს „ბარსადან“ „რეალში“ ფიგუს გადასვლა, ჩემ გადასვლასთან შედარებით, საქველმოქმედო აქციად მოგეჩვენებოდათ, ისეთი დღე დამაწიეს. არადა, მე ხომ „ბარსელონაში“ არასოდეს მითამაშია. მითამაშია კი არა, ქალაქ ბარსელონაშიც არასოდეს ვყოფილვარ. რა მესი, რის სუარესი, რა „კამპ ნოუ“… ესენი სახელებია თუ გვარები, ისიც კი არ...

20 წლის შემდეგ (ზინედინ ზიდანი)
ჩანაწერი

20 წლის შემდეგ (ზინედინ ზიდანი)

ზინედინ ზიდანის ნაამბობიდან: … მადრიდში ვართ, პრადოს მუზეუმში, მე, მარსელო და რონალდუ. მეორე დღეს თამაში გვაქვს ბეტისთან. მანამდე შინ ვერ მოვუგეთ ლევანტეს და ვალენსიას. უეჭველი ვიცით რომ ბეტისთან ფორით ერთიანი იწერება, მარა მარსელოს ვეუბნები, შეირბინე აბა, ახლო,რომელიმე ტოტალიზატორში, ხალხი რას წერს-თქო. წავიდა მარსელო და მოვარდა აქოშინებულ-გაფითრებული, ხელში ფურცელი უჭირავს. რონალდუ გაეხუმრა, რა არი, მესი ხო...