შეცვლების გამომცნობი მწვრთნელებიდან პირველი სკოლარი მახსენდება, მაგრამ ალექსანდრ ლაკაზეტის დედასთან სკოლარი რას მოვა – ქალბატონმა შვილის მომავალი გამოიცნო.
ლაკაზეტის თურმე გული მეკარეობისკენ უწევდა და იდგა კიდეც კარში ბალღობაში, მაგრამ დედას უთქვამს, ეგ ადგილი ხიფათიანი მგონია, ბურთი არ მოგხვდეს, კარიდან გამოდი და შეტევაში წადიო. ან არადა, სულ დაანებე თავიო, ნერვიულობდა მშობელი. აი, რას ნიშნავს დამჯერი შვილი.
დედის რჩევა რომ არ გაეთვალისწინებინა
, „ლიონს“ არ ეყოლებოდა ფორვარდი, რომელმაც 7 სეზონში ( 2010-2017) ჩატარებულ 203 მატჩში 100 გოლი შეაგდო.
ამ სეზონიდან კი ლაკაზეტი ლონდონის „არსენალშია“ და 6 მატჩში ოთხი გაიტანა.
აქ უკვე ვეღარ იტყვი, ფეხბურთი რა ქალის საქმეაო.
ავტორის პროფილი
- ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/07/2019 | 20:12სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
აქეთურ-იქითური04/07/2019 | 22:45სიახლე ფეხბურთის წესებში
აქეთურ-იქითური18/05/2019 | 14:15გამტანიდან მიმტანამდე
დავთარი16/05/2019 | 10:28გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !
