Author: ვაჟა ხუციშვილი (ვაჟა ხუციშვილი)

Home ვაჟა ხუციშვილი
ჩაიწერეთ: ნული, ნული, ნული
ჩანაწერი

ჩაიწერეთ: ნული, ნული, ნული

ისტორიაში ჩასაწერი ნულები  შეგროვდა პრიმერა დივიზიონში  მე -11 ტურის შემდეგ. „ბარსელონა“, „ატლეტიკო“, „ვალენსია“ – სამი წაუგებელი გუნდი 11 ტურის მერე  1996 წლის აქეთ არ ყოფილა. 10 მოგებით და ერთი ფრით „ბარსამ“  ძველი შედეგი გაიმეორა ,  „ვალენსიამ“ კი 8 მოგებით და 3 ფრით ახალი ფურცელი ჩააკერა კლუბის დავთარში. მადრიდის „ატლეტიკომ“ მესამედ მოახერხა, რომ 11 ტურმოლეულს წაგება...

დორტმუნდი – ბაიერნი: მოკლე ამბად დიდ ამბავზე
ჩანაწერი

დორტმუნდი – ბაიერნი: მოკლე ამბად დიდ ამბავზე

  სამ მატჩში გოლგაუშვებელი და ზედიზედ სამჯერ მომგები, იუპ ჰაინკესისგან მოსულიერებული „ბაიერნი“,  სამ  მატჩმოუგებელ „დორტმუნდს“ დღეს ესტუმრება. ბუნდესლიგის მეორე გუნდი პირველს მასპინძლობს. ამ ციფრების სტატისტიკური რახარუხიც საკმარისია საამო ფეხბურთის მოლოდინში ხელების მოსაფშვნეტად. იუპ ჰაინკესის თავკაცობით  „ბაიერნი“ „დორტმუნდს“ ბოლოს 2013 წელს  ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვდა და დაამარცხა. საერთოდ, ჰაინკესს ბუნდესლიგაში  28 მატჩი არ წაუგია.  მათ შორის...

მესიზე და ნეიმარზე უკეთესიც გამოჩნდა – ლოპეს პარა! 🎥
ჩანაწერი

მესიზე და ნეიმარზე უკეთესიც გამოჩნდა – ლოპეს პარა! 🎥

ტოტალიზატორის ბილეთიც ამოეღო ბარემ  ჯიბიდან,  რომელშიც  ანგარიშის გამოცნობაზე (0:0) ჰქონდა ფსონი,  თუ არა, აბა ეს რა იყო ? ბურთი კარის ხაზს რომ კვეთდა, სწორედ მაშინ  არ დაუსტვინა ? ლოპეს პარაზე მოგახსენებთ, ესპანელ მსაჯზე, რომელმაც 1 ნოემბერს, „ხიმნასტიკი“ – „პონფერადინას“ მატჩზე ისეთი ფინტი ჩაატარა, ნეიმარი და მესი ფეხბურთში შემთხვევით მოხვედრილებად მოგეჩვენებათ. არც ნეიმარს და არც მესის...

ყველაფერი გაიხადე და ფეხებით წამოდი – 2
ჩანაწერი

ყველაფერი გაიხადე და ფეხებით წამოდი – 2

სტადიონზე მოსახვედრად ზოგჯერ კაცი ნემსის კი არა, კედლის ყუნწში გაძვრება. სად აქვს კედელს ყუნწი? არგენტინაში „ბოკა ხუნიორსის“ „ლა ბომბონერას“  ჰქონია. ოღონდ ისეთიც არა, რომ ყველა  გაეტიოს. 29 ოქტომბერს „ბოკა“- „ბელგრანოს“ მატჩის შესვენებაზე მასპინძელთა მავან ფანს, რომელიც პირველ ტაიმში ერთ ტრიბუნაზე მჯდარა, სხვა ტრიბუნაზე გადასვლა განუზრახავს. გრძელი გზის შემოკლება გახვრეტილ კედელში გაძვრომით გადაუწყვეტია, თავი და ნახევარი...

რატომ აკენწლეს არტურო ტივით ?
ჩანაწერი

რატომ აკენწლეს არტურო ტივით ?

ქვეყნის მასხარად გამოაჭენეს არტურო ვიდალი პერუში. ჩილე ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, რაც პერუელებისთვის ლამის ეროვნულ დღესასწაულად იქცა. პერუსაც პლეი ოფი ელის ახალ ზელანდიასთან და ეგებ, თვითონაც ვერ წავიდეს რუსეთში მომავალ ზაფხულს, მაგრამ ამას ვინ დაეძებს, მთავარია, რომ  მოქიშპე ჩილე დარჩა სახლში და პერუელთა ფიესტის და ჩილელი არტურო ვიდალის დაცინვის მიზეზიც ეს გახლავთ. ჩილელთა და ვიდალის...

ნაირსახეობა სახის ახევისა
ჩანაწერი

ნაირსახეობა სახის ახევისა

გასულ უქმეებზე ევროფეხბურთში ხელჩართულობის ტური იყო. ინგლისში და ესპანეთში ორ ფეხბურთელს სახეში არასწორი ხელი მოხვდა. პრემიერლიგაში  „უოტფორდი“ – „სტოკის“ მატჩის ბოლო წუთზე  სტუმარ-მასპნძელი შეიბნენ. ერთი ბეწო სტოკელი ჯო ალენი უვეებეს უოტფორდელ ტროი დინის არ დანებდა… შედეგად, მართალია, ვეება დინიმ ალენს კინაღამ ყბა ააგლიჯა და მიწასაც მოსწყვიტა, მაგრამ სტოკელიც არ გამოდგა ჯაბანი. ტროი დინის ბრალეულობა მსაჯებმა ...

ტვიტერზე წერდა ოდესღაც მერი 🎥
ჩანაწერი

ტვიტერზე წერდა ოდესღაც მერი 🎥

„ბურგოსის“  27  წლის წინანდელ  მოგებას  „რეალთან“  (1990, 2:1)  კიდევ კარგა ხანს, ალბათ, არავინ გამოჩხრიკავდა, ზიდანის გუნდს  29 ოქტომბერს კატალონიურ ჟირონაში რომ არ წაეგო. რატომ გაიხსენეს ესპანეთში 1990 და „ბურგოსი“? –  იმიტომ, რომ  პრიმერაში პირველად  აღზევებულ გუნდთან „რეალი“ 27 წელი არ დამარცხებულა. მაშინ ეს მოახერხა „ბურგოსმა“,  წელს კი – „ჟირონამ“. თან ორივემ  0:1-ის შემობრუნება შეძლო, რაც...

ცოლებო, ჩამოდით ქმრებიდან !
ჩანაწერი

ცოლებო, ჩამოდით ქმრებიდან !

ვისი ბრალია? – იკითხა „ლუცერნის“  მწვრთნელმა მარკუს ბაბელმა,  როცა მიჯრით ორი მარცხის შემდეგ  გუნდს ცხრილის ბოლოში მიაგნო. ცოლების! – უპასუხა მანვე  კითხვას ისე, რომ მიზეზის მისგანებად რაფაელ ბენიტესივით ბლოკნოტში ქექვა არ დასჭირვებია. ბაბელი ფეხბურთელების გასავათებას  მათ  ქალფრენდებს აბრალებს, კაცები ცოტა ხნით დაასვენეთო. „მომდევნო მატჩისთვის ძალიან მოკლე დროში ასი პროცენტით უნდა აღიდგინონ ძალები. ცოლები დროებით დაოკდნენ....

ბალოტელი:  ტოტის ვიტყვი და არ ვიტირებ
ჩანაწერი

ბალოტელი:  ტოტის ვიტყვი და არ ვიტირებ

თავქარიანმა იტალიელმა მეგოლე მარიო ბალოტელიმ ქომაგების კითხვებს სოციალური ქსელით უპასუხა. კითხვაზე  „რეალში“  ითამაშებდა თუ  „ბარსელონაში“, ბალოტელის  პასუხია: „რეალი“ უფრო მომწონს, მაგრამ „ბარსელონა“ თუ  წამიყვანს, „რეალის“ გამო არ ვიტირებ.“ ტოტის და დელ პიეროს შედარებაზე: „ განსხვავებული სტილის ფეხბურთელები არიან, თუმცა ტოტი უკეთესად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ დელ პიერო ფანტასტიური იყო.“ 2013 წელს  „სიტიდან“ „იუვეტუსში“ შესაძლო გადასვლაზე:...

ვის დასცინის გარი ჰარით ?
ჩანაწერი

ვის დასცინის გარი ჰარით ?

გოლით,  გონით და იუმორით ცნობილი  გარი ლინეკერი კვალავაც  ხუმრობის ხასიათზეა. „კიდევ კარგი ზიდანმა არ იცის, რომ ჰარი კეინი ქარიმ ბენზემაზე უკეთესია, თორემ „რეალი“ მის ყიდვას შეეცდებოდა“ –  თქვა  ლინეკერმა  „ტოტენჰემი“ – „ლივერპულის“ (4:1)  მატჩის მერე, რომელშიც კეინმა დუბლი მიიწერა. ფრანგი ფორვარდის განკითხვა ლინეკერმა გასულ კვირას, „რეალი“- „ტოტენჰემის“ მატჩის მერე დაიწყო, ბენზემას ვარსკვლავობას ტყუილად აბრალებენო. ზინედინ...