Author: ვაჟა ხუციშვილი (ვაჟა ხუციშვილი)

Home ვაჟა ხუციშვილი
ჩაჩაკელებო, ჩავუსხდეთ სუბოტიცაში ?
ჩანაწერი

ჩაჩაკელებო, ჩავუსხდეთ სუბოტიცაში ?

სერბეთის სუპერლიგის მატჩში სუპერ საპროტესტო აქცია გამართა ჩაჩაკის „ბორაცმა“. გასულ კვირას სტუმრად სუბოტიცას „სპარტაკთან“ შეხვედრის პირველ ტაიმში ჩაჩაკელები იგებდნენ  (1:0) და მსაჯმა ტაიმის ბოლოს მასპინძლების სასარგებლოდ საეჭვო პენალტი დანიშნა. „ბორაცის“ ფეხბურთელები მსაჯს აუჯანყდნენ და სასტვენის მბრძანებელმა პასუხად ორი კაცი გაუძევა, „სპარტაკმა“ კი პენალტით გაათანაბრა. 9 კაცით დარჩენილი სტუმრები ჯერ თამაშის გაგრძელებას უარობდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში...

შემზარავი ამბავი
ჩანაწერი

შემზარავი ამბავი

რა სხვაობაა კრიშტიანუ რონალდუს და იუია ოსაკოს შორის ? რონალდუ წლიურად 30 მილიონამდე ჯამაგირს იჯიბავს, ხოლო „კიოლნის“ იაპონელი ფორვარდი, ალბათ, ამის მეათედსაც ვერა. საერთო რაღა აქვთ? ორივემ ამ სეზონში თითო გოლი გაიტანა. რონალდუ და ბენზემა ადრე თუ  მეტოქეებს სცემდნენ შიშის ზარს, ახლა მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი და „რეალის“ ქომაგები არიან თავზარდაცემულნი. ორივემ ერთად...

რომის პაპი ლამბორგინის ყიდის
ჩანაწერი

რომის პაპი ლამბორგინის ყიდის

წარმოგიდგენიათ, რომის პაპი ვატიკანში „ლამბორგინით“ რომ დაჰქროდეს? დიდი პატივი იქნებოდა „ლამბორგინისთვისაც“, მაგრამ გამორიცხული ამბავია. ერთ-ერთი უძვირესი მარკის ოთხთვალა რომის პაპს გასულ კვირაში აჩუქეს. ვატიკანის დროშის ფერებით მოხატული „ლამბორგინი ურაკანი“ პაპმა ავტოგრაფითაც კიდევ უფრო გააძვირა და გადაწყდა, რომ მომავალ გაზაფხულზე აუქციონზე გაიყიდება, ხოლო შემოსავალი საველმოქმედო ფონდებში წავა. ლათინოამერკულმა მედიამ „ლამბორგინის“ გაყიდვას საფეხბურთო მიზეზი მოუძებნა. პაპი არგენტინელია...

ნეიმარი: დამნებდი, კავანი !
ჩანაწერი

ნეიმარი: დამნებდი, კავანი !

პენალტის გამო კავანის და ნეიმარს შორის დაწყებული არა სასიყვარულო ისტორია 200 მილიონი ევროს გამარჯვებით დასრულდა. ამიერიდან პენალტებს ბრაზილიელი შეასრულებს – ასე გადაწყვიტა მწვრთნელმა უნაი ემერიმ, ან ვინმემ უფრო ზემოთ და ემერის დააბრალეს. 200 მილიონი ნეიმარში გაისროლეს და ხალხმა კავანის პენალტებს უყუროს ? ორი თვის წინ „ლიონთან“ კავანიმ და ნეიმარმა ბურთი ვერ გაიყვეს თერთმეტმეტრიანის შესასრულებლად და...

გაიესე: აი, ასე, ბრავო !
ჩანაწერი

გაიესე: აი, ასე, ბრავო !

შურისძიების წყურვილი მოიკლა პერუს ნაკრების მეკარე პედრო გაიესემ  და პერუელების მადლიც მოისხა  –  მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენილ ჩილეს სამაგიერო მიუზღო. 2015 წელს  პერუ  შინ  შესარჩევში   ჩილესთან დამარცხდა ( 3:4) და ნამატჩევს თურმე, ჩილელთა მეკარე კლაუდიო ბრავოს გასახდელში კედელზე  მიუწერია: “პატივისცემა !  აქ გაიარა ამერიკის ჩემპიონმა !” ახლა, როცა პერუმ ახალ ზელანდიასთან  მოგებით  მსოფლიო ჩემპიონატის საგზური...

მანდ რას აკეთებ, ბიჭო ?
ჩანაწერი

მანდ რას აკეთებ, ბიჭო ?

ესღა აკლდა ნეიმარს და აგერ, ინებეთ – ბრაზიანმა ერიკ კანტონამაც  გამონახა დრო ბრაზილიელის  გასაკენწლად. –  25 წლისა  „ბარსელონაში“  და ბრაზილიის ნაკრებში  რომ ხარ, საკითხავია, რატომ გადადიხარ საფრანგეთის ჩემპიონატში ? „ამიენს“ და „გენგამს“ რომ ეთამაშო ? მე ფეხბურთის სიყვარული სხვანაირად მესმის.  ვითომ ჩემპიონთა ლიგა ? განა რამდენი მატჩია ჩემპიონთა ლიგაში ? არ მესმის, რატომ  ჩამოვიდა საფრანგეთში...

ქორწილი არ იქნება
ჩანაწერი

ქორწილი არ იქნება

გარეთ ბეილის ქვისლი, 29  წლის ალექსანდერ უილიამსი მშობლების სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ეს მოხდა გასულ ოთხშაბათს ქალაქ პენარტში, კარდიფის ახლოს. ალექსანდერი კარდიფში მამის ავტოსალონში მუშაობდა. ბეილის  საცოლე ემა ესპანეთიდან სასწრაფოდ გაეშურა უელსში დასთან, კეიტთან, რომელსაც ალექსანდერისგან მეორე შვილი ცოტა ხნის წინ შეეძინა. უილიამსის გარდაცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ტრაგიკულმა ამბავმა შეცვალა ბეილის და ემას გეგმა – ისინი...

ხამეს, რად კადრულობ ასეთ რამეს ?
ჩანაწერი

ხამეს, რად კადრულობ ასეთ რამეს ?

მიუნხენის „ბაიერნისა“ და კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის ნიჭიერად წაქცევა ინდური კინოს მამებმა თუ ნახეს, უთუოდ როლს მისცემენ ფილმში. სამხრეთ კორეასთან ამხანაგურ მატჩში ხამესს კორეელმა ცხვირზე წაუთათუნა, ის კი ტაისონის მუშტდარტყმულივით სამარცხვინოდ გაიშხლართა, არიქა, მსაჯი მეტოქეს გააძევებსო, მაგრამ მსაჯმა არ დაუჯერა. ამ ამბავს კინკლაობა მოჰყვა და კოლუმბიელმა ედვინ კარდონამ კორეელებს დასცინა – თითებით თვალები დაიწვრილა,...

თეო, ძმა ხარ !
ჩანაწერი

თეო, ძმა ხარ !

„ატლეტიკოს“ თავდამსხმელის ანტუან გრიზმანის ძმას დიეგო სიმეონეს ტაქტიკა უკვირს. „დეპორტივოსთან“ მატჩისას თეო გრიზმანის კომენტარები ასეთი იყო: „40 მეტრით აიწევს გუნდი, 80 მეტრით უკან ბრუნდება. ასე მეორდება ერთი და იგივე, არ მესმის რატომ. ანტუანი 6 ნომრად თამაშობს. ასე მგონია, რომ  ყოველთვის ერთიდაიგივე მატჩს ვუყურებ და „ატლეტიკოს“ ტაქტიკაში არაფერი იცვლება. ანტუანი უბურთოდ მომენტს ვერ ქმნის და იქნებ...

ბურთმა დასცინა, ხალხი – აცინა 🎥
ჩანაწერი

ბურთმა დასცინა, ხალხი – აცინა 🎥

სახორხოცო ამბავი დაემართა  „გლადბახთან“ მატჩში ( 1:1 )  რობინ ცენტნერს – „მაინცის“ მეკარეს.  პენალტის ნიშნულთან ბურთი ერთი შეხებით ეგონა რომ გააჩერა, მაგრამ  გაეპარა და ჰაერში ამაოდ უქნევდა ფეხს საპენალტე თეთრ ლაქას. მერე კი დაეწია გაპარულს და მცველებიც წამოეშველნენ  გაეშმაკებული ბურთის საჯარიმოდან გაძევებაში. ნამატჩევს თქვა, თვალის კუთხით თეთრ წერტილს ვხედავდი ქვემოთ და ბურთი მეგონაო.