ქორწილი არ იქნება

Home კატეგორიის გარეშე ქორწილი არ იქნება
ქორწილი არ იქნება

გარეთ ბეილის ქვისლი, 29  წლის ალექსანდერ უილიამსი მშობლების სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ეს მოხდა გასულ ოთხშაბათს ქალაქ პენარტში, კარდიფის ახლოს. ალექსანდერი კარდიფში მამის ავტოსალონში მუშაობდა.

ბეილის  საცოლე ემა ესპანეთიდან სასწრაფოდ გაეშურა უელსში დასთან, კეიტთან, რომელსაც ალექსანდერისგან მეორე შვილი ცოტა ხნის წინ შეეძინა. უილიამსის გარდაცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ტრაგიკულმა ამბავმა შეცვალა ბეილის და ემას გეგმა – ისინი ქორწილისთვის ემზადებოდნენ.

ავტორის პროფილი

ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.