საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

Home საჭირბოროტო კითხვა-პასუხი საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
  • უყურე ბრაზილია – არგენტინას?
  • უცნაური ხალხია.
  • რატომ?
  • აბა, რატომ უნდა ითამაშო ფეხბურთი დილის რვა საათზე?
  • ე, ეგ ეგრე გამოვიდა. იქ რომ ღამეა, აქ დილაა, ამდენი არ იცი?
  • მაგდენი როგორ არ ვიცი, მაგრამ ამ ბრაზილიელებს ტვინი არა აქვთ და…
  • ბრაზილიელებს? ჰმ…
  • ჰო, ბრაზილიელებს. ვეღარ გაიგეს, რომ არგენტინელებს არ უნდა ეთამაშონ?
  • აბა ვის უნდა ეთამაშონ?
  • ავსტრალიას. ჰა, ჰა, საუდებს.
  • და პელე რომ ჰყავდეთ, მაინც მოუგებს არგენტინა?
  • კიდევ კარგი, არა ჰყავთ.
  • ეს ვინა ყოფილა. რატომ?
  • პელე რომ ჰყავდეთ, ხომ მთლად სირცხვილით დაიწყვებოდნენ.
  • რატომ? პელემ თამაში არ იცის?
  • „პელე“ მე ყავა ვიცი და ისიც კაი ბითურული ყავაა.
  • ხედავთ რაებს ბედავს?
  • რაებს ვბედავ? კარგი ყავაა?
  • ყავა რა შუაშია, პელეზეა ლაპარაკი.
  • და „პელე“ ყავა არ არის?
  • პელე ფეხბურთის მეფეა. არ იცი?
  • ააა. იმ კაცზე ამბობ?
  • პელე „ის კაცია“?
  • არა, არა. პელე ის კაცი არ არის. ნამდვილად არ არის ის კაცი.
  • აბა, ვინ არის?
  • რა ვიცი, ვინ არის თვითონაც არ იცის.
  • ეგ როგორ?
  • როგორ და ამბობს დღესაც ყველაზე მაგარი ვარ ფეხბურთშიო.
  • მერე?
  • რაღა მერე, ყავაა და ამბობს ფეხბურთში ვარ მაგარიო. სად ყავა და სად ფეხბურთი.
  • ესე იგი, მარადონისტი ყოფილხარ. მარადონამ კიდევ ეფედრინი დალია.
  • შენ გინდა თქვა, რომ ყავის სმა შეიძლება და ეფედრინის არა?
  • თუ აკრძალულია…
  • თუ ძმა ხარ. რაც აველანჟს ეფედრინი დაულევია, ვინ დათვალა?
  • და აველანჟი ხომ არ თამაშობს ფეხბურთს?
  • ნეტავ ეთამაშა. ახლა ვეტერანი იქნებოდა. გავაცილებდით.
  • მაინც ხომ მიდის?
  • არ მჯერა.
  • რატომ?
  • პელემაც თქვა წავედი, მარადონამაც თქვა, წავედიო და არც ერთი არ წასულა.
  • პელე წავიდა. ხომ გააცილეს?
  • ეგ არ მაინტერესებს. მე შენ გეკითხები, რატომ ეთამაშებიან ბრაზილიელები არგენტინელებს?
  • არ ვიცი.
  • მე კიდევ ვიცი. იმიტომ ეთამაშებიან, რომ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნონ, „პელე“ არის ყავა და…
  • და მარადონა ეფედრინი?
  • არა, აველანჟი არის ეფედრინი.
  • და გაზა?
  • რა შუაშია აქ გაზა…
  • პელე თუ ყავაა და მარადონა თუ ეფედრინი, გაზა რაღა გამოდის?
  • გაზა ხომ გადმოვარდა.
  • საიდან?
  • აივნიდან, ბავშვობაში. თავით დაეცა.
  • მერე?
  • მერე გაიცინა.
  • ამით რისი თქმა გინდა?
  • იმის, რომ ფეხბურთი ყავა არ არის.
  • ისევ ბრაზილიაზე ამბობ?
  • მე ვამბობ, რომ სამართალმა ეფედრინი ჭამა, ანუ პასარელამ ბრაზილია ჭამა, ანუ ეფედრინმა აველანჟი ჭამა, ანუ სამართალმა… გაიგე?

02.05.1998