
თამაშის დასრულებამდე სამი წუთი რჩება… ფრეა… მწვრთნელს მოედანზე ორი შემტევი გამოჰყავს… შესაცვლელი ფეხბურთელი წუთნახევარს ანდომებს მოედნიდან გასვლას. თან საკუთარ თავს ტაშს უკრავს. აშკარაა, რომ მთავარი მიზანი არწაგებაა. პრობლემაც მანდ იმალება. არწაგება უკვე შედეგია და ლამის სიამაყით აღიქმება. „დასტოინი“ წაგებაზე და „შტანგები დავუღუნეთ, მაგრამ არ შევიდა“-მდეც არ ვართ შორს. თან იტალიებთან და საფრანგეთებთან კი არა – გუშინ რომ ხურდად ვთვლიდით, იმათთან. ქართულ ფეხბურთს ნიჭი არ აკლია. ქართულ ფეხბურთს ფსიქოლოგიის პრობლემა აქვს – საფეხბურთო პროვინციალიზმის პრობლემა. „ნიჩიაზე“ მოთამაშე გუნდი ვართ! წესით, გაეროს ცისფერი ჩაფხუტებით უნდა გავდიოდეთ მოედანზე. განზრახ გავიარე ერთი დღე, რომ ცხელ გულზე ნაწერით არავინ მეწყენინებინა. აღმოჩნდა, რომ ცივი გონებითაც იგივეს ვფიქრობ: არწაგებაზე მეოცნებე ეროვნულ სტადიონს ვერასოდეს შეგივსებს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
