ადრე ასე თუ ისე ხვდებოდნენ, ვინ გაიმარჯვებდა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში, ახლა კი სრული გაურკვევლობაა. კანდიდატი რამდენიმეა; მათ შორის გამოკვეთილი ფავორიტი არ ჩანს. 100 ხმოსან ჟურნალისტს „ფრანს ფუტბოლის“ ანკეტების გაგზავნის ბოლო ვადა 28 სექტემბრამდე აქვს. პარასკევს კანდიდატებთან, ოსმან დემბელესა და ხვიჩა კვარაცხელიასთან Ligue 1+ -მა ერთობლივი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც „პარი სენ ჟერმენის“ ვარსკვლავებმა ერთმანეთი აქეს. ტექსტი, რომლსაც ქვემოთ გთავაზობთ „პარიზიენმა“ გამოაქვეყნა.
„მე სათამაშო სტილისა და გუნდისთვის გაწეული დიდი დახმარების გამო ხმას ოსმანს მივცემდი, – თქვა ქართველმა, – მისი შესაძლებლობები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის წარმოუდგენლად ძლიერია. ბედნიერები ვართ, რომ ის ჩვენს გუნდშია“.
თავის მხრივ დემბელემ თქვა, რომ ძალიან გაუხარდება თუ „ოქროს ბურთს“ კვარაცხელია მოიგებს:
„ჯილდოს ხვიჩა იმსახურებს. მას გამორჩეული სეზონი ჰქონდა. ჩემთვის ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ამიტომაც უნდა დააჯილდოვონ „ოქროს ბურთით“.“
2025 წლის გამარჯვებული თავის წინ წამოწევას მოერიდა. მან თქვა: „მწვრთნელი ლუის ენრიკე ყოველ დღე გვახსენებს, რომ წინა პლანზე გუნდი უნდა დავაყენოთ და საკუთარ თავზე მატად მასზე უნდა ვიფიქროთ. ჩემი თავის წინ დაყენება არ მიყვარს. ყველაზე მნიშვნელოვანი დრო ის არის, რომელსაც შენს თანაგუნდელებთან ერთად მოედანზე ატარებ. სიხარულის წუთებსაც ვის უზიარებ? ოჯახს, მეგობრებს და „პარი სენ ჟერმენის“ კლუბს. საუკეთესო მომენტებიც სწორედ ეს არის“.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 06:56კვარამ და დემბელემ ერთმანეთი აქეს
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 08:48საფრანგეთში ზიდანის ერა იწყება
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 07:40იამალი პსჟ-ს და მბაპეს წინააღმდეგ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 09:15დუეს არ ათამაშებენ და ახალ კონტრაქტს სთავაზობენ
