სამარყანდში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე ოთხი ტური მიილია.
გვსურს ყურადღება ერთი საინტერესო დეტალზე გავამახვილოთ: საჭადრალო ოლიმპიადებზე ვერ ვიხსენებთ შემთხვევას, რომ ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს კაცთა ნაკრებს მეტი ქულა ჰქონდეს, ვიდრე – ქალთა გუნდს. სამარყანდში კი ასეა…
ვაჟებმა მეოთხე ტურში ბელგია 3:1 დაამარცხეს. ჩვენს გუნდს გამარჯვებები ლევან ფანცულაიამ და ლუკა პაიჭაძემ მოუტანეს, ხოლო ნიკოლოზ კაჭარავამ და ბაადურ ჯობავამ თავიანთი პარტიები ყაიმით დაასრულეს. ოთხი ტურის შემდეგ 8-8 ქულით ცხრილის თავში რვა გუნდია. კიდევ რვა გუნდს, მათ შორის საქართველოს – 7 ქულა აქვს. ჩვენები მეხუთე ტურში ინგლისს ეთამაშებიან.
ქალთა ნაკრებმა კი ამ ტურნირზე მეორედ წაიფორხილა და ქულა ავსტრიის სუსტ ნაკრებთან დაკარგა – 2:2. ოთხივე ჩვენიანი – ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და მერი არაბიძე ყაიმზე შეთანხმდა. აქ ოთხი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ (8 ქულა) 10 ნაკრები ლიდერობს, ორმა გუნდმა 7-7 ქულა მოაგროვა, ხოლო 39 გუნდი 6-6 ქულით მეცამეტე-ორმოცდამეთერთმეტე ადგილებს ინაწილებს. ამ ჯგუფშია საქართველოც, რომელიც დამატებითი მაჩვენებლებით მე-19 ადგილზეა. მეხუთე ტურში ჩვენი გოგონები ინდონეზიას გაეჯიბრებიან.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 14:30მარცხი სკანდინავიელებთან
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
