შაბათს „ბორნმუთთან“ 4:0 მოგებულ მატჩში სერხიო აგერომ დუბლი შეასრულა და „ეტიჰადზე“ გატანილი მე-100 და 101-ე გოლები იზეიმა. მარადონას ყოფილი სიძე „სიტიში“ 2011 წლიდანაა და პრემიერლიგის 195 შეხვედრაში 134 გაიტანა, ყველა ტურნირში კი 273 მატჩში 184 გოლი მოაგროვა. 2017 წლის 1 იანვრიდან „სიტის“ 101 გოლი აქვს გატანილი და „ლივერპულის“ 1982 წლის შედეგის (106 გოლი კალენდარულ წელში)...
Author: ვაჟა ხუციშვილი (ვაჟა ხუციშვილი)
რეალს კეპა 25 მილიონად დაიცავს
„ბილბაოს“ მეკარე კეპა არისაბალაგა რევუელტა 1 იანვრიდან მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გახდება. 23 წლის კეპაში, „მარკას“ ცნობით, მადრიდული კლუბი ბასკებს 25 მილიონ ევროს მიუთვლის, ხოლო მეკარეს ექვსწლიან კონტრაქტს გაუფორმებს – 2 500 000 ევრო წლიურად. კეპა ბასკური კლუბის აღზრდილია. 2011 წლიდან „ბილბაოშია“. 2014-2016 წლებში განათხოვრებული იყო ჯერ „პონფერადინაში“, მერე კი „ვალიადოლიდში“. მისი კონტრაქტი „ბილბაოსთან“ მომავალ ივნისს...
როცა ვიტიყვი ა, მაშინ გამოვალ
ნეიმარს სურს, თვითონ გადაწყვიტოს, რომელ მატჩში ითამაშებს და რომელში – არა. საიდან მოიტანა და ვინ მოუყვა, უცნობია, მაგრამ „Yahoo Sports“-ის ჟურნალისტმა დანკან კასტლესმა „პარი სენ ჟერმენიდან“ სწორედ ასეთი ამბავი გამოიტანა. თუ ეს მართლია, მაშინ ძალიან იოლია ნეიმარის მომავლის წინასწარმეტყველება მისი მადის ზრდადობის გათვალისწინებით. 1) „ბარსელონადან“ წავიდა – მესის ჩრდილში ყოფნა აღარ ისურვა. 2) უძვირესია ფეხბურთის...
იყიდება მარადონა გაზზე
კარგად მოიჩხრიკეთ ჯიბეები და ზედმეტი 300 ათასი არგენტინული პესო ან 17 000 დოლარი თუ მოგეძევებათ, შეგიძლიათ იყიდოთ 1986 წლის „ფორდ სიერა X4“, რომელიც მარადონას მამას, დონ დიეგო მარადონას ეკუთვნოდა. უძრავ-მოძრავი ქონების არგენტინულ საიტზე მავანმა „მირკომ“ გასაყიდად გამოიტანა 1986-წლის გამოშვების „ფორდი“. ირკვევა, რომ დონ დიეგოს ავტომანქანა 1986 წლის 2 თებერვალს უყიდია. იმავე წლის ზაფხულში მისმა გენიოსმა...
რეცეპტი: შარდში გავურიოთ დოპინგი…
რუსეთის სპორტში დოპინგის გამო გახურებული სკანდალი მთავრობის ჰალსტუხიანებსაც მისწვდა. რუსეთის ვიცე-პრემიერს და საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტ ვიტალი მუტკოს ხელი დაადეს – პირადად ითხოვდა ერთი უკრაინელი სპორტსმენის შარდში დოპინგის გარევასო, თქვა გრიგორი რადჩენკოვმის ვექილმა ჯიმ უოლდენმა. შეგახსენებთ, რომ რადჩენკოვი იყო მოსკოვის ანტი-სადოპონგო ცენტრის უსტაბაში. 2015 წელს დოპინგ სკანდალის აგორების შემდეგ აშშ-ში გადაიხვეწა, დღემდე იქ იმალება და ოკეანის...
ტორპედო, დეიმატე მაგი !
საქართველოში, მატჩისას თუ მატჩის შემდეგ მოედანზე შევარდნილი ბავშვები აღარავის უკვირს. ზოგი ნიძლავზე შერბის, ზოგი მაისურისთვის, ზოგიც ალბათ, სტიუარდებთან დაჭერობანას სათამაშოდ. ერთი ქართველი გერმანელ ბასტიან შვაინშტაიგერს ფეხებშიც კი ჩაუვარდა… „დინამო“ – „ტორპედოს“ საჩემპიონო თამაში კი რამდენიმე წუთის დამთავრებული იქნებოდა, როცა 10-12 წლის ბიჭი შეიჭრა მინდორზე და სტიუარდებთან დაჭერობანა გააჩაღა. ისე ყოჩაღად უსხლტებოდა სამ კაცს, როგორც ჩარლი...
34!
დიდი წიოკია მოსალოდნელი დოპინგის გამო რუსულ ფეხბურთში. გრიგორი რადჩენკოვს აქვს 34 რუსი ფეხბურთელის – მათ შორის ნაკრების წევრები – სია, რომლებიც აკრძალულ პრეპარატებს იყენებდნენ და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზეც ითამაშეს. ვინაა გრიგორი მიხაილის ძე რადჩენკოვი? ეს გახლავთ 59 წლის ქიმიკოსი, რომელიც მოსკოვის ანტი-სადოპინგო ლაბორატორიას თავკაცობდა (2005-2015) და თავად იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც რუსი სპორტსმენების დოპინგიანი...
კატალონიური ამბავი: აბიდალი გვარდიოლას ბავშვია ?
„ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა ერიკ აბიდალმა რადიო „EUROPE 1”- თან ინტერვიუში ძველი ამბავი გაიხსენა, რომელიც ხოსეპ გვარდიოლას მწვრთნელობისას აშშ-ში, სეზონის წინა შეკრებისას მოხდა. გვარდიოლას აბიდალისთვის უთქვამს, ტიერი ანრის ფრანგულად ნუ ელაპარაკები, ესპანურად ისაუბრეთო, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: „ ჯერ ერთი, ეგრე ნუ მელაპარაკები, ბავშვი არ ვარ, და მეორე – თუ მე ანრისთან ფრანგულად საუბარს მიკრძალავ, კატალონიელი...
რობინიო ქალს უარობს
„მილანის“ ყოფილ ფეხბურთელ რობინიოს მილანის სასამართლომ გაუპატიურებისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გასულ ხუთშაბათს გამართულ პროცესზე პროკურორმა 10 წლიანი პატიმრობა მოითხოვა ბრაზილიელისთვის, მოსამართლემ კი 9 გადაწყვიტა. „ატლეტიკო მინეიროს“ ფეხბურთელმა განაჩენის შესახებ იმ დრო შეიტყო, როცა ვარჯიშზე მიდიოდა. რობინიო უარყოფს ბრალდებას და სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. მისი ადვოკატები საამისოდ ქაღალდებს უკვე აგროვებენ. კლუბი თავს იკავებს კომენტარებისგან,...
ყველგანმავალი მახათი
რა აკეთოს უსაქმოდ დარჩენილმა 36 წლის კაცმა თუ სეზონის ბოლომდე ფეხბურთიდან გააძევეს? ქომაგის ჩაწიხვლისთვის „მარსელიდან“ მოკვეთილმა პატრის ევრამ საუცხოო გამოსავალი მოძებნა – ფორმის შესანარჩუნებლად „ჯიპი“ ჩაიბა, მის სახურავზე ფიზმომზადების მწვრთნელი შესვა და ასე მხიარულად, „ჯიპის“ თრევით ვარჯიშობს. „ცხოვრება ზოგჯერ შეიძლება მძიმე გეჩვენოს, მაგრამ ღიმილი უნდა შეინარჩუნო“ – თქვა ფრანგმა, რომელიც უეფამაც დასაჯა და 2018 წლის...









