Author: ვაჟა ხუციშვილი (ვაჟა ხუციშვილი)

Home ვაჟა ხუციშვილი
აიაქსი ახალ წელს ახლით შეხვდება
ჩანაწერი

აიაქსი ახალ წელს ახლით შეხვდება

„აიაქსის“  მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი გახდა, რომელიც მანამდე „უტრეხტს“ თავკაცობდა. 47 წლის ტენ ჰაგმა მარსელ კეიზერი შეცვალა, ვინც ამსტერდამულ კლუბში ოდენ ექვსი თვე გაატარა. კეიზერის  ხელქვეით „აიაქსი“ ჯერ ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოხვდა – „ნიცასთან“ დამარცხდა, მერე კი უეფას ევროპის ლიგის ჯგუფსი ჩარჩა. ერიკ ტენ ჰაგი მთავარ მწვრთნელად მუშაობდა „იგლზში“ ( 2012-2013 ), მერე მიუნხენის...

კარლუშ, ოღონდ არა კეირუშ
ჩანაწერი

კარლუშ, ოღონდ არა კეირუშ

„სუონსის“ მწვრთნელად 52 წლის პორტუგალიელი კარლუშ კარვალიალი დანიშნეს. მან ალან კურტისი შეცვალა, რომელმაც გუნდი 20 დეკემბერს დროებით ჩაიბარა პოლ კლემენტისგან. კლემენტი „სუონსის“ იანვრიდან თავკაცობდა და თითქმის გასავარდნად განწირული გუნდი პრემიერლიგაში დატოვა. ამ სეზონში უელსურმა კლუბმა მხოლოდ სამი მატჩი მოიგო და ისევ ბოლო ადგილზეა. 19 დეკემბერს „ევერტონთან“ მარცხის შემდეგ პოლ კლემენტი მოხსნეს. კარლუშ კარვალიალი ორი წელი...

საუკუნის თაღლითობა ეკვადორში
ჩანაწერი

საუკუნის თაღლითობა ეკვადორში

როგორც „ბილბაოში“ ტრადიციულად თამაშობენ მხოლოდ ბასკები, ასევე ეკვადორში კიტოს „ნასიონალს“ აქვს  ტრადიცია, გუნდში ჰყავდეს მხოლოდ ეკვადორელები. ასე იყო 1964  წლიდან სანამ წლეულს, დეკემბერში, არ გაირკვა, რომ უკვე ორი სეზონია „ნასიონალში“ 30 წლის კოლუმბიელი  რინსონ ლოპეს ლედესმა თამაშობს. აქამდე როგორ ვერ გაიგეს ?  17  წლის იყო კიტოში რომ ჩავიდა და ყალბი პასპორტით ეკვადორელი გახდა, რათა სამუშაო...

75 000 000 დაცვას მიხედავს
ჩანაწერი

75 000 000 დაცვას მიხედავს

მცველისთვის სარეკორდო 75  მილიონი გირვანქა გადაუხადა „ლივერპულმა“ „საუთჰემპტონს“ ვირგილ ვან დიიკის სანაცვლოდ და ჰოლანდიელი 1 იანვრიდან „ლივერპულის“ დაცვას გააძლიერებს.  26 წლის ფეხბურთელი კვირაში დაახლოებით 180  000  გირვანქას  მიიღებს. აქამდე  უძვირფასესი მცველი კაილი უოკერი იყო, რომელიც გასულ ზაფხულს „სიტიმ“  „ტოტენჰემისგან“ 54 მილიონად იყიდა. ვან დიიკმა კარიერა „ტილბურგში“ დაიწყო, მერე  „გრონინგენში“ გადავიდა და „სელტიკში“  (2013-2015) გააგრძელა. „სელტიკმა“...

გოგოვ, გნახე ინსტაგრამზე !
ჩანაწერი

გოგოვ, გნახე ინსტაგრამზე !

გასულ შაბათს გალისიური დერბი „დეპორტივო“ – „სელტა“ 1:3  დამთავრდა. „დეპორის“ ქალ ფეხბურთელთა გუნდის რამდენიმე მოთამაშე დაქალებითურთ სავახშმოდ შეიკრიბა და დერბის ჩაუჯდა. მატჩის დამთავრების შემდეგ  ერთ-ერთმა, პატრისია დიას რუისმა, ინსტაგრამზე დადო  გახარებული გოგოების სურათი წარწერით: „ვზეიმობთ „სელტას“ მოგებას” !   მალე გამოჩნდა, რომ ეს უშნო ხუმრობა იყო, რადგან „დეპორის“ ფანობა აღშფოთდა, კლუბის ოფიციალური პირები კი შეშფოთდნენ. ატყდა...

ეს აბრეუ ვინ ყოფილა ?
ჩანაწერი

ეს აბრეუ ვინ ყოფილა ?

ურუგვაელმა სებასტიან აბრეუმ, რომელიც გინესის წიგნშია როგორც 25 სხვადასხვა კლუბში ნათამაშები, რეკორდი გააუმჯობესა – 25 არ ეყო და ოცდამეექვსეში გადავიდა. 41 წლის ფორვარდმა, ვისაც 400-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი, ჩილეს „აუდაქს იტალიანოსთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აბრეუს აქამდე რეკორდის მოზიარედ ჰყავდა ასევე 25 კლუბ გამონაცვალი გერმანელი მეკარე ლუც პფანენშტიელი, რომელმაც კარიერა 2011  წელს დაასრულა. გერმანელი სხვა...

ყოფილი მილიონერი ხელით რეცხავს
ჩანაწერი

ყოფილი მილიონერი ხელით რეცხავს

საშინელებები ილაპარაკა ემანუელ ებუმ „მირორთან“ ინტერვიუში. „არსენალის“ ყოფილ ფეხბურთელს ცოლთან გაყრის შემდეგ გახვრეტილი გროშიც აღარ აბადია და თურმე მეგობრის სახლში იატაკზე სძინავს. ხელით რეცხავს სარეცხს და ზოგჯერ თვითმკვლელობაზეც ფიქრობს. 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი „არსენალიდან“ „გალათასარაიში“ 2011 წელს გადავიდა, 4 სეზონი გაატარა და 8 მილიონი ევრო მიუთვალეს, რომელიც თითქმის სრულად ცოლ-შვილისთვის გაუგზავნია. „საბანკო საქმეებისა არაფერი...

ავტოსამწვადე შემთხვევა
ჩანაწერი

ავტოსამწვადე შემთხვევა

„ვალენსიას” მწვრთნელი მარსელინო გარსია ტორალი ავტომობილით გარეულ ღორს დაეჯახა. დედასთან და მეუღლესთან ერთად ხიხონში საშობაოდ მიმავალ ტორალს ლოგრონიო-ბილბაოს ავტობანზე გზააბნეულმა ტახმა გადაურბინა. დამუხრუჭება კი მოასწრო, მაგრამ შეჯახება ვერ აიცილა და შედეგად, მწვრთნელი და მისი ცოლი მსუბუქი ტრავმებით გადარჩნენ, 81 წლის დედა კი უფრო მეტად დაშავდა. ყველანი ახლო ჰოსპიტალში გადაიყვანეს და პირველადი დახმარების შემდეგ გაუშვეს.

ლილის გიჟს გალტიე შეცვლის
ჩანაწერი

ლილის გიჟს გალტიე შეცვლის

„ლილის“ მწვრთნელი 51 წლის კრისტოფ გალტიე გახდა. ამავე კლუბის ყოფილმა ( 1987-1990 ) ფეხბურთელმა ცხრილში ჩაკარგული გუნდი ჩაიბარა და გავარდნას უნდა გადაარჩინოს. „ლილს“ ივნისიდან მარსელო ბიელსა – მეტსახელად „გიჟი“ – თავკაცობდა, მაგრამ 19 მატჩში 19 ქულაზე მეტი ვერ მოაგროვა და 15 დეკემბერს დაითხოვეს. ბიელსა დროებით შეცვალა ოლივიე დალოლიომ და ორ მატჩში გაუძღვა გუნდს, თუმცა ვერც...

ელ კლასიკოს ლოთები, დაალაგეს ბოთლები
ჩანაწერი

ელ კლასიკოს ლოთები, დაალაგეს ბოთლები

„რეალთან“ მადრიდში 3:0 მოგება საკმარისზე მეტი მიზეზია 5 300 ევროს ღირებულების ღვინის ჩასაცეცხლად, რაც ჩაიდინა კიდეც შაკირას ქმარმა ჟერარ პიკემ ნამატჩევს და გამოლოკილი ბოთლების ფოტო ინსტაგრამში გამოფინა. ღვინის მცოდნეებმა არ დაიზარეს და პიკეს  ღვინოების ფასები დაადგინეს. მაშ ასე, სურათზე მარცხნიდან მარჯვნივ დგანან: „შატო ლატური“ – 1495 ევრო „ლა რომანე“  – 3360 „ვეგა სიცილია“ – 479,34...