75 000 000 დაცვას მიხედავს

Home სიახლეები 75 000 000 დაცვას მიხედავს
75 000 000 დაცვას მიხედავს

მცველისთვის სარეკორდო 75  მილიონი გირვანქა გადაუხადა „ლივერპულმა“ „საუთჰემპტონს“ ვირგილ ვან დიიკის სანაცვლოდ და ჰოლანდიელი 1 იანვრიდან „ლივერპულის“ დაცვას გააძლიერებს.  26 წლის ფეხბურთელი კვირაში დაახლოებით 180  000  გირვანქას  მიიღებს.

აქამდე  უძვირფასესი მცველი კაილი უოკერი იყო, რომელიც გასულ ზაფხულს „სიტიმ“  „ტოტენჰემისგან“ 54 მილიონად იყიდა.

ვან დიიკმა კარიერა „ტილბურგში“ დაიწყო, მერე  „გრონინგენში“ გადავიდა და „სელტიკში“  (2013-2015) გააგრძელა. „სელტიკმა“ მაშინ 2 600 000 გირვაქად შეიძინა და ორ წელიწადში 13-ად დაუთმო „საუთჰემპტონს“. ნაკრებში 2015  წლის ოქტომბრიდანაა და 16 მატჩი ითამაშა.