ბოსნიის ნაკრების მწვრთნელად რობერტ პროსინეჩკი დანიშნეს. გერმანიაში დაბადებული, დედით სერბი და მამით ხორვატი პროსინეჩკი მანამდე აზერბაიჯანის ნაკრებს თავკაცობდა 3 წლის განმავლობაში. აზერბაიჯანამდე მუშაობდა თურქულ „ქაისერში“ ( 2012 – 2013 ) და „ცრევნა ზვეზდაში“ ( 2010 -2012 ). 49 წლის ხორვატი მწვრთნელი კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს და მისი დებიუტი 29 იანვარს აშშ-ს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში კალიფორნიაში,...
Author: ვაჟა ხუციშვილი (ვაჟა ხუციშვილი)
ნეტავ ვინ ააგო, რა ნიჭმა ააგო, ეს რა დოზანაა !
თვალი მომეცი და მაყურებინეო – ისეთი ძეგლი დაუდგეს განელ მაიკლ ესიენს მშობლიურ ქალაქ კუმასიში. გენიოსი სკლუპტორის ვინაობა უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ავტორმა რამდენიმე წელი და არაერთი უძილო ღამე შეალია ამ შედევრის შექმნას და ბოლოს და ბოლოს მისმა ნაშრომმა მზის სინათლეც იხილა. „ჩელსის“ მაისურიანი ფეხბურთელის სხეულის პროპორციები შესაძლოა, ოდნავ დარღვეული გეჩვენოთ, მაგრამ ეს ხელს ვერ...
ვინ არის მარქს ლენინი?
17 წლისაა და „ფლამენგოს“ ასაკობრივ გუნდებში არა მხოლოდ კარგი თამაშით, არამედ უცნაური სახელითაც მიიქცია ყურადღება. „მართალი გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის მარქსი ან ლენინი – თქვა მარქს ლენინ დოს სანტოს გონსალვესმა – მამაჩემს ჰქვია ანტონიო მარკეს გონსალვესი. დედაჩემს სურდა, ჩემთვისაც მარკესი დაერქვა, მაგრამ ზუსტად იგივე რომ არ გამოსულიყო, ცოტა გადააკეთა და გამოიყვანა მარქსი“. „რაც...
შო
2018 წლის პირველი გოლის ავტორი გახდა იაპონიის „იოკოჰამა მარინოსის“ ფორვარდი შო ლტო. იმპერატორის თასის ფინალი „სერესო ოსაკა“ – „იოკოჰამა მარინოსი“ 1 იანვარს ევროპის დროით 06:40-ზე დაიწყო და მერვე წუთზე შო ლტომ ანგარიში გახსნა, თუმცა ოსაკელებმა გაათანაბრეს და დამატებით დროში მოიგეს. იმპერატორის თასის მფლობელი 8 აგვისტოს „კოპა სუდამერკანას“ გამარჯვებულ არგენტინის „ინდეპენდიენტეს“ შეხვდება „სურუგა ბანკის“ თასზე. „სურუგა...
ლუანი: აქ მე ვარ მესიც და რონალდუც
სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლუან გილერმო დე ჟესუს ვიეირა დაასახელეს. დეკემბრის ბოლოს ყოველწლიურ გამოიკითხვას ურუგვაული „ელ პაისი“ ატარებს და ეს „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთის“ ანალოგია. 24 წლის ბრაზილიელი ლუანი „გრემიოს“ ნახევარმცველია. 4 სეზონის 110 მატჩში 55 გოლი გაიტანა. ამ სეზონში მოიგო „კოპა ლიბერტადორესი“ და ტურნირის საუკეთესოც გახდა. 368 სპორტული ჟურნალისტიდან 182-მა ხმა სწორედ ლუანს...
კრისტალით დაწყებული კრისტალთან დამთავრდა
„კრისტალ პალასი“ – „მანჩესტერ სიტი“ უგოლოდ დასრულდა და „სიტის“ მიჯრით 19 მატჩიანი მოგება აღარ გაოცდა. პეპ გვარდიოლას პრემიერლიგის უხუცესი მწვრთნელი, 70 წლის როი ჰოჯსონი გადაეღობა. მეტიც – „კრისტალ პალასს“ შეეძლო „სიტის“ 27 მატჩიანი წაუგებელი სერია (8 აპრილიდან) შეეწყვიტა, მაგრამ 92-ე წუთზე მილივოიევიჩს პენალტი ედერსონმა აუღო. აქვე ისიც ვთქვათ, რომ 6 მაისის შემდეგ პირველად „სიტიმ“ მოედანი...
რიუ ავე – ბენფიკა ჩაწყობილია ?
დღეს დილით ლისაბონურმა გაზეთმა „კორეო და მანია“-მ დაწერა, რომ პოლიცია იძიებს „ბენფიკასგან“ „რიუ ავეს“ 4 ფეხბურთელის შესაძლო მოსყიდვის ფაქტს. 2016 წლის 24 აპრილს 31-ე ტურში „რიუ ავემ“ „ბენფიკას“ უმასპინძლა და 0:1 წააგო. წინა დღეს მოიგო „სპორტინგმა“ და გადაასწრო თანაქალაქელებს. 77 ქულა ჰქონდა „სპორტინგს“ და 76 „ბენფიკას“. ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტური რჩებოდა და ბენფიკელებს უეჭველი მოგება...
განცხადება: ვიყიდი სახლს ბარსელონაში
ფილიპე კოუტინიო ბარსელონაში სახლს ეძებს, რადგან დარწმუნებულია, რომ „ლივერპული“ შეასრულებს მისთვის მიცემულ პირობას და იანვარში „ბარსელონაში“ გაუშვებს. გასულ ზაფხულს, როცა ნეიმარი „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა, „ბარსელონას“ ფული გაუჩნდა და კოუტინიოს ყიდვა სურდა, მაგრამ „ლივერპულმა“ ბრაზილიელი არ გაუშვა და იანვრამდე მოცდა სთხოვა. ფეხბურთელმა დაიცადა და იანვარიც მოვიდა, ახლა სიტყვა „ლივერპულზეა“. კოუტინიო 2012 წელს ბარსელონის „ესპანოლში“ იყო...
რემზიმ ნეიმარი ფასდაკლებით იყიდა
წლეულს “პარი სენ ჟერმენმა” იყიდა ნეიმარი 222 მილიონ ევროდ, „მანჩესტერმა“ – ლუკაკუ 85 მილიონად, აარონ რემზიმ კი კარდიფის მდიდრულ უბანში სახლი და ადგილ-მამული – 3 100 000 გირვანქად ისე, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას არ დაელოდა. ნეიმარი მსოფლიოს უძვირესი ფეხბურთელია, ხოლო რემზის სახლი უძვირესია უელსში. შეფასებული იყო 4 500 000-ად, მაგრამ „არსენალის“ ნახევარმცველმა დააკლებინა. მამულში...
გრცხვენოდეთ, ავტობუსებო !
სამარცხვინო უწოდა ჯეიმი კარაგერმა იმ გუნდების თამაშს, რომლებიც პრემიერლიგის ტოპ ექვსეულთან საშინაო მატჩებში დაცვას „ავტობუსებით“ ამაგრებენ. „ლივერპულის“ ყოფილი მცველი რაფაელ ბენიტესმა გააბრაზა. „ნიუკასლი“- „სიტის“ მატჩის (0:1) შემდეგ კარაგერმა ბენიტესის არჩეული ტაქტიკა გაკენწლა და სხვებიც გადასწვდა: „მხოლოდ „ნიუკასლი“ კი არა, თითქმის ყველა ასე თამაშობს საშინაო მატჩებს ტოპ ექვსეულის წინააღმდეგ. პრემიერლიგა სასაცილო ხდება. არის ზედა ექვსი გუნდი...









