რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი, 11-გზის მსოფლიო ჩემპიონი, 100, 200 და ნებისმიერ მეტრზე სირბილში რეკორდსმენი უსეინ სენტ-ლეო ბოლტი მარტიდან „დორტმუნდში“ ვარჯიშს იწყებს. ეს საქმე მოაგვარა „პუმამ“, რომელიც იამაიკელი სპრინტერის და გერმანული კლუბის სპონსორია. რა უნდა „დორტმუნდში“? 31 წლის ბოლტს დიდი ხანია პროფესიული ფეხბურთის თამაში სურს. არაერთხელ უთქვამს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ და რუუდ ვან ნისტელროის ფანია და სირბილის...
Author: ვაჟა ხუციშვილი (ვაჟა ხუციშვილი)
ყაზახეთს რუსული თავი წააძრეს
ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი ალექსანდრ ბოროდიუკი მოხსნეს. 55 წლის რუსმა შარშან ამ დროს ჩაიბარა ნაკრები და მისი თავკაცობით 7 მატჩიდან 6 წააგეს. მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევში ბოლო ადგილი დაიკავეს და ესაა ყაზახეთის ნაკრების უცუდესი შედეგი ბოლო 12 წლის განმავლობაში. ალექსანდრ ბოროდიუკი დღეს ფეხბურთის ფედერაციაში მწვრთნელთა საბჭოზე დაიბარეს და გადაწყვეტილება იქ აცნობეს. იგი შარშან ფედერაცის გენმდივნის კანიშ...
20 წლის შემდეგ (კოუტინიოს მემუარებიდან)
… აი, როგორ იყო სინამდვილეში „ბარსელონაში“ ჩემი გადასვლის ამბავი: 2017 წლის დეკემბრის ბოლოს ნეიმარმა დამირეკა, 15 მილიონი ევრო მასესხეო. ვუპასუხე არ მაქვს მეთქი, იანვარში „ბარსელონაში“ მინდა გადასვლა და 15 მე უნდა დავუმატო „ბარსას“, ფული არ ჰყოფნით და თუ დამეხმარები გადასვლაში, პირველივე ხელფასზე მოგცემო, ვუთხარი. მანამდე რონალდუს ან მესის ესესხე, მეთქი. მათი ვალი უკვე მაქვს და...
ძაღლამდე პენალტი დააკლდა
ჩემპიონშიპის „ნოტინგემ ფორესტმა” ასოციაციის თასიდან „არსენალი” გააგდო – 4:2 მოუგო. მასპინძელმა ერიკ ლიხაიმ დუბლი შეასრულა – პირველი და მეორე გაიტანა – და მესამეც რომ მიეთვალა, ცოლი ძაღლს აჩუქებდა. მე-3 და მე-4 გოლები „ნოტინგემმა” პენალტებით შეაგდო, მაგრამ ლიხაის აღარ დაარტყმევინეს. პოლონური წარმოშობის, აშშ-ს ნაკრების მცველმა ნამატჩევს თქვა: „ცოლი შემპირდა, ამ სეზონში ჰეთ-თრიქს თუ შეასრულებ ძაღლს გიყიდიო...
პეპა გოჭით მოგებული
„რომა“ გუშინ „ატალანტასთან“ შინ დამარცხდა (1:2), სტუმართა კაპიტან ალეხანდრო გომესისთვის კი ეს მოგება იყო საჩუქარი მისი გოგოგოს დაბადების დღეზე, რომელიც 3 წლის გახდა. ამასთან დაკავშირებით არგენტინელმა გომესმა კაპიტნის სამკლავურის დიზაინში ცვლილება შეიტანა. ოპულარული მულტფილმის „პეპა გოჭის“ ნახატით მკლავდამშვენებული გავიდა მოედანზე და გოჭიანი სამკლავურმა გამარჯვება მოუტანა.
მესის 400 დაუთვალეს
დღეს „ბარსელონა“ „ლევანტეს“ უმასპინძლებს და მესი პრიმერადივიზიონში მე-400 მატჩს ითამაშებს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით „მარკამ“ მესის კარიერის 20 ციფრული ფაქტი დაალაგა: – მესამეა „ბარსელონას“ ისტორიაში ვინც 400-იანი გახდება ხავის ( 505 ) და ინიესტას ( 426 ) შემდეგ. – ყველაზე მეტი გოლი პრიმერადივიზიონში – 363 (48 პენალტით ). – 32070 წუთი, 355 მატჩი ძირითადში, 305 სრულად....
სპალეტის 80 წლის დედამაც იცის
„ინტერის“ 17 მატჩიან წაუგებელ სერიას 5 მატჩიანი მოუგებელი მოჰყვა. ლუჩანო სპალეტის გუნდს 3 დეკემბრის შემდეგ ჩემპიონატში არ მოუგია და აქედან ორი წააგო. წუხელ ახლოს იყო გამარჯვებასთან, რაკი სტუმრად „ფიორენტინას“ ამარცხებდა, მაგრამ ბოლო წუთზე გაუშვა და შეხვედრა 1:1 დაასრულა. ნამატჩევს სპალეტიმ თქვა: „ნაგატომო გრიპიანია, რანოკიამ მტკივანი ნეკნებით ითამაშა. იოლად ვკარგავთ ბურთს და პრობლემებს ვიგონებთ. „ფიორენტინამ“ დაიმსახურა...
მერი ბარკლით გამოვიდა
ლივერპულის მერი და „ევერტონის“ ფანი ჯო ანდერსონი ტვიტერზე სიტყვით გამოვიდა – პრემიერლიგის შეფებს სთხოვს, „ევერტონიდან“ „ჩელსიში“ როს ბარკლის გადასვლა გამოიძიონ. „ევერტონის“ აღზრდილი 24 წლის ნახევარმცველი „ჩელსიმ“ გუშინ 15 მილიონ გირვანქად იყიდა, არადა აგვისტოში 30-ს იხდიდა და ფეხბურთელის აგენტმა გარიგება ჩაშალა. საგულისხმოა ისიც, რომ ბარკლი ტრავმირებული იყო და ამ სეზონში წუთიც არ უთამაშია. „ევერტონის“ ფანებისთვის ეს...
აი, სად არაა ძაღლის თავები დამარხული !
„ბოკა ხუნიორსმა“ „ტრაბზონსფორიდან“ 28 წლის მარცხენა მცველი ემანუელ მასი დაიმატა, რომელსაც მუხლებზე ძაღლის თავები ახატია. მასი არგენტინაში ცხოველების და განსაკუთრებით ძაღლების მოყვარულადაა ცნობილი. 2008-2013 წლებში თამაშობდა სან ხუანის „სან მარტინში“, მერე „სან ლორენსოში“ და შარშან დეკემბერში „ტრაბზონსფორში“ გადასულმა არგენტინიდან თურქეთში წაიყვანა ორი პიტ ბული. სწორედ ამ ძაღლების თავები ახატია მუხლებზე, რომლებიც ერთხელ თურქული კლუბის...
გიხაროდენ, გიხაროდენ…
„პარი სენ ჟერმენის” მწვრთნელმა უნაი ემერეიმ მათ გასაგონად ილაპარაკა, ვინც პარიზულ კლუბს ფულის ფანტვისა და ფეარ-პლეის წესების დარღვევის გამო აძაგებს. „როცა ესპანეთში ვმუშაობდი, „რეალი“ ყიდულობდა ვარსკვლავებს – ფიგუს, ზიდანს, რონალდოს… იქ არავის არასოდეს უკითხავს თუ საიდან ჰქონდათ ბევრი ფული ან რატომ ხარჯავდნენ ამდენს და ეს ძალიან კარგი იყო პრიმერა დივიზიონისთვის. ახლა, როცა ვარ პარიზში, მსოფლიოს...









