ლეო დორტმუნდში მიდის…

Home სიახლეები ლეო დორტმუნდში მიდის…
ლეო დორტმუნდში მიდის…

რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი,  11-გზის მსოფლიო ჩემპიონი, 100, 200 და ნებისმიერ მეტრზე სირბილში რეკორდსმენი უსეინ სენტ-ლეო ბოლტი მარტიდან „დორტმუნდში“ ვარჯიშს იწყებს. ეს საქმე მოაგვარა „პუმამ“, რომელიც იამაიკელი სპრინტერის და გერმანული კლუბის სპონსორია.

რა უნდა „დორტმუნდში“?  31 წლის ბოლტს დიდი ხანია პროფესიული ფეხბურთის თამაში სურს. არაერთხელ უთქვამს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ და რუუდ ვან ნისტელროის ფანია და სირბილის დასრულების შემდეგ ფეხბურთელობას ეცდება. თუმცა კი ბავშვობაში კრიკეტი იტაცებდა და პაკისტანის ნაკრების ქომაგი ყოფილა.

ბრიტანულ „ექსპრესთან“  საუბარში ბოლტმა თქვა: „ტრავმა მოვიშუშე, კარგ ფორმაში ვარ,  მარტიდან „დორტმუნდში“  შემოწმებას გავივლი და ვარჯიშს შევუდგები. იქ გამოჩნდება, შევძლებ თუ არა ფეხბურთელის კარიერის დაწყებას. იმედია, მეტყვიან, რომ ამ საქმისთვის გამოვდგები, რადგან ჩემი ოცნება „მანჩესტერში“ თამაშია. თუ დორტმუნდში დამიწუნეს, მაშინ დამატებით ვარჯიში მომიწევს და ამისთვისაც მზად ვარ. ალექს ფერგიუსონს ველაპარაკე და ვთხოვე, სიტყვა შემაწიოს. შემპირდა, რომ ნახავს, რისი გაკეთება შეუძლია“.

ავტორის პროფილი

ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.