„პალმეირასის“ 23 წლის მცველი იერი მინა „ბარსელონამ“ 11 მილიონ 800 ათას ევროდ იყიდა. კოლუმბიელი ფეხბურთელი დღესვე სან პაულუდან ჩაფრინდება ბარსელონაში და ოთხწლინახევრიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. კონტრაქტის გამოსყიდვის ფასია 100 მილიონი. ერთი კვირის წინ „დორტმუნდმა“ 27 მილიონი შეაძლია „პალმეირასს“, მაგრამ „ბარსა“ ბრაზილიურ კლუბს ზაფხულშივე შეუთანხმდა და მინაც ატეხილი იყო იანვარშივე „ბარსელონაში“ გადასვლაზე. იერი მინამ – მეტსახელად...
Author: ვაჟა ხუციშვილი (ვაჟა ხუციშვილი)
ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრმა ვენსან კომპანიმ ბარში 2 მილიონი წააგო
„სიტის“ კაპიტანმა ვენსან კომპანიმ წინა წლის ბოლოს მანჩესტერის ბიზნეს-სკოლა დაამთავრა და ბიზნეს ადმინისტრირებაში მაგისტრის ხარისხი მიიღო. კურსზე ისწავლებოდა ბიზნესი და მენეჯმენტი, ხოლო დასრულდა ორი პრაქტიკული პროექტით. ბოლოს, რა თქმა უნდა, იყო დიპლომის დაცვა. კომპანის ჰქონდა ნაშრომი თემაზე – როგორ შეუძლიათ პრემიერლიგის კლუბებს ბილეთებზე ფასდაკლებით გამოიყენონ უპირატესობა საშინაო მატჩებში და გაიუმჯობესონ შედეგები. კომისიამ სადიპლომო ნაშრომი ასიდან...
მეთოფე ღამურებში
26 წლის ფრანგი ნახევარმცველი ფრანსის კოკელინი „არსენალიდან“ „ვალენსიაში“ გადავიდა. „ღამურებმა“ „მეთოფის“ სანაცვლოდ 12 მილიონი გირვანქა გადაიხადეს და კონტრქტი 2022 წლამდე გაუფორმეს. კოკელინი 2008 წლიდან „არსენალშია“ და სამჯერ იყო განათხოვრებული – „ლორიენში“, „ფრაიბურგსა“ და „ჩარლტონში“ ( 2014). „ჩარლტონიდან“ დაბრუნებულს კარგი დრო დაუდგა, მაგრამ ამ სეზონში ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდებოდა და კარიერის „ვალენსიაში“ გაგრძელება გადაწყვიტა. „ვალენსია“ მესამე...
ლილიმ მესი მესის ფეხებზე დახატა
პარაგვაელმა დიზაინერმა ლილი კანტერომ ლეო მესის ორიგინალურად მოხატული ბუცები ბარსელონაში საჩუქრად ფოსტით გაუგზავნა. სამი თვე დასჭირდა ამანათს ატლანტიკის ოკეანის გადასალახად და „ბარსელონას“ ოფისში მისამართზე მისაღწევად. ამ დღეებში საჩუქარი პატრონთან მისულა და მესის რომ მოსწონებია, „ტვიტერზე“ გამოფენილი სურათიდანაც ჩანს. 25 წლის ლილი უკვე ხუთი წელია ამ ხელობას მისდევს და ფეხბურთელებისგან შეკვეთებს იღებს, ოღონდ მესისგან შეკვეთა არ...
სუზუკიმ კომატცუს ჩაუყარა
იაპონელი კანოისტი იასუხირო სუზუკი ნიჩბოსნობიდან 8 წლით მოკვეთეს. მიზეზი – თანაგუნდელ სეიჯი კომატცუსთვის სასმელში აკრძალული რამ – ნივთიერება ჩაუყრია. ეს მოხდა შარშან სექტემბერში ერთ-ერთი შეჯიბრის დროს. ამ გზით უნდოდა საოლიმპიადოდ კონკურენტი მოეშორებინა და კომატცუს დოპინგ ტესტმაც დადებითი შედეგი აჩვენა. დოპინგიან ნიჩბოსანს, რასაკვირველია, დისკვალიფიკაცია გამოუწერეს, თუმცა სუზუკი სინდისმა შეაწუხა და აღიარა, რომ მისი ნამაიმუნარი საქმე იყო...
არის თუ არა ეს, ქალი სტადიონზე ?
12 იანვარი საუდის არაბეთში ისტორიული იქნება. ქალებს შეუძლიათ მივიდნენ სტადიონზე, დასხდნენ მათთვის გამოყოფილ სექტორებში და ჩემპიონატის მატჩებს უყურონ. პირველი „ქალებიანი“ შეხვედრა ერ-რიადში გამართება, „ალ აჰლი“ „ალ ბატინს“ უმასპინძლებს, მეორე მატჩი ჯიდაში შედგება, სადაც 13 იანვარს „ალ ჰილალი“- „ალ იტიჰადს“ უმასპინძლებს, ხოლო მესამე დამამში „ალ იტიჰადი“ – „ალ ფაზალს“ შორის 18 იანვარს გაიმართბა. 2014 წელს საუდეთში...
პიცის ნაცვლად რ-რ-რ
კოლუმბიელი რეინალდო რუედა რივერა ჩილეს ნაკრების მწვრთნელი გახდა. მან არგენტინელი ხუან ანტონიო პიცი შეცვალა, ვინც ჩილე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა. 60 წლის კოლუმბიელი გასულ სეზონში „ფლამენგოს“ თავკაცობდა, რომელიც ბრაზილიის თასის და „კოპა სუდამერიკანას“ ფინალში გავიდა, მაგრამ ორივე წააგო. მას ადრე ჰონდურასის (2007-2010 ) და ეკვადორის (2010 – 2014 ) ნაკრებში უმუშავია და ორივეჯერ...
წლის გოლი ესეისაში
30 წლის გონსალო იგუაინს 534 მატჩში 271 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ დღეს დილით ბუენოს აირესში ესეისას აეროპორტში რომ გაიტანა, წლის საუკეთესო იქნება. „იუვენტუსის“ ფორვარდი მხოლოდ ფეხმოსწრებული კი არა, სიტყვამოსწრებულიც ყოფილა. „კალიარისთან“ სტუმრად მოგების შემდეგ „იუვე“ საშვებულებოდ დაიშალა და „პიპიტა“ იგუაინმაც სამშობლსკენ გასწია. მგზავრობით დაღლილს ტრაპიდან მიწაზე ფეხის დადგმა არ აცალეს და კამერა-მიკროფონით ეცნენ. „ღამის 3...
მიფრინავენ ფლოსტები
საცოდავ 70 ათას გირვანქას თუ მოგიგდებენ კვირაში და ძლივს შესწვდები „გუჩის“ 675 გირვანქიან ფლოსტებს, განა რა დაშავდება? არც არაფერი – თქვა მარკოს როხომ და თავისი ღარიბული ფლოსტები თვითმფრინავში გადაღებული სურათით გაგვაცნო. კენგურუს ტყავით გაწყობილი „გუჩი“ „მანჩესტერის“ არგენტინელ მცველთან ერთად დუბაიში გაფრინდა ერთკვირიან შეკრებაზე. ფლოსტები დაბინავდებიან ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, რომელშიც ერთი დღე-ღამის გატარება 455 გირვანქა ღირს.
ანანიძე თებერვალში
მოსკოვის „სპარტაკის“ სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა მიხაილ ვარტაპეტოვმა ტრავმირებულების დაბრუნების სავარაუდო თარიღებზე ილაპარაკა, მათ შორის ჯანო ანანიძეზე: „რეაბილიტაცია გეგმის მიხედვით მიდის. ისინი შეკრებაზე ინდივიდუალური პროგრამით მოემზადებიან და ჯანო სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს დაბრუნდება“. შეგახსენებთ, რომ ანანიძეს 23 სექტემბრის მერე არ უთამაშია.









