მეთოფე ღამურებში

Home კატეგორიის გარეშე მეთოფე ღამურებში
მეთოფე ღამურებში

26  წლის ფრანგი ნახევარმცველი ფრანსის კოკელინი  „არსენალიდან“ „ვალენსიაში“ გადავიდა. „ღამურებმა“ „მეთოფის“ სანაცვლოდ 12 მილიონი გირვანქა გადაიხადეს და კონტრქტი  2022  წლამდე გაუფორმეს.

კოკელინი 2008 წლიდან „არსენალშია“ და სამჯერ იყო განათხოვრებული – „ლორიენში“, „ფრაიბურგსა“ და „ჩარლტონში“ ( 2014).

„ჩარლტონიდან“ დაბრუნებულს კარგი დრო დაუდგა, მაგრამ  ამ სეზონში ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდებოდა და კარიერის „ვალენსიაში“  გაგრძელება  გადაწყვიტა.  „ვალენსია“ მესამე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაში  თამაშის შანსი აქვს.

„ღამურებმა“  წლეულს „ატლეტიკოდან“ სეზონის ბოლომდე არგენტინელი ფორვარდი ლუსიანო ვიეტოც დაიმატეს. 24 წლის ვიეტომ  9 აიანვარს უკვე მოასწრო სამი გოლის გატანა „ ლას პალმასთან“ სათასო მატჩში და ესპანეთში პირველი ჰეთ-თრიქი  მიითვალა.

„ვალენსია“ ამ უქმეებზე „დეპორტივოს“ ესტუმრება, რომელსაც 3 დეკემბრის მერე არ მოუგია.

 

ავტორის პროფილი

ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.