კოლუმბიელი რეინალდო რუედა რივერა ჩილეს ნაკრების მწვრთნელი გახდა. მან არგენტინელი ხუან ანტონიო პიცი შეცვალა, ვინც ჩილე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა.
60 წლის კოლუმბიელი გასულ სეზონში „ფლამენგოს“ თავკაცობდა, რომელიც ბრაზილიის თასის და „კოპა სუდამერიკანას“ ფინალში გავიდა, მაგრამ ორივე წააგო. მას ადრე ჰონდურასის (2007-2010 ) და ეკვადორის (2010 – 2014 ) ნაკრებში უმუშავია და ორივეჯერ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვდა. ჰონდურასში ამის გამო დიდი პატივი დასდეს და მადლობის ნიშნად 2011 წელს თავიანთი ქვეყნის მოქალაქეობა მიანიჭეს.
რეინალდო რუედას პროფესიული ფეხბურთი არასოდეს უთამაშია. ფიზმომზადების მწვრთნელის დიპლომი აქვს მიღებული გერმანიაში, კიოლნში და მწვრთნელებს ლექციებს უკითხავდა კოლუმბიაში.
ავტორის პროფილი
- ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/07/2019 | 20:12სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
აქეთურ-იქითური04/07/2019 | 22:45სიახლე ფეხბურთის წესებში
აქეთურ-იქითური18/05/2019 | 14:15გამტანიდან მიმტანამდე
დავთარი16/05/2019 | 10:28გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !
