„კრისტალ პალასის” ფანებს პოლიციამ მრავალრიცხოვანი დაცვა დაუყენა და ასე ესკორტით მიაცილა ქალაქ ბრაიტონ ენდ ჰოუვის „ფელმერ სტედიუმამდე” (იგივე „ამერიკან ექსპრესის” სტადიონი), სადაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასზე მასპინძელმა „ბრაიტონმა” მათ გუნდს 2:1 მოუგო.
მიზეზი: ნოემბერში, როდესაც ეს გუნდები პრემიერლიგის შეხვედრაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, არეულობა მოხდა. ბევრი ბილეთიანი გულშემატკივარი ვერ შევიდა სარბიელზე. მერე სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ ტურნიკეტები უბილეთოებმა დალაშქრეს, რის გამოც შესასვლელები გადაკეტეს და ბილეთიანი ხალხი დაიჩაგრა.
საბედნიეროდ, ამჯერად M23-ის (ჩვენებურად რომ თქვათ ტრასის ნომერია) დერბი ინციდენტის გარეშე ჩატარდა.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
