ჭდე: ბრაიტონი

Home ბრაიტონი
მამარდამ ეშხში შესული ბრაიტონი შეაკავა
ჩანაწერი

მამარდამ ეშხში შესული ბრაიტონი შეაკავა

„ლივერპულმა’’ პრემიერლიგაში მორიგი შეხვედრა წააგო, ამჯერად „ბრაიტონთან’’ დამარცხდა – 1:2. Liverpool Echo წერს, რომ ეს იყო მატჩი, რომელშიც ორივე გუნდი ხშირად ცდებოდა. ბრაიტონელებისგან ორივე გოლი, თითო ტაიმში თითო, დენი უელბეკმა გაიტანა, შუაში კი მილოშ კერკეზმა ანგარიში გაათანაბრა. ეს მარცხი იმას ნიშნავს, რომ არნე სლოტის გუნდი შეიძლება ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში ვერ მოხვდეს. მერსისაიდელთა ქართველ მეკარეს...

გაქაჩვა – ზედიზედ ოთხი კი პირველად წააგო
ჩანაწერი

გაქაჩვა – ზედიზედ ოთხი კი პირველად წააგო

„მანჩესტერ სიტიმ’’ „ბრაიტონთან’’ 1:2 წააგო. ეს იყო გუნდის ზედიზედ მეოთხე მარცხი. მანჩესტერელთა მწვრთნელს პეპ გვარდიოლას ასეთი რამ კარიერაში პირველად დაემართა ― ზედიზედ ოთხი მარცხი 898 მატჩიან კარიერაში აქამდე არ განუცდია. თავიდან „სიტი’’ იგებდა, ნორვეგიელმა ერლინგ ჰოლანდმა პირველ ტაიმში ბურთი მასპინძელთა კარში ფაქტობრივად შეტენა და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ „ქალაქელები’’ ნავსს გაწყვეტდნენ, მაგრამ შეხვედრის მიწურულს ჟოაო პდრომ...

ერთმანეთს დაერივნენ
ჩანაწერი

ერთმანეთს დაერივნენ

ოდესღაც ძლევამოსილი „მანჩესტერ იუნაიტედი” უცნაური ამბების პოლიგონად იქცა. დავიწყოთ იმით, რომ ლეგენდარული მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონის შემდეგ, კლუბმა რამდენი თავკაციც გამოიცვალა, იმდენს მოეცარა ხელი. აგერ, გუშინაც, ერიკ ტენ ჰაგმა „ოლდ ტრეფორდზე” თავისი მოღვაწეობა „ბრაიტონთან” 1:2 წაგებით დაიწყო და მატჩის შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე თქვა, საქმეების ერთ დღეში გამოსწორებას ნურავინ ელითო. ტრიბუნაზე კი მაყურებელმა იჩხუბა. თან, მანჩესტერელები ბრაიტონელებს...

რონალდუს დაბრუნება
ჩანაწერი

რონალდუს დაბრუნება

კრიშტიანუ რონალდუმ „ბრაიტონთან“ (2:0) ჩინებულად ითამაშა — ექვსმატჩიან უგოლო პერიოდს წერტილი დაუსვა და რომ გამართლებოდა ჰეთ-თრიკის შესრულებაც კი შეეძლო. „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეორე გოლი ბრუნო ფერნანდეშმა 90+6 წუთზე გაიტანა. მანკუნიანელთა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ 37 წლის ვეტერანს ასე უკვე კვირებია არ უთამაშია: „ეს იყო საუცხოო გოლი. არა მარტო მნიშვნელოვანი, არამედ საუცხოოც“. ახლა „იუნაიტედს“...

გრემ პოტერი და თავში სახლელი ქვა
ჩანაწერი

გრემ პოტერი და თავში სახლელი ქვა

პრემიერლიგის ტიტულზე ფიქრს თავი დაანებეთ. როგორც ჩანს, „ჩელსის“ ამოცანა ამ სეზონში ოთხეულში დამკვიდრება და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაშია. 2021 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის თომას ტუხელის გუნდმა თავისი უგერგილო სვლა განაგრძო — ბრაიტონში 1:1 ითამაშა. 28-ე წუთზე ჰაკიმ ზიეშის გოლმა დასავლეთ ლონდონელები დააწინაურა, მაგრამ მე-60 წუთზე ადამ ვებსტერმა მძლავრი თავურით გაქვითა ანგარიში. „ჩელსის“ თამაშის სცენარი...

ტუხელი სულელი ხომ არ არის
ჩანაწერი

ტუხელი სულელი ხომ არ არის

თომას ტუხელის აზრით, როდესაც გუნდში ამდენი კოვიდინფიცირებული და დაშავებულია, ჩემპიონობაზე ფიქრი დიდი გულუბრყვილობაა. შინ, „ბრაიტონთან“ ნათამაშევი 1:1-ს გამო „ლურჯებმა“ ბურთი და მოედანი „მანჩესტერ სიტის“ დაუთმეს. არადა, რომელუ ლუკაკუს მიერ 28-ე წუთზე გატანილი გოლით ლონდონელები იგებდნენ. მათ სამწუხაროდ, დენი ველბეკმა 90+1 წუთზე გაქვითა. თუმცა, ტუხელის გუნდისთვის ყველაზე დიდი დარტყმა მაინც რის ჯეიმსის ტრავმა იყო. მან პირველ...

შემოხვდა და დაამარცხა კლოპი თოლიამ
ჩანაწერი

შემოხვდა და დაამარცხა კლოპი თოლიამ

„ლივერპულში” რაღაც გაიბზარა: იურგენ კლოპის გუნდს აგერ უკვე ოთხი მატჩია, შინ არ მოუგია; 348 წუთია, „ენფილდზე” გოლი არ გაუტანია; წუხელ, „ბრაიტონთან” 0:1 წააგო და კვირას „მანჩესტერ სიტის” უნდა უმასპინძლოს. ჩემპიონს ტიტულისთვის ბრძოლა სულ მეტად და მეტად უჭირს. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ გუნდი უმნიშვნელოვანეს ქულებს მაინცდამაინც თავის ლეგენდარულ სტადიონზე კარგავს. აქ, ალბათ ყველას ერთი...

მადრიდული გოლი ლონდონში
ჩანაწერი

მადრიდული გოლი ლონდონში

ინგლისში ხუმრობენ, გარეთ ბეილი სუპერვარსკვლავიდან სუპერსათადარიგოდ იქცაო. ორიოდ კვირის წინ, როდესაც უელსელი „რეალიდან” „სფურზში” დაბრუნების შემდეგ პირველად შევიდა მოედანზე, ასეთი რამ არავის უთქვამს. იმ დღეს ეფექტური დაბრუნების ოცნება კოშმარად იქცა: „ტოტენჰემი” „ვესტ ჰემს” 3:0-ს უგებდა და თამაში 3:3 დასრულდა. „ბრაიტონთან” შეხვედრაში კი ბეილი მოედანზე 70-ე წუთზე, ერიკ ლამელას ნაცვლად შევიდა, როდესაც ანგარიში იყო 1:1 და...

ჟოზეს თერთმეტივე უნდა შეეცვალა
ჩანაწერი

ჟოზეს თერთმეტივე უნდა შეეცვალა

„ანტვერპენთან” 0:1 წაგების შემდეგ, ჟოზე მოურინიუმ თქვა, რომ შესვენებაზე „ტოტენჰემის” ყველა ფეხბურთელის შეცვლა უნდოდა. განრისხებულმა პორტუგალიელმა, ბელგიიდან დაბრუნების შემდეგ დღეს, დილის 11 საათზე, ბაზაზე დაიბარა მთელი გუნდი. მართალია, მოურინიუს პირველი ტაიმის შემდეგ მთელი გუნდის შეცვლა უნდოდა, მაგრამ ეს შეუძლებელია და ამიტომ ოთხი ცვლილებით დაკმაყოფილდა. გამოცვლილთა შორის იყო გუნდის ერთ-ერთი ვარსკვლავი დელე ალი. შესვენებისას „სფურზი” უკვე...

ექვსი აუტსაიდერის ულტიმატუმი
ჩანაწერი

ექვსი აუტსაიდერის ულტიმატუმი

„მირორი” წერს, რომ პრემიერლიგის ექვსი კლუბი ორშაბათს კოლეგებს კატეგორიულად გამოუცხადებს: გააუქმეთ პრემიერლიგიდან გავარდნა და ჩვენ შეწყვეტილ ჩემპიონატს ჩაგამთავრებინებთ! „ნორვიჩი”, „უოტფორდი”, „ასტონ ვილა”, „ბორნმუთი”, „ვესტ ჰემი” და „ბრაიტონი” ნეიტრალურ მოედნებზე თამაშს იმ შემთხვევაში დაყაბულდებიან, თუ გავადნა აღარ იქნება. ისინი პრემიერლიგის კლუბთა ორშაბათის ვიდეოკონფერენციაში სწორედ ამ მოთხოვნით მიიღებენ მონაწილეობას. ჩამოთვლილ კლუბთაგან ერთ-ერთის მაღალჩინოსანმა „მირორს” განუმარტა: „ყველა თავისი ინტერესებიდან...