პრემიერლიგის ტიტულზე ფიქრს თავი დაანებეთ. როგორც ჩანს, „ჩელსის“ ამოცანა ამ სეზონში ოთხეულში დამკვიდრება და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაშია. 2021 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის თომას ტუხელის გუნდმა თავისი უგერგილო სვლა განაგრძო — ბრაიტონში 1:1 ითამაშა.
28-ე წუთზე ჰაკიმ ზიეშის გოლმა დასავლეთ ლონდონელები დააწინაურა, მაგრამ მე-60 წუთზე ადამ ვებსტერმა მძლავრი თავურით გაქვითა ანგარიში.
„ჩელსის“ თამაშის სცენარი იგივე იყო რაც ნოემბერსა და დეკემბერში „ბარნლისთან“, „ევერტონთან“ და იმავე „ბრაიტონთან“. შედეგად, ახლა „ლურჯები“ ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ 12 ქულით ჩამორჩებიან და თუ გავითვალისწინებთ რომ თამაშით მეტიც აქვთ, მათ მდგომარეობას სახარბიელოს ვერ დავარქმევთ.
მეტიც, თუკი „ჩელსი“ უკან მოიხედავს დაინახავს, რომ კვალში „ვესტ ჰემი“, „არსენალი“ და სხვები უდგანან ანუ თუ თამაშს მკვეთრად არ გამოასწორებს, ვინ იცის ოთხეულიდანაც დაიფრინონ.
სხვები ვინღა არიან? მაგალითად „ტოტენჰემი“, რომელიც ამწუთას თანაქალაქელებს 11 ქულით ჩამორჩება, მაგრამ 5 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და ანტონიო კონტეს ხელში საშიში ძალაა.
თუმცა, მთავარი პრობლემა თავად ტუხელის გუნდია, რომელსაც გოლები ვეღარ გააქვს. რომელუ ლუკაკუმ, მაგალითად, ვერც „ბრაიტონთან“ გამოიყენა ხელსაყრელი შესაძლებლობა და მე-80 წუთზე შეცვალეს. და ეს მაშინ, როდესაც ბელგიელში 97,5 მილიონი გირვანქაა გადახდილი.
ამ შეხვედრაში დასავლეთ ლონდონელებს შეიძლება წაეგოთ კიდეც.
ახლა თომას ტუხელს გრემ პოტერი ზედიზედ სამ შეხვედრაში არ დაუმარცხებია.
https://www.youtube.com/watch?v=sFxFgsIOogw
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
