ჰაკიმ ზიეშმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის საპრიზო თანხდ 325 ათასი დოლარი მიიღო და სრულად შესწირა ეს თანხა მაროკოში გაჭირვებულ მოსახლეობას – „ჩელსისა“ და ქვეყნის ნაკრების ნახევარმცველის გადაწყვეტილების შესახებ ინსაიდერი ხალედ ბეიდუნი სოციალურ ქსელში წერს. ზიეშის მხრიდან ასეთი ჟესტი პირველი არ არის, ის თავისი შემოსავლის ნაწილს მუდმივად უნაწილებს ეროვნული გუნდის წევრებსა და ღარიბ ოჯახებს. 2015...
ჭდე: ჰაკიმ ზიეში
რომანის ბოლო შენაძენი და იუბილარი
„ჩელსი“ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასზე ნახევარფინალში გავიდა. დასავლეთ ლონდონელებმა მიდლსბროში 2:0 მოიგეს. ანგარიში რომან აბრამოვიჩის ეპოქის ბოლო ძვირმა შენაძენმა, ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ გახსნა, მეორე კი ჰაკიმ ზიეშმა შეაგდო, რომელსაც ამ დღეს 29 წელიწადი შეუსრულდა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დამთავრებამდე მთელი ერთი საათი რჩებოდა, ზიეშის გოლის შემდეგ თამაშს წერტილი დაესვა. „ჩელსის“ მესამე გოლის შეგდებაც შეეძლო, მაგრამ...
გრემ პოტერი და თავში სახლელი ქვა
პრემიერლიგის ტიტულზე ფიქრს თავი დაანებეთ. როგორც ჩანს, „ჩელსის“ ამოცანა ამ სეზონში ოთხეულში დამკვიდრება და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაშია. 2021 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის თომას ტუხელის გუნდმა თავისი უგერგილო სვლა განაგრძო — ბრაიტონში 1:1 ითამაშა. 28-ე წუთზე ჰაკიმ ზიეშის გოლმა დასავლეთ ლონდონელები დააწინაურა, მაგრამ მე-60 წუთზე ადამ ვებსტერმა მძლავრი თავურით გაქვითა ანგარიში. „ჩელსის“ თამაშის სცენარი...
რეალის აღზრდილი ბარსელონაში?
ჩავის „ბარსელონაში“ ალვარო მორატას მიყვანა სურს. მადრიდის „რეალის“ აღზრდილი (15 წლის ასაკიდან), რომელიც ახლა „იუვენტუსშია“… ფორვარდი, რომელიც ბევრს არ უყვარს მომენტების განიავების გამო და ხშირად ამით GIF-ებსაც ქმნიან ხოლმე. ტრანსფერი რეალური ყოფილა. ესპანური და იტალიური პრესა წერს, რომ ჩავი პირადად ესაუბრა მორატას. მორატა „ატლეტიკოს“ ეკუთვნის და „იუვეში“ იჯარითაა, თუმცა ტურინელებს გამოსყიდვის უპირატესი უფლება აქვთ. ახლა...
სუპერკეპამ სუპერთასი ჩელსის მოუტანა
ევროპის სუპერთასი „ჩელსიმ“ მოიგო. მან ბელფასტში, „უინძორ პარკზე“ „ვილიარეალი“ დაამარცხა. ძირითადი დრო დასრულდა 1:1, დამატებითში გოლი არ გასულა, პენალტებში კი ლონდონელთაგან მარტო კაი ჰავერცმა ვერ გაიტანა, ხოლო ესპანური გუნდის ფეხბურთელებიდან ალჟირელ აისა მანდისა და 35 წლის რაულ ალბიოლს მოეცარათ ხელი. ჩემპიონთა ლიგისა და ევროლიგის გამარჯვებულთა შეხვედრაში ყველაზე მეტად იმან მიიპყრო ყურადღება, რომ „ლურჯების“ მწვრთნელმა თომას...
ჩელსიმ ატლეტიკოს აჯობა
ინგლისური პრესა აღფრთოვანდა: ჩვენ გვყავს ერთ მუშტად შეკრული, გამარჯვების ჟინით შეპყრობილი, სერიოზული „ჩელსიო”, წერენ მას მერე, რაც „ლურჯებმა” მადრიდის „ატლეტიკოს” 2:0 მოუგეს და ორი შეხვედრის ჯამში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ. ჯამური ანგარიში გახლავთ 3:0. მარტივი ლოგიკაა: „ჩელსი” სერიოზული გუნდი რომ არ იყოს, ლა ლიგის ლიდერის შეჯიბრებიდან დამაჯერებლად გამოთიშვას ვერ მოახერხებდა. რაც დასავლეთლონდონელებს სათავეში თომას ტუხელი...
სინამდვილეში რეალს მეტი გადაუყრიაო
როგორც ირკვევა, 29 წლის ბელგიელი ვარსკვლავი ედენ აზარი „რეალს” გაცილებით ძვირი დაუჯდა, ვიდრე თავიდან ამბობდნენ. შარშან, როდესაც აზარი „ჩელსიდან” „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაბარგდა, დაიწერა, რომ მადრიდელებმა მასში 100 მილიონი ევრო გადაიხადეს. აგრეთვე ითქვა, რომ ბონუსებით ამ თანხას შეიძლება კიდევ 45 მილიონი დაემატოს, მაგრამ გუშინ, ბელგიურმა გაზეთებმა Het Laatste Nieuws-მა და La Dernière Heure-მ გამოაქვეყნეს ცნობა, რომ...
კლოპი გაისად ვეღარ გაისეირნებს
წარსულში ცნობილი ინგლისელი თავდამხმელი, ექსპერტი ალან შირერი ამბობს, რომ მართალია „ლივერპულმა” წლევანდელი პრემიერლიგა 18-ქულიანი უპირატესობით მოიგო, მაგრამ შემდეგ ჩემპიონატში ერთი ცხენის ჯირითი აღარ იქნება. „მანჩესტერ სიტის” „მანჩესტერ იუნაიტედი” და „ჩელსი” შეუერთდებიან, რათა იურგენ კლოპს ამაყად გასეირნების საშუალება აღარ მისცენ. ბოლო ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგას „დიდი ოთხეული” დაუბრუნდა. „იუნაიტედმა” დაუმარცხებლად განვლო 14 შეხვედრა და დამაგვირგვინებელ თამაშში...
ზიეში – ამსტერდამიდან ლონდონში
მაროკოელი ჰაკიმ ზიეში გადაბირებას ჯერ კიდევ წინა სეზონის დასრულების შემდეგ არაერთი ევროპული გრანდი ცდილობდა, „აიაქსის“ გულშემატკივრებიც ალბათ უკვე შეგუებულნი იყვნენ მის წასვლას, მაგრამ ბევრის გასაკვირად ის გუნდში დარჩა. როგორც გაირკვა, არც ისე დიდი ხნით, თუმცა მიმდინარე სეზონის დასრულებამდე, 26 წლის ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველი ამსტერდამული კლუბისთვის გაირჯება და „აიაქსსაც“ ვალმოხდილი დატოვებს. ჰაკიმ ზიეში ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელი...
ვილიანმა სარი იცის
„იუვენტუსს” „ჩელსისგან” 31 წლის ვილიანის წაყვანა სურს. ბრაზილიელს ჯერ კიდევ არ დაუდია დასავლეთლონდონელებთან ერთწლიანი ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ სეზონი ასე დამთავრდება, ის თავისუფალი აგენტი გახდება. რატომ არ აწერს გარემარბი „ჩელსისთან” ახალ კონტრაქტს ხელს? იმიტომ, რომ ორწლიანი უნდა. „ჩელსიც” ფიქრობს, მაგრამ ამასობაში „იუვე” სიტუაციას აკვირდება. არსებობს დაბრკოლებაც. ვილიანს მაურიციო სარისთან მუშაობა არ მოსწონს. იტალიელი...









