თომას ტუხელის აზრით, როდესაც გუნდში ამდენი კოვიდინფიცირებული და დაშავებულია, ჩემპიონობაზე ფიქრი დიდი გულუბრყვილობაა.
შინ, „ბრაიტონთან“ ნათამაშევი 1:1-ს გამო „ლურჯებმა“ ბურთი და მოედანი „მანჩესტერ სიტის“ დაუთმეს. არადა, რომელუ ლუკაკუს მიერ 28-ე წუთზე გატანილი გოლით ლონდონელები იგებდნენ. მათ სამწუხაროდ, დენი ველბეკმა 90+1 წუთზე გაქვითა.
თუმცა, ტუხელის გუნდისთვის ყველაზე დიდი დარტყმა მაინც რის ჯეიმსის ტრავმა იყო. მან პირველ ტაიმში ორთავა კუნთი დაიზიანა. ანდრეას კრისტენსენს კი ზურგი ატკივდა და შესვენებისას გახდა შესაცვლელი.
დასავლეთ ლონდონელთა გერმანელმა მწვრთნელმა თქვა: „ჩვენს გუნდში Covid 19-ის შვიდი შემთხვევაა. ხუთი თუ ექვსი ფეხბურთელი ტრავმის გამო ორი თვე ვერ დაგვეხმარება. მაშ, როგორ უნდა ვიბრძოლოთ ჩემპიონის ტიტულისთვის?
ჩემპიონობას მხოლოდ ის გუნდი შეძლებს, რომელსაც ფეხბურთელები ჯანმრთელად ჰყავს და მთელი დატვირთვით ვარჯიშობს.
ამდენი კოვიდინფიცირებულისა და დაშავებულის პატრონები სულელები უნდა ვიყოთ კიდევ ჩემპიონობაზე რომ ვოცნებობდეთ. შეუძლებელია გუნდს არ ჰყავდეს 23 ჯანმრთელი მოთამაშე და დიდ მიზნებს ისახავდეს.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ჩვენ იმთავითვე ვიცოდით, რომ ძლიერ მეტოქესთან რთული თამაში გველოდა. ისინი მოედანზე მომზადებულები გამოვიდნენ. „ბრაიტონი“ ყოველთვის ასეა“.
პრეს-კონფერენციაზე ტუხელმა აგრეთვე დაიჩივლა, რომ მეორე ტაიმში კრისტიან პულიშიჩის წაქცევისთვის მეტოქის ჰოლანდიელი მწვრთნელი ჯოელ ველტმანი ასპროცენტიანი პენალტით არ დასაჯეს. მან აგრეთვე უსაყვედურა მსაჯ მაიკ დინს, რომ მეისონ მაუნტს გოლი არ ჩაუთვალა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
სიახლეები04/11/2026 | 07:31ჩემპიონთა ლიგის სამშაბათი
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 08:13ენტონი გორდონი: კლასიკო ჩვენ უნდა მოგვეგო
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 07:15სიმულაცია ლივერპულის სტილი არ არისო?
