21 წლის ლუმორ აგბენიენუმ პსვ-ს გუნდში გადასვლის პირობა ექვსი თვის წინ მისცა. კლუბმა ბილეთი დაუჯავშნა, იანვარში ეინდჰოვენში ჩასვლის თარიღზე მორიგდნენ და ეს დღე რომ დადგა, პორტუგალიური „პორტიმონენსეს“ განელი მცველის დასახვედრად კლუბმა ხალხი გააგზავნა აეროპორტში. მათ შორის გადამღები ჯგუფიც. მხოლოდ წითელი ხალიჩაღა აკლდა მთელ ამ ამბავს, მაგრამ ამაოდ ელოდნენ. ტყუილად აწვალეს კამერა და მიკროფონი, განელი არ...
Author: ვაჟა ხუციშვილი (ვაჟა ხუციშვილი)
მარადონა ტრამპთან არ გაუშვეს
ღმერთის ხელიან კაცსაც კი შეიძლება უარი სტკიცონ აშშ-ს ვიზაზე და ჰა, ინებეთ – დიეგო მარადონამ შტატების ვიზა ვერ მიიღო. მარტში სასამართლოს უნდა დასწრებოდა მაიამიში, სადაც მისი ცოლყოფილის კლაუდია ვილაფანეს საქმე გაირჩევა. საქმე კი მარადონას ფულს ეხება, რომელიც კლაუდიამ ქმრის დაუკითხავად დაამღერა ჯერ კიდევ ოფიციალურ გაყრამდე. ვიზაზე განაცხადი უკვე შეტანილი ჰქონდა, როცა ტელეკომპანია „ტელესურთან” ინტერვიუში დიეგომ...
თევზი პუტინიდან ყარს
რუსული სპორტის „მესაფლავედ“ მონათლულმა გრიგორი რადჩენკოვნმა დოპინგიანი ხელი პირდაპირ პუტინს დაადო. შეგახსენებთ, რომ რადჩენკოვი მოსკოვის ანტი სადოპინგო ცენტრის დირექტორი იყო და სპეცსამსახურების ხელდასმით რუსი სპორტსმენების ტესტებს აყალბებდა. სოჭის ოლიმპიადის დოპინგ-სკანდალის შემდეგ ცენტრის შეფი აშშ-ში გადაიხვეწა და ფეესბეს (ფედერალური უსაფრთხოების სამსახური) იქ ემალება. პერიოდულად ინტერვიუებს არიგებს და ახალ-ახალ ამბებს ჰყვება, რა და როგორ ხდებოდა. რადჩენკოვმა ამჯერად...
ვლადიმიროვიჩმა 13 მილიონი დოლარი ქვიშაში იპოვა
იცნობდეთ: ელდარ ვლადიმირის ძე ნაგაპლოვი გენიალური რუსი ბიზნესმენია, რომელიც კალინინგრადის მილიციას დასწრებაზე ეთამაშა და ხელიდან და ქვეყნიდან დაუსხლტა. ცხადია, იმისთვის არ ეძებენ, რომ წლის ბიზნესმენის ჯილდო უბოძონ, არამედ იმისთვის, რომ ჰკითხონ, სად შეტენა 13 მილიონი დოლარი, რომელიც კალინინგრადში მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონის მშენებლობაზე „დაზოგა“. საქმიან-საზრიანი ვლადიმიროვიჩი დანაზოგიანად გაქრა რუსეთიდან, რითაც არაორაზროვნად მიანიშნა, რომ სულ ცალ დოლარზე...
ესპანური ამბები თბილისში ჩამოტანით
13-14 იანვარს „ზამთრის თასი“ მინი-ფეხბურთში მეორედ გაიმართა და ესპანეთის ვეტერანთა ნაკრებიც მეორედ ესტუმრა თბილისს. ორი დღე ესპანელებთან ერთად გავატარე – რისთვისაც მადლობა ფეხბურთის ფედრაციას – და ცოდვა იქნებოდა, არ მესარგებლა შანსით და რამდენიმე საინტერესო ამბავი არ დამეცინცლა მათთვის, ვისაც არ დაეზარა ძველი ამბების გახსენება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დელეგაციის შეფი და ვეტერანთა ფედერაციის პრეზიდენტი ფერნანდო...
აიბაბა, აი ფული, აი რობინიო
ცხრაწელმისჯილ რობინიოს „სივასსპორმა“ 1.5-წლიანი კონტრაქტი გუფორმა და 2 მილიონ ევროსაც ჩაუთვლის. სივასელები თურქეთის სუპერლიგაში მე-8 ადგილზე არიან, მათი მწვრთნელი კი 62 წლის სამეტ აიბაბა გახლავთ. 25 იანვარს რობინიო 34 წლის მოიყრება და ორი მილიონი ისეთი საჩუქარია, რომ კბილი არ გაესინჯება. ბრაზილიელი ფეხბურთელი გასულ ნოემბერში მილანის სასამართლომ გაუპატიურებაში დამნაშავედ სცნო და ცხრა წელი მიუსაჯა. „მილანის“ ყოფილ...
მესი პელეა
წელი ისე არ გაივლის, პელეს რომ არ ჰკითხონ, რონალდუ სჯობს თუ მესი. პელესაც არ ეზარება და ბრაზილიაში „სპორ TV“-სთან ინტერვიუში ისევ გაარჩია ეს საკითხი. „მესი უფრო სტაბილური იყო ბოლო წლების განმავლობაში, კრიშტიანუ კი, რა თქმა უნდა, დიდი მეგოლეა. რონალდუ გამტანია, ხოლო მესი თამაშს აკეთებს, საგოლე პასებს არიგებს და თვითონაც ბევრი გააქვს. სადავო არაა, რომ ლეო...
ბუცი გვერდზე დაგიხურავს…
ნეიმარმა გაიტანა, ბუცი გაიძრო, თავზე დაიდო, შუბლზე გაიჩერა, არ აუკენწლავს, კეფაზე არ დაუსვამს… ეს არაა კადრი სარეკლამო რგოლიდან, ეს მოხდა 10 იანვარს „ამიენთან“ სტუმრად სათასო მატჩისას, რომელიც „პარი სენ ჟერმენმა“ 2:0 მოიგო. „ამიენის“ ქომაგებმა ბრაზილიელის ეს მასახარაობა ლანძღვად მიიღეს და სტვენით შეუფასეს. ნეიმარის ძმაკაცი ჟოაო სელსო მორაესი თურმე იუბილარი ყოფილა და ასე მიულოცა პარიზიდან. რატომ...
მზე რად გინდათ ? ჩელსის ჩრდილიც გეყოფათ
რომან აბრამოვიჩს „ჩელსისთვის“ ახალი სტადიონის აშენება განუზრახავს ჩრდილოეთ ლონდონის უბანში, მაგრამ ერთი ოჯახი უარზეა – სტადიონი მზეს დაგვიბნელებსო. ნიკოლას და ლუსინდა გროსტვაიტები 50 წელია „სტემფორდ ბრიჯთან“ ცხოვორბენ, სარჩელიც შეუტანიათ სასამართლოში და მშენებლობაც ამის გამო ფერხდება – განაჩენს ელოდებიან. 60- ათასიანი სტადიონი მილიარდ 300 მილიონი გირვანქა დაჯდება. „ჩელსის“ შეფები ამბობენ, რომ პროექტი გატანილი იყო სახალხო განხილვაზე...
რა ხმაურია? რეალმა მოიგო!
უეფას ვებ-გვერდზე 9 მილიონამდე ქომაგის მიერ მიცემული ხმებით შედგა 2017 წლის გუნდი, რომელშიც „რეალის“ 5 ფეხბურთელია: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი) – მეხუთედ მოხვდა უეფას გუნდში და მხოლოდ იკერ კასილასს (6) ჩამორჩება. ყველაზე მხცოვანია (39 წლის) ვინც ამ გუნდში ყოფილა. დანი ალვეში (პსჟ ) – მეხუთედაა და გაუტოლდა ჟერარ პიკეს და ფილიპ ლამს. სერხიო რამოსი (რეალი) –...









